CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3630
ObjectID: 3630
ID: 3630
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ნაგებობა ორსართულიანია, მის საფუძველს მთლიანად კლდის მასივი ქმნის და რეალურად შენობა მთლიანად ამ კლდესაა მორგებული. მისი პირველი სართული კრონშტაინის ტიპის, ბჯენებით, რომელთაც სადა ძელების სახე აქვს ეყრდნობა ქვედა არეს. აღნიშნული ქვედა არე შიგნიდან სრულად კლდის არსებობის მიუხედავად გარედან ნაშენი კედლის კარკასშია მოქცეული. უკვე საკუთრივ ნაგებობის არქიტექტურული მახასიათებლებიდან აუთენტური სახე თითქმის აღარაფერს აღარ აქვს შენარჩუნებული. ძლიერაა დაზიანებული როგორც ნალესობის ასევე კედლის ფენა. აღნიშნული კლდის ბაქანის არსებობის გამო სახლის შესასვლელთან მოხვედრა უკანა მხარეს, ეზოს მხრიდაან, ვიწრო კიბითაა შესაძლებელი. პირველი სართული ცენტრალურ ფასადზე მხოლოდ სამი ფანჯრითა და ერთი კარის ღიობით გამოდის, რომელთაგან ორს წინ მცირე ზომის ხის სადა აივანი აქვს მორგებული. გადმოკიდებული შუშაბანდის თემა გრძელდება მეორე სართულზეც. ვინაიდან სახლი პრაქტიკულად კუთხის ნაგებობაა, მას ორი მხრიდან ხის კონსტრუქციის შვერილი შუშაბანდი შემოუყვება. თუმცა გვიანდელი ცვლილებების გამო, შუშაბანდის არეები მრავლადაა კედლით ჩანაცვლებული, რის გამოც ნაგებობის იერი მნიშვნელოვანწილადაა შეცვლილი. მხოლოდ მცირე აივნის მოაჯირის მონაკვეთია შემორჩენილი, ხის ჭვირული ორნამენტის მქონე, რაც ააშკარავებს, რამდენად მაღალმხატვრული ღირებულების მქონე შეიძლება ყოფილიყო აღნიშნული ნაგებობის გარე იერ-სახე. შენობის უკანა ფასადი ასევე კლდეს ებჯინება და ამიტომ სადაა და უსწორ-მასწორო. ამ მხარეს ქვევით მხოლოდ ერთი კარი ზედა არეებზე კი რამდენიმე სარკმელია გაჭრილი. შეცვლილი და განახლებულია გადახურვის სისტემა, შეცვლილია პირველი სართულის ფანჯრის ღიობების ჭრილები. საგულისხმოა, რომ ნაგებობას სულ ქვედა დონეზე აქვს მცირე ზომის ხის კარი, რაც კლდის მასივის გასწვრივ მცირე ზომის სარდაფის არსებობას ცხადყოფს. შენობაში იმდენად დიდია და ბევრია გვიანდელი გადაკეთებების კვალი, ასევე იმდენად დიდია დაზიანებები, რომ პრაქტიკულად ნაგებობის თავდაპირველი სახე სრულადაა შეცვლილი.
StatusName: ობიექტი სტატუსის გარეშე
RegistryN:
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ბააზოვი გერცენის ქ./6
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის შუახანი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური;საცხოვრისი;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური;საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.81250694
Y: 41.68691188