ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3622
ObjectID: 3622
ID: 3622
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: შენობა ოთხსართულიანია და გეგმაში კუთხისებური ფორმა აქვს. მისი ცენტრალური ფასადი უხვადაა შემკული აივნებისა და შუშაბანდების რიგით, გვერდითა მონაკვეთი კი გაცილებით სადაა. პირველი სართული, რომელიც სხვებთან შედარებით გარედან მნიშვნელოვნად დაბალია, რამდენიმე საფეხურით ქვევით ეშვება. ის ძირითადად კარის ღიობებით და რამდენიმე სადა მოხაზულობის ფანჯრითაა დანაწევრებული. მეორე სართულის ფასადს ნაწილობრივ შემინული შუშაბანდი და ნაწილობრივ ღია აივანი ქმნის. მხატვრულ-დეკორაციული მოტივები აქაც ძალიან მწირია და მხოლოდ აივნის მოაჯირების რიკულები და შუშაბანდის ქვედა არეებზე მართკუთხა მონახაზები თუ შეიძლება, რომ დასახელდეს. რაც შეეხება მესამე და მეოთხე სართულებს აქ შემინული შუშაბანდების წილი საგრძნობლად კლებულობს, ღია აივნებისა კი მეტად სრულადაა წარმოდგენილი. შუშაბანდებთან მიმართებაში მხატვრული გაფორმების იგივე პრინციპია შენარჩუნებული. აივნები სვეტებით ცალკეულ არეებადაა დაყოფილი, ამასთან მესამე სართულის სვეტისთავების ორივე მხარეს მარაოსებული ხის მაქმანებია განთავსებული. მეოთხე სართულს კარნიზის გაყოლებაზე არსებული მცირე ზომის კრონშტაინების რიგი ამკობს. სადაა აქ მოაჯირების რიკულების ფორმებიც. აღნიშნული მხატვრული პრინციპი მეორდება შენობის გვერდითა არეზეც, თუმცა მხოლოდ მის ნახევარზე. არსებითია, რომ სწორედ ამ მონაკვეთზე შენობა სამსართულიანი ხდება და მისი მეოთხე სართული კიბის უჯრედის ნაწილით შემდგომში აღარ გრძელდება. აღნიშნული კიბე აივნის სიღმეშია მოთავსბული და მხოლოდ პირველი სართულის დონეზე გამოდის ეზოში, რასაც ფუნქციურთან ერთად მნიშვნელოვანი მხატვრული დატვირთვაც აქვს. ნაგებობის მეორე ნახევარი მასიური ყრუ კედლების მქონე ნაწილია, რომელსაც სართულების მიხედვით მხოლოდ რამდენიმე ფანჯრის ჭრილი ანაწევრებს, ისიც ზოგჯერ ნახევრადყრუ ფანჯრის. ასე, მაგალითად ეზოს მხრიდან აღნიშნული მონაკვეთის პირველ სართულზე შუაში კარი და მის ორივე მხარეს განიერი ფანჯრებია გაჭრილი. მეორე სართულზე ისევე როგორც მესამეზე ეს აღნიშნული სამნაწილიანი დანაწევრება შენარჩუნებულია, თუმცა განაპირა ფანჯრები სრული მოხაზულობის არსებობის მიუხედავად, მხოლოდ ნაწილობრივაა მოქმედი. ამ ფანჯრებს სწორი სანდრიკის ტიპის დეტალები ამკობს. შენობის აღნიშნული ნაწილი სამღებროს ქუჩის მხრიდან მცირე ზომის ფასადით გამოდის. აქედან მესამე სართულს გადმოკიდებული ღია აივანი ამკობს, პირველი და მეორე სართულების არეებს კი კვლავინდებურად ყრუ და მოქმედი ფანჯრების მონაცვლეობა გამოარჩევს. ოთხი ღიობია კარისა და ფანჯრების აივნის მიღმა, რომელიც შიდა ეზოს მხრიდან არსებული ფასადის აივნების ტიპისაა, თუმცა მოაჯირის ერთიანი ორნამენტული ბადე აქვს. აღნიშნული ეზო კვადრატზე ორიენტირებული მართკუთხედის ფორმისაა და მასიური ღობითაა გარშემორტყმული. შენობის უკანა ფასადი ერთიანი აგურის წყობით შექმნილი მასიური კედელია, რომელსაცსართულების დონეზე სარკმელები ანაწევრებს, სართულებს შორის არეს კი ასევე აგურის წყობით შექმნილი შვერილი სარტყელი გამოყოფს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4853
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: სამღებროს ქ./13
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის შუახანი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80951815
Y: 41.68899875