CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3626
ObjectID: 3626
ID: 3626
Name: კლდისუბნის ეკლესია
FullName: თბილისის წმ. გიორგის კლდისუბნის ეკლესია
Description: ეკლესია დარბაზულია, ნაგებია აგურისა და რიყის ქვის წყობათა მონაცვლეობით დუღაბზე. სამხრეთიდან კლდის მასივზეა მიბჯენილი, შესაბამისად, შესასვლელი ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან აქვს. განათებულია ჩრდილოეთის კედელში დატანებული სამი, აღმოსავლეთის სამი და დასავლეთის ერთი სარკმლით. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, ღერძზე გაჭრილი სარკმლით. აფსიდის ორივე მხარეს ღრმა სწორკუთხა პასტოფორიუმებია, რომელთაგან ჩრდილოეთისა საკურთხეველს კარით უკავშირდება, სადიაკვნესთან კი სოლეითაა დაკავშირებული. ორივე პასტოფორიუმს თავისი განათების წერტილი - სარკმელი აქვს აღმოსავლეთის კედელში, ხოლო აფსიდის მხარეს უჯრედში კი ნიშები. დარბაზი ორი წყვილი პილასტრითაა დანაწევრებული, რომელზე გადაყვანილ თაღებს კამარა ეყრდნობა. ჩრდილოეთის კედელში პილასტრებს შორის კედელზე თაღებია გამოყვანილი. ეკლესიის ფასადები ეპოქის მახასიათებელი დეკორითაა შემკული, რომელიც მიღებულია აგურის წყობის დადაბლებით. დეკორი რომბების ვერტიკალური რიგითა და გოლგოთის ჯვრის გამოსახულებებითაა წარმოდგენილი. ეკლესიას კეხზე ორი სამრეკლო აქვს დადგმული, ცენტრში ექვსწახნაგა მოზრდილი სამრეკლოა, რომლის წახნაგებში სარკმლებია გაკეთებული, ხოლო აღმოსავლეთ კიდეში ფანჩატურია დაშენებული.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4049
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ბეთლემის II ჩიხი/9
Period: შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს.>>გვიანი შუა საუკუნეები _ მე-16-მე-18 სს.
ExactDate: 1700
InitialFunction: რელიგიური, რიტუალური>>საეკლესიო ნაგებობა>>უგუმბათო ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები>>დარბაზული ეკლესია;
CurrentFunction: რელიგიური, რიტუალური>>საეკლესიო ნაგებობა>>უგუმბათო ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები>>დარბაზული ეკლესია;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80663962
Y: 41.68870093