{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3610?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3610?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3610?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3610",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3610,
    "ID" : 3610,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "ორსართულიანი აგურის ნაგებობა, რომელიც სადა, მოწესრიგებული, სიმეტრიულად გადანაწილებული და აწყობილი ფასადით გამოირჩევა. მას აქვს შიდა ეზო და გეგმარებაში კუთხისმიერი ფორმისაა. შენობის მეორე სართულს მთელ გაყოლებაზე მხოლოდ, ფანჯრის ღიობები ანაწევრებს. ეს არის მართკუთხა, სადა მოხაზულობისა და ფორმის ფანჯრები. მათ ირგვლივ, აგურების წყობით კი შექმნილია დეკორაციული მოჩარჩოების ტიპის მოხაზულობა, რომელსაც გვერდით არეებზე ზედაპირიდან ამოზიდული, ერთმანეთის თავზე განლაგებული, ჰორიზონტალურად აწყობილი აგურების რიგი, ზედა მონაკვეთში კი, ვერტიკალურად განშლადი ასევე, აგურების რამდენიმე რიგიანი წყობა ქმნის. ფანჯრების ქვემოთ მართკუთხა ფორმის, ოდნავ, ჩაზნექილი არეებია დატანილი, რაც ასევე, საერთო დეკორაციული შემკულობის ნაწილია, მით უფრო, აგურით ნაშენი სახლებისათვის, სადაც მასალიდან გამომდინარე,  მხატვრული ორნამენტიკის კეთება არც თუ იოლია. ანალოგიური, წყობისმიერი აქცენტები შემოსაზღვრავს პირველი სართულის ღიობებს. შენობის ცენტრალური ფასადის ორივე კიდეში პირველ სართულზე განთავსებულია კარები - მარცხენას, ზემოთ მომრგვალებული მოხაზულობა, მარჯვენას კი წახნაგოვანი მართკუთხა ფორმა აქვს. ორივე მათგანს აქვს ტიმპანის არეები, ერთგან ნახევარწრიული, მეორეგან კი წახნაგოვანი და ორივე მათგანი ხისა და მინის ორნამენტული ჩანართებითაა შევსებული. კიდეებში განთავსებულ კარებს შორის ხუთი ფანჯარაა მოთავსებული, მათი ქვედა არე კი, კვლავინდებურად, ჩაზნექილია. აქ ისევ ჩნდება ჰორიზონტალური დეტალები, თუმცა, აგურის ნაცვლად, უკვე ბლოკის მასალაა გამოყენებული, რაც გარკვეულწილად, დეკორის დატვირთვასაც იძენს. ნაგებობას პარაპეტის ზოლი აბოლოვებს, რომელიც ასევე  ჩაზნექილი მართკუთხედების მოტივითაა შემკული. შენობის მარცხენა, გვერდითი ფასადი სრულად, სადაა და ნალესობის ფენითაა დაფარული. მარჯვენა, გვერდითი ფასადით ნაგებობა მომიჯნავე შენობას ეყრდნობა. ეზოს მხრიდან კი ზედა სართულს მთლიანად, ღია აივანი ქმნის, რომელსაც ხის, ჭვირულორნამენტებიანი მოაჯირები, პროფილირებულ კაპიტელებიანი, წახნაგოვანი სვეტები და სვეტის ზედა დაბოლოების, ორივე მხარეს მარაოსებურად გაშლილი, ასევე ორნამენტული, სამკუთხა დეტალები ამკობს. ქვედა სართულის დიდი ნაწილი შემინული შუშაბანდია, რომელიც კედლის მონაკვეთში გადადის. ამ კედელს რამდენიმე ფანჯრის ღიობი ანაწევრებს, მხოლოდ. შენობის საერთო მდგომარეობა ამჟამად, ძალიან მძიმეა. ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს ეზოს მხრიდან და ის დაუყოვნებლივ, აღდგენით სამუშაოებს საჭიროებს. გარე ფასადზე არსებული ორი კარიდან, ერთი სადარბაზოში შედის, მეორე კი, მართკუთხედის გარშემოწერილობის სწორედ, შიდა ეზოსკენ მიემართება, შესაბამისად, ბევრად მოცულობითია მისი ზომაც. მსგავსი მხატვრულ-არქიტექტურული მახასიათებლების ნაგებობა უდავოდ, მნიშვნელოვანია თავისი კულტურულ-ისტორიული ღირებულებით. თავისი მხატვრული ღირებულებით, მნიშვნელოვანია შენობის ორივე ხის კარი, რომლებიც ცენტრალურ ფასადზე გადის.  ",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4315",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "გრიშაშვილი იოსების ქ./61",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნისწ დასასრული",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "\nსაცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.821144940000003,
    "Y" : 41.684462310000001
  }
}