ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3611
ObjectID: 3611
ID: 3611
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ორსართულიანი შენობა ე. წ. ქართული აგურით არის ნაგები და მთავარი ფასადით ცინცაძის ქუჩაზე გამოდის. ფასადი რამდენჯერმე შეულესავთ, მათ შორის რამდენჯერმე დაუდევრად. ცემენტის ახალი ნალესობის ქვეშ ძველი ნალესობის კვალი მოჩანს. ეს უკანასკნელი ვარდისფრად იყო დაფერილი. საღებავის კვალი ეხლა თითქმის მთლიანად გადარეცხილია, ნალესობაც კედლის ცალკეულ მონაკვეთებში აყრილია და მის ქვეშ აგურის წყობა მოჩანს. ფასადის პირველი სართულის მარცხენა მონაკვეთი ალაყაფის ფართო რკინის კარს უკავია, ხოლო მარჯვენა კიდეს სამი თაღოვანი ფანჯრის ღიობი ანაწევრებს. ღიობებს ნალესობაში გამოყვანი ბრტყელი ჩარჩოები შემოუყვება, რომელიც ეხლა ცემენტის სქელი ფენის ქვეშ არის დამალული. მეორე სართულის არე მნიშვნელოვნად სახეცვლილია. ამ სართულზე ფასადის მარცხენა ნაწილი მარჯვენასთან შედარებით დაბალია. ფასადის ამ მონაკვეთში ჩასმული მშვილდთაღოვანი ფანჯრის ღიობი გვიანდელ გაჭრილს გავს. ხის კარნიზი გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა ფასადის ეს ნაწილი ხის ღია აივანს ეკავა, რომელიც ეზოს აივნის გაგრძელებას წარმოადგენდა. ფასადის მარჯვენა პერიმეტრში ორი თაღოვანი ფანჯრით ფლანკირებული, მოგვიანებით შეფიცრული აივანია გადმოკიდებული. მარცხენა ფანჯარა არქაულად გამოიყურება (ღიობის ზედა ნაწილი ერთ თაღში ჩაწერილ ორი თაღს უკავია. თაღებსზემოთ წრეა ჩახაზული) და სავარაუდოდ შენობის თანადროული უნდა იყოს. ღიობების ქუსლები კედლის დონიდან ჩაწეული ორსაფეხუროვანი მართკუთხედებით არის აღნიშნული. ფასადის კიდეებში “გულამოჭრილი” პილასტრებია გამოსახული. ალაყაფის კარიდან სახლის მყუდრო და მცირე ზომის შიდა ეზოში ვხვდებით. ეზოში შესვლისთანავე თვალში გვხვდება ხის კიბე, რომელიც სახლის მარცხენა კედელზეა მიდგმული. კიბის მოაჯირი ხის მარტივი ძელაკებისგან არის შედგენილი. სახეცვლილია სახლის ეზოს მხარეს მიმართული ფასადებიც. პირველი სართულის არე შუშაბანდს წარმოადგენს, შუშაბანდოვან სახეს ატარებს მეორე სართულის მოზრდილი მონაკვეთიც. ხის ძველი აივანი, რომლის მოაჯირი ასევე ხის ვერტიკალური ძელაკებისგან იყო შექმნილი, მცირე მონაკვეთზეა შემორჩენილი. სახლის მარცხენ მონაკვეთში ხის მოაჯირი ლითონით არის შეცვლილი. სახლის, როგორც ფასადს, ასევე შიდა ეზოს ავთენტურობა ნაწილობრივ დაკარგული აქვს. მიუხედავად იმისა, რომ შენობას თავდაპირველი სახე შელახული აქვს, იგი ინარჩუნებას ურბანულ ღირებულებას, ამდენად მისი დაცვა აუცილებელია.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5187
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ცინცაძე კალისტრატეს ქ./12
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის შუახანი, 1850
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80340942
Y: 41.69392663