CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3619
ObjectID: 3619
ID: 3619
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: წარმოადგენს ორსართულიან, გეგმაზე "გ"- ფორმის ნაგებობას სარდაფით და მანსარდით. მდებარეობს კათოლიკური ეკლესიის გვერდით. ნაგებობის ფასადები, რომელიც გადის ქუჩის და ეკლესიის მხარეს გადაწყვეტილია კლასიცისტური სტილის ელემენტებით. ცოკოლი, სადაც გამოდის სარდაფის პატარა ფანჯრები, რუსტირებულია ქვით. სართულებს შორის ფასადს პროფილირილებული კარნიზი გაუყვება მთელს პერიმეტრზე. ფასადს ანაწევრებს სწორკუთხა მოხაზულობის ფანჯრის ღიობების რიგი. ქუჩის მხარეს გამავალი ფასადი შედარებით ძუნწად არის გაფორმებული. პირველ სართულზე ღიობებს შემოუყვება მხოლოდ ვიწრო პროფილირებული საპირე. მეორე სართულზე კი საპირეს ემატება ზემოთ თარო თავსართი და ქვევით მართკუთხა არეები. ფასადზე ეკლესიის მხარეს, პირველ სართულზე, გვერდითი სამი ფანჯრის შუაკედლისები მთელს სიგრძეზე რუსტირებულია. ხოლო მათ ზემოთ, მეორე სართულის შუაკედლისებს პილასტრები აუყვება. ფასადის შუა მონაკვეთის შუაკედლისები სადაა. მეორე სართულის ფანჯრის ღიობებს, ისევე როგორც წინა ფასადს თარო თავსართი აქვს, მხოლოდ გვერდითა ორ-ორ ფანჯარას აქვს თაღოვანი თავსართი. პირველი სართულის შუაში სადარბაზოს კარია, რომლის ღიობი მაღალი და თაღოვანია. მხოლოდ, მის ზემოთ, მეორე სართულზე არსებული ფანჯრის ღიობია ასევე თაღოვანი. ეს ღიობი გამოკვეთილია თავისი მორთულობით. ღიობს ორივე მხარეს ძლიერ შვერილი განიერი ნახევარსვეტი აუყვება, თავისი ბაზისით, კაპიტელით და მათზე გადასული არქიტრავით, რომლის ზემოთაც თაღი გადადი. ფასადი სრულდება პროფილირებული კარნიზით, ზემოთ კი მანსარდაა მოწყობილი სამერცხლურებით. ქუჩის მხარეს გამავალი ფასადის მარჯვენა კუთხეში სწორკუთხა, განიერი და მაღალი ღიობია, რომელსაც ტალანის გავლით შიდა ეზოში შევყავართ.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3703
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: აბესაძე გიას ქ./6
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80355354
Y: 41.69256863