CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3620
ObjectID: 3620
ID: 3620
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: შენობა ორსართულიანია, აქედან პირველი სართულის საკმაოდ მაღალი არე, მისი ცენტრალური ნაწილი შუაში ორფრთიანი ცენტრალური შესასვლელი კარია განთავსებული, ამ კარის ირგვლივ დიდი მართკუთხა ფანჯარაა განთავსებული, აღნიშნული კარი გარკვეულწილად ამ ფანჯრის ნაწილს წარმოადგენს. მის ირგვლივ არსებული სივრცე კი ერთიანი ყრუ კედლითაა შექმნილი. ამასთან, აღნიშნული კედლის ზედაპირი მხოლოდ ნაწილობრივაა ნალესობით დაფარული, უფრო ზუსტად მხოლოდ მისი ზედა მონაკვეთი. ქვედა ნაწილი კი შეულესავი აგურის წყობითაა შექმნილი. მეორე სართულის დონეზე სამი ღიობია დატანილი. აქედან ცენტრში კარი, მის ორივე მხარეს კი თითო-თითო ფანჯარა. აივანი სამი წრიული სვეტითაა დანაწევრებული. მოაჯირის არე ჭვირული, მაქმანისებური ორნამენტითაა შექმნილი. სვეტებს შორის ზედა მონაკვეთი თაღოვანი ასევე ორნამენტული ხასიათის მოტივებითაა შევსებული. აქვს წინ შვერილი, ოდნავ დაქანებული გადახურვა, რომელიც წინა არეს ქმნის სახურავის ორფერდა გადახურვის შუა არსებული სივრცის ოთახისათვის, რომელსაც თავის მხრივ ცალკე პატარა ვიწრო მართკუთხა ფორმის აივანი აქვს, ასევე უხვად შემკული მაქმანისებური ორნამენტით. აღნიშნულთან დაკავშირებით მნიშვნელობანია და აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად იმისა სახლი ძველი თბილისური ყაიდის, გადმოკიდულაივნიანია, არსებითია ის მომენტი, რომ მისი მოაჯირების თუ სხვა დეტალების ორნამენტებზე სადაც მაქმანისებური ჭვირული ხის ორნამენტიკა ფიგურირებს, ცალკეული თემატური ჩანართებიც შემოდის, მაგალითად სატვირთო მანქანა, ან თვითმფრინავი, ხუთქიმიანი ვარსკვლავები და ა.შ. ეს მოტივები მოწმობს, რომ აღნიშნული ფრაგმენტები ბევრად უფრო გვიან საბჭოთა რეჟიმის დროსაა შექმნილი და ისტორიულ თბილისურ სახლთან მას მხოლოდ საერთო სტილისტური მსგავსება აკავშირებს. სახურავის ფრონტონის კარნიზს კბილანისებური მოტივები ორ რიგად მიუყვება და დეკორაციულობის ხარისხს ზრდის. უცნაური სიჭრელე ახასიათებს წინა გადმოკიდებული აივნის კრამიტის ტიპის გადახურვას, რომელის თითქმის ყველა შემადგენელი ნაწილი განსხვავებული შეფერილობისაა. ნაგებობის მარჯვენა გვერდითა ფასადი აბსოლუტურად სადა და ერთგვაროვანია, მას ამ მხრიდან კიბე ებჯინება, რომელიც აღნიშნული სახლის უკან განთავსებული ნაგებობებისაკენ მიემართება და შესაბამისად ნაგებობის აქეთა მონაკვეთის სიმაღლის მაჩვენებელიც არაერთგვაროვანია. სადა, ყრუ კედელი აქვს შენობას უკანა მხრიდანაც, სადაც უკვე აღნიშნული ლანდშაფტურ-გეოგრაფიული მახასიათებლების გამო ნაგებობა თითქმის ერთსართულიანი ხდება. ასეთივეა შენობის მეორე, მარცხენა გვერდითა ფასადიც. ამ მხარეს სახურავზე მცირე ფრონტონიანი ჭერის დეტალი ჩნდება, რომელსაც კიდევ ერთი ფანჯარა შემოაქვს ნაგებობის საერთო იერში, თუმცა მისი გარჩევა ცენტრალური ფასადის მხრიდან თითქმის შეუძლებელია. აღნიშნული მახასიათებლების ერთობლიობა ნათელყოფს, რომ შენობა მკაფიოდ ეკლექტური ხასიათისაა, თუმცა ისიც უდაოა, რომ მისი წარმართველი ფსევდო-თბილისური სტილისტიკის გამო ის აბანოს ქუჩის საერთო განაშენიანების მნიშვნელოვანი ნაწილი და ელემენტია.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3673
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: აბანოს ქ./25
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის შუახანი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.81054248
Y: 41.68795218