{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3638?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3638?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3638?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3638",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3638,
    "ID" : 3638,
    "Name" : "ბალნეოლოგიური კურორტი, კურორტოლოგიის ცენტრი",
    "FullName" : "თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი",
    "Description" : "XIX საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოს დედაქალაქის თერმული წყლების პირველი საფუძვლიანი გამოკვლევა ჩაატრა გერმანელმა გეოლოგმა, კავკასიის ცნობილმა მკვლევარმა ვილჰელმ აბიხმა. სწორედ მან დაგვიტოვა ამ ადგილის გეოლოგიური აღწერილობა და აღნიშნა თბილისის მინერალური წყაროების სამკურნალო მიზნით გამოყენების მიზანშეწონილობა. მოგვიანებით, თბილისის თერმული წყლების მაღალი თერმული ეფექტიანობა მრავალი კლინიკური თუ ექსპერიმენტული დაკვირვებით დადასტურდა, რაც საფუძლად დაედო 1938 წელს თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის დაარსებას.\r\nბალნეოლოგიურის შენობა 1934-1935 წლებში დაპროექტდა ქ. თბილისის არქიტექტურულ სახელოსნოში, იმ დროს ტიფლისის - Тифсовет-თან არსებულ საპროექტოში. მისი ხელმძღვანელი გახლდათ სახელგანთქმული თბილისელი არქიტექტორი მიხეილ კალაშნიკოვი, რომელიც ხელმძღვანელობდა თავდაპირველ პროექტს საკავშირო არქიტექტორ ჟიდკოვკისთან ერთად.\r\nბალნეოლოგიურის შენობა, სპეციფიკური მახასიათებლებითაც გამოირჩევა, რადგან ის თავიდანვე კონკრეტული მიზნისთვის იყო აგებული, მას სამკურნალო დანიშნულება ქონდა. შესაბამისად, ამ ფაქტორმა განაპირობა დიდი და ღრმა სარდაფების არსებობის აუცილებლობა, რომელთაც საპროცედურო მნიშვნელობა ჰქონდა. ამავე მიზეზით შენობის ორივე სრული და მესამე, ნახევრადსარდაფის დონის სართულები, თითქმის მთელს სიგრძეზე მცირე ზომის ოთახებადაა დანაწევრებული. \r\nრაც შეეხება ნაგებობის გარეგნულ იერს - მას გრძელი, თუმცა არაერთგვაროვანი მართკუთხედის ფორმა აქვს. რეალურად შენობა ორი თითქმის ერთნაირი ფლიგელისაგან შედგება, რომელთაც ერთმანეთთან ნაგებობის შუაში განთავსებული პარადული შესასვლელი აერთიანებს. ცენტრალური ფასადის გვერდითა ნაწილების ფასადის არეები სრულიად სადაა. მათ მთელს სიგრძეზე მიუყვება ფანჯრების რიგი, ამასთან, მეორე და სარდაფის დონის ფანჯრების განლაგება თუ სინქრონულია, მესამე სართულზე სარკმელების რაოდენობა მატულობს და ქვევით არსებულ ყოველ ორ ფანჯარას შორის კიდევ ერთი ემატება. მსგავსი სიუხვის გამო, ამ ფანჯრების ზომები დანარჩენებთან შედარებით ბევრად მცირეა. ანალოგიური ხასიათისაა ნაგებობის მეორე მსგავსი ფლიგელიც. ორივე ამ ნაწილის ერთადერთი შემკულობა, შენობის კიდის კუთხეში არსებული შვერილი დანამატებია, რომელიც შენობის კუთხეს ორივე მხრიდან მოსაზღვრავს მცირე გალერიეს სახით. ეს შვერილი მეორე და მესამე სართულებს შორის მიჯნის სიმაღლისაა და ორივე მხარეს ოთხ-ოთხ სვეტს ეყრდნობა, ამასთან კიდურა სვეტი ორივე შემთხვევაში ერთიდაიგივეა. ეს არის წრიული ფორმის მასიური ერთგვაროვანი სადა სვეტები, რომელთაც ასევე წრიული, სადად პროფილირებული, მცირე ზომის