{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3640?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3640?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3640?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3640",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3640,
    "ID" : 3640,
    "Name" : "ლაბორატორია",
    "FullName" : "საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის მებაღეობის და ლანდშაფტური დიზაინის განყოფილების, დაცვის სამსახურის და სალაროს შენობა",
    "ComplexName" : "ბოტანიკური ბაღი",
    "Description" : "ორსართულიანი ნაგებობის მხატვრულ სახეს კოხტა პროპორციები, აგურის მჭიდრო წყობა, ღიობთა რეგულარული რიტმი და კედლის წყობაში აგურითვე გამოყვანილი მინიმალისტური დეკორი განსაზღვრავს. ღიობთა რიტმულ მონაცვლეობაზე დაფუძნებული, ერთი შეხედვით, გაწონასწორებული საფასადო კომპოზიცია, დაკვირვებისას, ასიმეტრიულია. ფასადის მარჯვენა ნაწილში, ორივე სართულზე, 2-2 ღიობია გაჭრილი, მარცხენაში - თითო-თითო.\r\nპირველი სართული სრულიად სადაა. ის მხოლოდ  ორი  სარკმლით  და  მარჯვენა კიდეში მოთავსებული  კარითაა დანაწევრებული. მართხკუთხა მოყვანილობის ღიობები ვერტიკალურად დაწყობილი აგურებისგან შედგენილი, ზემოთკენ ტრაპეციულად ოდნავ გაფართოებული თავსართებითაა დასრულებული.\r\nმეორე სართული მეტადაა დიფერენცირებული. მისი შუა, ძირითადი ნაწილი კედლის ზედაპირიდან ოდნავ სიღრმეშია შეწეული და  გვერდებიდან  პილასტრებს მიმსგავსებული, მცირედ ამოზიდული მოცულობებითაა ფლანკირებული. მეტადაა დეკორირებული მართკუთხა ფორმის, მაღალი, ზემოდან ოდნავ მორკალული სარკმლებიც. მათი დამაბოლოვებელი, ვერტიკალურად დაწყობილი აგურებისგან შედგენილი თავსართები შუაში, საჭექი ქვის იმიტაციად, რელიეფურად გამოყვანილი, მოგრძო ელემენტებითაა გაფორმებული. სარკმლები \"ეყრდნობა” 2-2 აგურისგან შედგენილ დეკორატიულ ელემენტებს, რომლებსაც სარკმელთა კუთხეებში ერთმანეთისკენ მიქცეული მართი კუთხეების, ხოლო შუაში ლათინური T - ს  ფორმა აქვს.\r\nშენობის სართულები გამიჯნულია დეკორატიული სარტყლით, რომელიც ჰორიზონტალურად დაწყობილი აგურების \"თაროსებრად\" მცირედშვერილი, უწყვეტი მწკრივისა და მის ქვემოთ მოქცეული, ერთმანეთისგან თანაბრად დაშორებული, აგურისავე \"კბილანების\" რიგისგან შედგება. ასეთივე სარტყელი დაუყვება კარნიზსაც.\r\nშენობის გვერდითა ფასადები მთავარზე გაცილებით უფრო ვიწროა. ღობეს მიბჯენილი ფასადი სრულიად ყრუა, ბაღისკენ მიმართული კი ორივე სართულზე თითო-თითო ღიობითაა დანაწევრებული. პირველ სართულზე მსუბუქად მორკალულთავიანი კარია გაჭრილი, მეორეზე - მაღალი სარკმელი. გვერდითა მხარის სტრუქტურა და დეკორის სისტემა სრულად იმეორებს ფასადისას. მას მხოლოდ ორფერდა სახურავის ქვეშ მოქცეული ფრონტონი ემატება, რომელსაც შიდა მხრიდან, ასევე რიტმულად განმეორებადი დეკორატიული \"კბილანების” მწკრივი აქვს მოვლებული.\r\nშენობის ინტერიერი ამჟამად მნიშვნელოვნად სახეცვლილია, თუმცა მისი თავდაპირველი სივრცითი სტრუქტურის ამოცნობა მარტივადაა შესაძლებელი. ყოველ სართულზე 2-2 ოთახი იყო მოწყობილი, რომელთაგან შედარებით მოზრდილი, მთავარი ფასადის მხრიდან, 2 სარკმლით ნათდებოდა, მომცრო კი ერთით. სართულები გარე, გვერდითა ფასადის მხრიდან მოწყობილი, ხის კიბით უკავშირდებოდა ერთმანეთს.\r\nსაბჭოთა ხანაში შენობა გააფართოვეს. ორსრთულიანი, სრულიად მოურთავი, აგურის მინაშენი ნაგებობის უკანა მხარესა და ციხის გალავანს შორის არსებულ, ტერასულად განლაგებულ მიწის ნაკვეთს იკავებს. ის უშუალოდ აგრძელებს ნაგებობის გვერდით ფასადს და ზურგით ციხის გალავანს ებჯინება. მინაშენის მეორე სართული კარით, კვადრატული ფანჯრითა და მცირე, ასეთივე ფორმის სარკმლითაა დანაწევრებული. ქვედა სართულს ბლოკური მოცულობა აქვს მიდგმული, რომლის წინა მხარეს კარია გაჭრილი. მისი სახურავი მეორე სართულის  კარის  წინ  წარმოქმნის  მცირე  ზომის აივანს, რომელიც ლითონის ბოძებს დაფუძნებული წინფრითაა გადახურული. მინაშენი თავისი ზომით, სისადავით, აგურის ფერითა და წყობით გარკვეულად ეხმიანება ძველ შენობას, თუმცა არღვევს მის მასშტაბს და სრულიად ცვლის გვერდითა ფასადის სტრუქტურას და ხასიათს.\r\nმინაშენს გვერდიდან სამმარშიანი ქვის კიბე დაუყვება. კიბის მეორე მარში ზედა სართულის აივნისკენ მიემართება, მესამე კი ტერასისკენ, რომელიც უშუალოდ ციხის გალავნის ძირშია გაშლილი.\r\nთავისი მასშტაბით, პროპორციებით, სამშენებლო მასალით ეს მოკრძალებული, თუმცა სიძველისათვის დამახასიათებელი კეთილშობილური იერით გამორჩეული შენობა შესანიშნავადაა მორგებული როგორც ზოგადად ბაღის გარემოს, ისე კონკრეტული მიწის ნაკვეთის ტერასულ განლაგებას. ",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "3991",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ბოტანიკურის ქ./1",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eუახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს",
    "ExactDate" : "მე-20 საუკუნის დასაწყისი (1903-1904?)",
    "InitialFunction" : "საგანმანათლებლო, სამეცნიერო;",
    "CurrentFunction" : "\nსაგანმანათლებლო, სამეცნიერო\u003e\u003eკვლევითი ლაბორატორია;საგანმანათლებლო, სამეცნიერო\u003e\u003eმეცნიერებითა აკადემია;",
    "Classification" : "არქიტექტურის,მეცნიერების, ტექნიკის ან მრეწველობის განვითარებასთან დაკავშირებული",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.809215399999999,
    "Y" : 41.687133879999998
  }
}