ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3628
ObjectID: 3628
ID: 3628
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: მოზრდილი, გეგმაზე "პ"-ფორმის ნაგებობის მთავარი ფასადი აბოვიანის ქუჩაზე გადის, ხოლო ეზოს მხარე საიათნოვას ქუჩაზე. ორსართულიანი, რუსული აგურით ნაგები შენობა დაირტავს ნახევარსარდაფს. აბოვიანის ქუჩის მხარეს ნაგებობი შეწეულია ქუჩის ხაზიდა. ფასადი ნაწევრდება დაბრტყელებული თაღის ფორმის ღიობებით. შუაკედლისები გაფრმებულია აგურში გამოყვანილი რუსტირებით. აგურშივეა გამოყვანილი ღიობების ზემოთ არსებული საჭექი ქვის იმიტაცია. მეორე სართულის შუაში ლითონის აჟურული აივანი გამოდის. მის ქვემოთ, პირველ სართულზე რომელიც ნახევარსარდაფის გამო მაღლაა აწეული, გამოდის სადარბაზოს ხის კალი ლითონის ცხაურით. კარი ამჟამად გაუქმებულია. მასთან აღარ ადის კიბე, ამიტომ სადარბაზოს კარი მაღლზე ცოტა უცნაურად გამოიყურება. ფასადს ასრულებს პარაპეტი, რომელსაც თავის დროზე სავარაუდოდ ლითონის ცხაური ამკობდა ახლა კი თუნუქით არის შევსებული. საიათნოვას ქუჩის მხარეს გადის პ ფორმის ეზო, რომელსაც ზედა ორ სართულზე შემოსდევს შუშაბანდი. შუა ნაწილი გვერდითებთან შედარებით მაღალია. ნახევარსარდაფის ფასადი ამოშენებულია. ქუჩისკენ ორივე ფრთაზე ზედა სართულებზე ასასვლელი კიბეა მოწყობილი. მარცხნივ ხის ორსვლიანი კიბეა, ხოლო მარჯვება ნაწილს ლითობის გრეხილი კიბე აიყვება.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4849
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: საიათნოვას ქ./15.აბოვიანი ხაჩატურის ქ./8
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;მემორიალური >>პიროვნებასთან დაკავშირებული;
Classification: არქიტექტურის,მემორიალური
Accuracy: სწორია
X: 44.80537098
Y: 41.69128267