{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3625?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3625?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3625?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3625",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3625,
    "ID" : 3625,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "შენობა ორსართულიანია და აქვს განიერი შიდა ეზო. მისი ცენტრალური ნაწილის გარე ფასადი, მიუხედავად უამრავი გადაკეთებისა, მაინც ინარჩუნებს პირვანდელ დეტალებს და გამორჩეული მხატვრული ღირებულების არქიტექტურული ფრაგმენტების მქონეა. \nმეორე სართულზე, აქ ფიგურირებს გადმოკიდებული, ხის შემინული შუშაბანდი. ის მცირე მართკუთხედის ფორმისაა, წვრილი, წახნაგებიანი სვეტებითაა დანაწევრებული. მისი ერთიანი სიმაღლე სამ ნაწილადაა დაყოფილი: ქვედა მოაჯირის დონე, რომელსაც ხის ვიწრო, მართკუთხა ფორმის ნაჭრები კრავს, შუა არე - შენიმული შუშაბანდი, და ზედა მოზრდილი მონაკვეთი, სადაც ქვედა ნაწილის მახასიათებლები მეორდება, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ აქ ზემოდან ჭვირული ორნამენტით შექმნილი თაღისებური დეკორია დატანილი, ყველა სვეტს შორის არეში. მხატვრულ-დეკორაციული დეტალები ამკობს ამ შუშაბანდის საფუძველსაც, მას სარტყელისებურად შემოუყვება ზოლი, რომელსაც შუაში, სამივე მხარეს წრიული ფორმის, ორნამენტებიანი დეტალი ამშვენებს. აღნიშნული შუშაბანდი ნაგებობის მარცხენა ზედა კიდეშია განთავსებული, მის ქვემოთ, პირველ სართულზე სადარბაზოში შესასვლელი კარია, რომელიც ამჟამად, გაუქმებულია, თუმცა, საკუთრივ კარი გამორჩეულად მაღალმხატვრული ღირებულებისაა. ის ორფრთიანია და ხისგანაა შესრულებული, ზედაპირს სამკუთხა კბილანისებური დეტალები ამკობს, ორივე მხარეს ფანჯრისებური ღიობი აქვს, რომლსაც თავზეც სამკუთხა მოჩარჩოება ხურავს. \nნალესობის ფენა ნაგებობაზე ბევრგანაა ჩამოშლილი და დაზიანებული, ეს მის ქვემოთ არსებულ აგურის წყობას ააშკარავებს, რომელიც თავისთავად მეტყველებს შენობის ასაკსა და მაღალ მხატვრულ, თუ არქიტექტურულ ღირებულებაზე. აგურის წყობის ვერტიკალური თუ ჰორიზონტალური მიმართულებები ერგება, ლავირებს და ქმნის სხვადასხვა ღიობების ფორმებს. მისით იქმნება ფანჯრებს ქვემოთ დეკორაციული ჩაღრმავებებიც, რომელთაც ერთმანეთში ჩაწერილი მართკუთხედების ფორმა აქვს. ამავე ტიპის წყობისმიერი პროფილირება გამოარჩევს პარაპეტის ზოლსაც და სარკმლების თავზე მართობულ სანდრიკებსაც. \nშენობის მარჯვენა ნაწილი ძლიერაა გადაკეთებული. მას აივანიც აქვს მიშენებული და საშენი მასალაც შეცვლილია, თუმცა, ამ მონაკვეთში არის ეზოში შესასვლელი განიერი, მართკუთხა ღიობი, რომლის შიდა მხარის კედლები მოხატულობის კვალს ინახავს. დღეს ამ მოხატულობის ფრაგმენტების ნახვა ადვილადაა შესაძლებელი, ზედა კიდის გაყოლებაზე, სადაც ძირითადად, მცენარეული მოტივებით შექმნილი თემებია გამოყენებული. მარცხენა კედელზე ჯერ კიდევ იკითხება ლარნაკში განთავსებული ასევე, მცენარეული გირლიანდების გამოსახულებაც. აღნიშნული შესასვლელის თავზე, გარე ფასადის მხრიდან, ტიმპანისებური დეტალი იკვეთება, რომელიც ასევე, მხოლოდ აგურის სპეციფიკური წყობის შედეგადაა შექმნილი, ოღონდ ამჯერად, ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ წყობას, ნაძვისხისებურიც ემატება, რაც თავისთავად, უკვე მხატვრული დეკორის დატვირთვასაც იძენს. \nეზოს მხრიდან ნაგებობამ ბევრი გადაკეთება-განახლება განიცადა. აუთენტურობაზე საუბარი ნაგებობის ამ ნაწილის მიხედვით, ძალიან ჭირს, თუმცა, საერთო სართულებრივი, ან გეგმარებითი გადანაწილება ისევ შენარჩუნებულია და ეს მნიშნელოვანი ფაქტორია. ნაგებობას აქვს ღრმა სარდაფები, სადაც ჩასასვლელი, როგორც ეზოდან, ასევე ცენტრალური ფასადის მხრიდანაა შესაძლებელი.\n",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4321",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "გორგასალი ვახტანგის II ჩიხი/3",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის დასასრული",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "\nსაცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი;",
    "CurrentFunction" : "\nსაცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.817152630000002,
    "Y" : 41.687109579999998
  }
}