CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3639
ObjectID: 3639
ID: 3639
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: შენობა წარმოადგენს კლდის მაღალ შვერილზე მორგებულ ნაგებობას, რომელიც მისთვის ამოყვანილ მაღალი ცოკოლის ტიპის ბაქანზეა განთავსებული. აღნიშნული ნაწილი შემაღლებულზე მდებარე ეზოს ქმნის, რომლისკენაც ვიწრო კიბე მიემართება. საკუთრივ შენობას კუთხისებური ფორმა აქვს. კედლის კლდეზე ამოყვანილი ნაწილი რიყი ქვისა და აგურის წყობის მონაცვლეობითაა შექმნილი. შენობის ძირითადი კორპუსი აგურითაა ნაგები, სართულებსშორისი არე კი ნაწილობრივ კვლავ რიყის ქვის ფენითაა გამოყოფილი. ნაგებობის ფასადი ერთიანი ციტადელის ტიპის ნაშენი კედლის შთაბეჭდილებას ტოვებს. ამ განცდას ფანჯრების სიმცირე კიდევ უფრო აძლიერებს. იქმნება ერთიანი მასიური, ბრუტალური ხასიათის კედლის მასივის შთაბეჭდილება, რომელიც თავისთავად ძლიერი ვიზუალური ეფექტის მქონეა. ვიწრო კიბე, რომელიც შენობას გვერდიდან უვლის, მარცხენა მხარეს არსებულ მცირე ეზოში შედის. ამ ეზოს სივრცეს რეალურად შენობის კუთხისმიერი გეგმარება განაპირობებს. ეს არის ნაგებობის შიდა მხარე. ამასთან, აქედაანაა შესასვლელი როგორც პირველ, ასევე მეორე სართულზე, აქედანაა აქვს სახლს ხის მაღალი, კიბე, რომელიც მეორე სართულის აივანზე ადის. ამ ხის აივნის არეს ნაწილობრივ, ასევე ხის წახნაგებიანი სვეტები - წახნაგოვანი შვერილი, მცირე კაპიტელებით, ნაწილობრივ კი წრიული სვეტები - ასევე წრიული კაპიტელებით ამკობს. ამასთან, წრიული ფორმები, ძირითადად პირველ სართულზე, წახნაგოვანი კი მეორე სართულზე გვხვდება. პირველი სართულის ჭერის მონაკვეთი ძლიერაა დაზიანებული, რის გამოც სახლის ნაწილი საცხოვრებლად აღარ გამოიყენება. გადახურვის ძლიერი პრობლემები აქვს მეორე სართულსაც. შენობის მთავარ როგორც მხატვრულ, ასევე არქიტექტურულ-კონსტრუქციულ ღირებულებას მისი ლანდშაფტთან მორგება-შესაბამისობაში მოყვანა წარმოადგენს, ამასთან, გარემო გეოგრაფიული ფაქტორების სრული შენარჩუნების პარალელურად. მნიშვნელოვანია, ასევე მხატვრული კონტრასტის ხერხი, როდესაც გარე მხრიდან სრულიად სადა, მასიური და თითქმის უტყვი გარეგნობის კედლებს შიგნით, უეცრად იხსნება მცირე ჭრილი ეზოსი, სრულიად განსხვავებული ვიზუალურ-მხატვრული მახასიათებლების მქონე. უამრავი მცირე დეტალით, დეკორაციული ფრაგმენტითა თუ მოტივით, რაც საერთო განწყობას უდაოდ ცვლის. ასევე მნიშვნელოვანი მხატვრული დატვირთვის მქონეა, თავისთავად ამ სახლისკენ მიმავალი ვიწრო კიბე, რომელიც ასევე თავისი ხასიათით კიდევ ერთი მხატვრული დეტალის ფუნქციას ითავსებს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5346
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ხარფუხის ქ./3
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის შუახანი
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.81285772
Y: 41.68674084