CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3645
ObjectID: 3645
ID: 3645
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: სახლი წარმოადგენს რთული კონფიგურაციისა და რელიეფის მქონე მიწის ნაკვეთზე აგებულ მკაფიოდ ინდივიდუალურ, განვითარებული გეგმარების მქონე ნაგებობას. გეგმის გარე მოხაზულობა არასწორ სამკუთხედს უახლოვდება და შესაბამისად ირეგულარული და განსხვავებულია მისი განვითარება ყოველ დონეზე ყოველი მიმართულებით. სახლს აქვს აგრეთვე სრულიად ორიგინალური კიბის უჯრედი, რომელიც ქვედა სართულში კარიბჭის ფუნქციასაც ითავსებს, ხოლო ზევით შესანიშნავი მუშარაბით სრულდება. ნაგებობის ძირითად ბირთვს შეადგენს ორი მასშტაბური ოთახი მომცრო ზომის ტრაპეციულ სათავსთან ერთად. არათანაბარი რელიეფის გამო შენობის წინა კიდურა ნაწილში I სართულს ქვეშ ჩნდება მცირე სათავსები. ორივე სართულის უკანა ოთახები ნახევრად სარდაფულია, ხოლო II სართულის უკანა ნაწილს ასრულებს სამეურნეო სათავსი (მოსახლეობის ცნობით საჯინიბო). კარისა და ფანჯრის ღიობები ძირითადად სწორკუთხაა. სახლი ნაშენია კვადრატული აგურით. გვერდით შეულესავ კედელში ფლეთილი ქვის რიგებია შერეული. აივნის კონსტრუქიები და დეკორი ხისაა. მუშარაბებში ფერადი მინაა გამოყენებული. შიდა კონსტრუქციები არქიტრავულია. ღიობები არ არის გაფორმებული. აივანი სახლის ორ გრძელ ფასადს შემოსდევს და კუთხესთან ტეხილს აკეთებს. კუთხიდან ბოლოსკენ იგი ოთხკუთხა კოჭის კონსოლებს ეყრდნობა. ძირითადი საფასადო დეკორი აივანზეა თავმოყრილი. თავდაპირველი სახით შემორჩენილი კაპიტელითა და ბაზისით გაფორმებულ მრგვალ სვეტებს შორის სამყურა ყრუ თაღედია. თაღს არშიისებური ნაპირები აქვს. რიკულებიანი მოაჯირი აივნის ნაწილშია დარჩენილი. ავთენტური გარე კიბე სახლის ძირითად ბლოკზე მიდგმული კარიბჭე-გადასასვლელის განუყოფელი ნაწილია. იგი კლდოვან ქარაფზე დაშენებულ აგურის ყრუ კედლებიან კოშკურ მოცულობას ასრულებს. კიბის მოაჯირი ერთ ნაწილში რიკულებიანია, ნაწილში კი აჟურული და შეფიცრული. ზედა მარში ძველია და შერჩენილი აქვს მოაჯირს ზემოთ, ღია არეში ჩადგმული ძელაკებისაგან შედგენილი რომბებიანი ხის ბადე. ასეთივე ბადეები ახლავს კარიბჭის ზემოთ მოწყობილი მუშარაბიანი გადასასვლელის ფანჯრებს აქეთ-იქით; მათ ზემოთ კი, სამყურათაღიან არეს ობობას ქსელისებრი ძელაკებიანი მუშარაბი ავსებს. ამრიგად, ფუნქციურად დატვირთულ მოცულობაში ჩართული კიბის უჯრედი მხატვრულად მდიდრულად გაფორმებულ, მნიშვნელოვან სივრცულ-გეგმარებით ერთეულს წარმოადგენს. სახლს აქვს ასევე შიდა კიბე, რომელიც კედლის სისქეშია მოწყობილი და ნახევარსარდაფში ჩადის. სახლის აივნისა და გადასასვლელის მუშარაბის თაღებს ზემოთ კბილანებიანი დეკორატიული მოტივი ამკობს არქიტრავულ კოჭს. დამხმარე სათავსებსა და ოთახებში მრავლადაა კედლის ნიშები, თახჩები და განჯინები. ნალესობით გამოყვანილი პროფილირებული კარნიზი აქვს მეორე სართულის დიდ ოთახს კარიბჭისკენ. სახლს აქვს ბუხარი. ეზო გახსნილია და ტერასის მკვეთრი ვარდნა ბუნებრივად გამოყოფს მის კუთვნილ ტერიტორიას რასაც წინ მდგარი გომის ქუჩა N2-ის უკანა კედელიც საზღვრავს ერთგვარად. საგულისხმოა, რომ ამ სახლზე მანსარდის სართულის დაშენებამდე საარქივო ფოტოებზე კარგად იკითხება გარკვეული ინტერვალით ერთმანეთისგან დაშორებულ ნაშენ ბოძებს შორის ჩასმულ მესერიანი ზღუდე ტერასის კიდესთან.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4055
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: გომის ქ./4
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80592298
Y: 41.68881903