CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3631
ObjectID: 3631
ID: 3631
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: შენობა სამ სართულიანია, თუმცა იმის გამო, რომ მისი დიდი ნაწილი კლდის მასივზეა განთავსებული, ის ერთ-ერთი, გვერდითი მხრიდან ორსართულიანია. ზოგადად, შენობის ადგილმდებარეობისა და მისი გვერდზე მყოფ შენობებთან მიმართებაში განთავსების სპეციფიკიდან გამომდიარე, ძნელია შენობის ფასადების სრულად მოხილვა-აღწერა. მათ მოზრდილ მონაკვეთებს ფარავს გვერდითი ნაგებობები. ნაგებობის უმეტესი ნაწილი ამჟამად, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, დაზიანებულია როგორც კედლების ხის ნაწილები, ასევე გადახურვის სისტემა, რაც ძალიან მძიმე მდგომარეობას უქმნის ნაგებობას. გვერდითი ფასადები ნაგებობას პრაქტიკულად სრულიად სადა აქვს და მხოლოდ რამდენიმე ადგილზეა ფანჯრებისა და ღიობების ჭრილები. შენობაში შესასვლელი მცირე ეზოს მხრიდანაა, საიდანაც მეორე სართულზე კიბე მიემართება. ამ სართულიდან, საცხოვრებელი ბინის იატაკიდან, არის ჩასასვლელი სარდაფის დონეზე, რომელიც შენობის ქვემოთაა განთავსებული და სადაც ნათლად ჩანს თუ როგორაა კლდის მასივს მორგებული ნაგებობა მთლიანად. აქ შემორჩენილია ძველი ხის ძელები და კოჭები, რომლებიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და კედლის ნაშენი ფენა, რომელიც რამდენიმე საუკუნის წინანდელია. ნესტის გამო, სარდაფის ხის ნაწილები პრაქტიკულად, სრულად საჭიროებს აღდგენას. რაც შეეხება ზედა სართულს, ის ამჟამად დაკეტილია, რის გამოც, მისი მდგომარეობა ასევე ძალიან სავალალოა. გარეგნულად ნალესობის ფენა ბევრგანაა ჩამოშლილი და შესაბამისად, სრულად ააშკარავებს სხვადასხვა დროინდელ ნაწილებს, გვიანდელ მინაშენებს და აღდგენებს.
StatusName: ობიექტი სტატუსის გარეშე
RegistryN:
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ბააზოვი გერცენის ქ./6
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის შუახანი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური;საცხოვრისი;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური;საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.81264027
Y: 41.68687928