CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3655
ObjectID: 3655
ID: 3655
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი სარდაფით, მთავარი ფასადით აბო თილელის ქუჩისკენაა მიმართული, ხოლო ძირითადი კორპუსით სიღრმეში ვითარდება. საფასადე კედლის ძირითადი არე ქვიშისფრადაა დაფერილი. ცოკოლის არეზე სარდაფის ფანჯრების ზედა ნაწილები გამოდის. მშვილდა თაღებით დასრულებული ხუთი ფანჯარა თანაბრად ანაწევრებს პირველი სართულის არეს. მეორე სართულზე სამყურა თაღებით დამშვენებული ხის შუშაბანდია გადმოკიდებული, რომელიც კედელში შესმულ მოდულიონებზეა დაყრდნობილი. თაღები კაპიტელებით დასულებულ მრგვალ სვეტებს ეყრდნობა, რომლებიც თავის მხრივ აივნის ყრუდ შეფიცრულ მოაჯირებს დამოუკიდებელ უჯრედებად ანაწევრებს. მოაჯირის ქვეშ ორმაგი რომბებით აღნიშნული სარტყელი გადის, ხოლო თაღებს ზემოთ პროფილირებული კაპიტელი. სახლის მარჯვენა ფასადი ყრუ კედელს წარმოადგენს. მას მეზობელი ებჯინება, ხოლო მარცხენა ფასადი გვიანდელი ორსართულიანი ჩაშენების წყალობით ორ დამოუკიდებელ მონაკვეთად იყოფა. თითეულის წინ მცირე ზომის ეზო-ჰოლია მოწყობილი. პირველი ეზოს გარშემო ნაგებობა გეგმაში რუსულ “გ”-ს ქმნის. სახლის ამ მონაკვეთის პირველი სართული კედლებითაა ამოშენებული და ცემენტითაა შელესილი. მეორე სართული კი ხის აივნით იხსნება. პირველი სართული შუშაბანდს წარმოადგენს, რომლის მნიშვნელოვან მონაკვეთსაც დაკარგული აქვს ავთენტურობა. მეორე სართული ღია აივნით იხსნება, რომლისკენაც ხის გადახურული კიბე მიემართება. ავთენტურობა და მხატვრული ღირებულება შენარჩუნებული აქვს მხოლოდ აბო თბილელის ქუჩისკენ მიმართულ ფასადს, რომელიც არქიტექტურულად ღირებული ელემენტებითაა შემკული.
2019 წლის ნოემბრის ბოლოს ნაგებობის ტექნოლოგიის კვლევისას გამოვლინდა ინტერიერის კედლის მხატვრობის ფრაგმენტები. გამოვლენილი მხატვრობა მდებარეობს არტ-ნუვოს სტილში შესრულებული სადარბაზოს ინტერიერსა და სადარბაზოდან საცხოვრებელ სახლში გამავალ მეორე სართულის კორიდორში. სადარბაზოს მოხატულობის ფრაგმენტზე შესრულებულია მარმარილოს იმიტაცია, ხოლო კორიდორის ინტერიერში მცენარეული ორნამენტი (2020 წლის ივლისის მდგომარეობით კორიდორში გამოვლენილი მხატვრობა დაკარგულია).
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3566
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: თბილელი აბოს ქ./6
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80474612
Y: 41.69119395