კაპიტელები აბოლოებს, აქვს ასეთივე მცირე ზომის ბაზები და კვადრატული ფორმის ბალიში, რომელსაც რეალურად ანტაბლემენტის დატვირთვის ზედა ნაწილი ადგას, ანუ ის შვერილი გადახურვა, რითაც ეს არქიტექტურული დეტაილი გამოდის კედლის არიდან. ანალოგიურადაა გადაწყვეტილი შენობის მეორე კიდეც. კუთხეებში შვერილი ნაწილების არსებობის მოტივი დაცულია ნაგებობის უკანა კიდეებთან მიმართებაშიც, თუმცა ამჯერად სვეტებიანი გალერეის ნაცვლად ამ ფუნქციას საკუთრივ ნაგებობის მსგავსი ფორმით ინტერპრეტირება კისრულობს, ანუ საკუთრივ შენობის ძირითადი კორპუსი ბოლოებში კუთხისმიერად შვერილ სახეს იძენს. ვიზუალურად ნაგებობის ყველაზე დატვირთული ნაწილი მისი შუა არეა. ცენტრალური ფასადის მხრიდან აქ დიდი ზომის, მართკუთხა შეჭრა კეთდება, თავისთავად იქმნება შიდა ეზო, რიმლის სამივე მხარეს არსებული კედლები სხვადასხვა ზომის ფანჯრებითაა დანაწევრებული. აქ არსებული შიდა ეზოს ცენტრალური კედელი ტერასისებურადაა ორგანიზებული, ფანჯრების ნაწილს სწორხაზოვანი სანდრიკები ამკობს. შესასვლელს რამდენიმე საფეხურიანი კიბეების მარში ქმნის, რომლის ორივე მხარეს ოთხ-ოთხი შეწყვილებული სვეტია განთავსებული. ამ სვეტებიდან კედლებამდე დაბალი წრიულრიკულებიანი მოაჯირებია გაყოლებული. სვეტების თავზე კი მასიური მართკუთხა არქიტურული ფრაგმენტია განთავსებული, ვიწრო გადახურვის სახით. ის ფუნქციურადაც გამოყენებადია და ამასთან, შენობას ვიზუალურად შეკრულ, დასრულებულ იერს სძენს. ნაგებობის ამ ნაწილში შემოდის ფერის მხატვრული მახასიათებელიც. სვეტები, რომელთაც ისეთივე ფორმა აქვთ, როგორც ნაგებობის კიდეებში არსებულ კუთხოვანი გალერეის სვეტებს. მნიშვნელოვანია ნაგებობის უკანა მხარეს არსებული შუალედური არის არქიტექტურული ინტერპრეტაცია. აღსანიშნავია, რომ სვეტებისა და კოლონადების ისევე, როგორც გალერეების თემა აქაც შენარჩუნებულია, თუმცა ამჯერად ამას უკვე პარადული ხასიათის შიდა ეზოს იერი ენიჭება. სამი მხრიდან ნაგებობით შემოსაზღვრული ეზო, წინა მხარეს ორ რიგად განთავსებული სვეტების მწკრივით იკვრება, გვერდებზე არსებული რიკულებიანი მოაჯირების უკან კი ფართო კიბეები ეშვება სარდაფებში. აქაც ფიგურირებს სვეტებზე გარდამავალი არასრული გადახურვის სისტემა რომლის შიდა მხარეც დეკორატიული მოტივებითაა შემკული. მნიშვნელოვანია, რომ ამ მხარეს არსებული სვეტების კაპიტელებს ფსევდოკორინთული მოტივები ამკობს. ზოგადად შენობა ანტიკური ელემენტებით გაჯერებული საბჭოთა არქიტექტურის საინტერესო სიმბიოზს ქმნის.\r\n",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4331",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "გორგასალი ვახტანგის ქ./9",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eუახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს",
    "ExactDate" : "1938",
    "InitialFunction" : "ჯანდაცვა და სოცუზრუნველყოფა\u003e\u003eსაავადმყოფო;",
    "CurrentFunction" : "\nსაგანმანათლებლო, სამეცნიერო\u003e\u003eმეცნიერებითა აკადემია;ჯანდაცვა და სოცუზრუნველყოფა\u003e\u003eსაავადმყოფო;",
    "Classification" : "არქიტექტურის,ქალაქთმშენებლობის (ურბანული)",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.8144201,
    "Y" : 41.688353790000001
  }
}