CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3643
ObjectID: 3643
ID: 3643
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: აღნიშნულ ნომერში მდებარე აგურით ნაგები სახლი ორსართულიანია სარდაფით. მას ტრადიციულად ახლავს შიდა ეზო, რომელსაც იგი ორი მხრიდან უვლის, შესაბამისად შენობის მარჯვენა ნაწილი ეზოს სიღრმეში ვითარდება. სახლი ფასადით ლერმონტოვის ქუჩაზე გამოდის, ხოლო შიდა ეზოში შესასვლელი კუფტინის I ჩიხიდანაა მოწყობილი. ფასადი შელესილი და შეღებილია. საფასადე სიბრტყე, რომელიც ფონს ქმნის, ყვითელია, ხოლო მასზე დადებული არქიტექტურული ელემენტები თეთრი. ამასთან კი სარდაფის ნაწილი ღია მწვანედაა დაფერილი. ფასადი უხვადაა გაწყობილი პლასტიკურად ნაძერწი სამკაულით. განსაკუთრებით მდიდრული შემკულობა კი კოცენტრირებულია ზედა სართულზე. პროფილირებული სარტყელით გამიჯნულ სართულებს ფანჯრების სწორკუთხა ღიობების რიგი ანაწევრებს. პირველი სართულის ფანჯრებს საპირეები შემოწერს, რომლებიც ფასადზე გავლებულ სარტყელს ებჯინება. ფასადის კიდურა ნაწილებში კედლის სიბრტყე მორთულია იონიურ კაპიტელიანი პილასტრების მეშვეობით. მათ კი ზედა სართულზე კორინთულ კაპიტელიანი პილასტრები ენაცვლებათ, რომელთა ზედაპირი ქვედა ნაწილში კანელურებიანია. ამ სართულის ფანჯრები მდიდრულადაა შემკული. მათ საპირეების თავზე პლასტიკურად ნაძერწ კრონშტაინებზე დაბჯენილი პროფილირებული თავსართები ევლებათ. ამ უკანასკნელთა შუა არე და აგრეთვე ფანჯრების ძირი ნაძერწი გირლანდებითაა მორთული. ამავე სართულზე ლითონის აჟურულ მოაჯირიანი ორი შეკიდული ფართო აივანი გამოდის. მათგან ერთი, შედარებით გრძელია და ფასადის დაახლოებით ცენტრშია მოთავსებული, ხოლო მეორე კი მარჯვენა კიდურა ნაწილშია, რომლის ქვემოთ სადარბაზოში შესასვლელი აჟურული ლითონის მაღალი კარია მოთავსებული. შენობას პროფილირებული კარნიზი და პარაპეტი აგვირგვინებს. კარნიზს ქვემოდან პლასტიკურად ნაძერწი სამკაული ებჯინება. პარაპეტი კი სვეტებისა და ლითონის აჟურული “მოაჯირების” მონაცვლეობით იქმნება. ეს უკანასკნელნი თავისი ხასიათით ეხმიანება აივნების მოაჯირებსა და კარის ცხაურს, რაც მთლიან მხატვრულ შთაბეჭდილებას ქმნის. სადარბაზოში მოთავსებულია მხატვრულად ღირებული მარმარილოს ორ მარშიანი კიბე, რომელსაც ახლავს ლითონის დეკორატიული მოაჯირი და ორი ლითონის მაღალი “სვეტი”, რომელსაც ფუნქციური დანიშნულება ჰქონდა. შიდა ეზოში მოხვედრა კუფტინის ვიწრო ჩიხში მოთავსებული რკინის ჭიშკრის მეშვეობითაა შესაძლებელი. ჩიხის მხარეს ფასადზე ხის გრძელი გადახურული აივანი გამოდის, რომელიც გვიანდელია და მხატვრული ღირებულება არ აქვს. ეზოს მხრიდან შენობა სახეცვლილია. თავდაპირველად იგი ხის ფართო გადახურული აივნებით იხსნებოდა, რომელთაც ჭვირულად შემკული მოაჯირები ჰქონდათ. ახლა მოხარატებული მოაჯირის მხოლოდ მცირე ფრაგმენტებია შემორჩენილი. ამჟამად ზედა სართული მთლიანად შუშაბანდს წარმოადგენს. პირველი სართულზე კი ნაწილობრივ შერჩენილია აივანი, ნაწილობრივ კი შუშაბანდადაა გადაკეთებული. შენობის ბოლოში მოთავსებულია ხის ორ მარშიანი კიბე. 2019 წლის ნოემბრის ბოლოს ნაგებობის ტექნოლოგიის კვლევისას სადარბაზოში გამოვლინდა ინტერიერის კედლის მხატვრობის ფრაგმენტები. 2020 წლიდან ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაობის განხორციელებისას გამოვლინდა ორნამენტული მხატვრობის მეტი ფრაგმენტი. ჭერის მოხატულობები აღმოჩნდა პირველი სართულისა და მეორე სართულის ბინებში. მეორე სართულზე დამატებით გამოვლინდა კორიდორის მთლიანი მხატვრობის სქემა და ოთახის კედლის მხატვრობის ფრაგმენტები.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4566
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ლერმონტოვის ქ./3
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 ს-ის დასასრული.
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80292142
Y: 41.69142771