CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3608
ObjectID: 3608
ID: 3608
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ორსართულიანი, შიდა ეზოს მქონე ნაგებობა, რომლის ცენტრალური ფასადიც ძლიერაა სახეცვლილი, გვიანდელი სარემონტო სამუშაოების შედეგად. ახლა თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ ნაგებობის მთავარ ფასადს არაფერი აქვს შემორჩენილი თავდაპირველი ხასიათის. ამჟამად ეს არის სადა გლუვი, ყრუ, ნალესობისა და ნაცრიფერი საღებავის ფენით დაფარული კედლის ზედაპირი, რომელიც როგორც პირველ, ასევე მეორე სართულზე დანაწევრებულია ფანჯრებისა და კარებების ღიობებით. უფრო კონკრეტულად კი პირველ სართულზე ეს არის ხუთი წაგრძელებული მართკუთხედის ფორმის კარი, მათ შორის ერთი ცენტრალური, მარცხენა კიდეში და დანარჩენი კარი-ვიტრინის ტიპის. ხოლო რაც შეეხება მეორე სართულს ეს არის შვიდი, ასევე სადა მართკუთხა ფორიმის ღიობი, აქედან ექვსი ფანჯარა და ერთი კარი გამავალი ფასადის შუაში არსებულ აივანზე. აღნიშნული აივანი ვიწრო მართკუთხედის ფორმისაა და სრულად ლითონის კონსტრუქციას წარმოადგენს. ფასადს არანაირი მხატვრული დეტაილ არ ამკობს, თუ ქვედა სართულის სავაჭრო ობიექტის სარეკლამო დიზაინის ელემენტებს არ ჩავთვლით. შენობის მარჯვენა გვერდითა ფასადი აგურის წყობის კედელს წარმოადგენს, რომელიც ორსართულიანია, შენობის ძირითადი ნაწილის მსგავსად, თუმცა აქ პირველი სართულის დონე ნახევრადსარდაფის ტიპისა ხდება, გარემო-ლანდშაფტური მახასიათებლების გამო. ვიწრო, მართკუთხა ფორმის ფანჯრების რიგი, რომელიც ამ მხრიდან მიუყვება მეორე სართულს აგურის წყობის მონაცვლეობით შექმნილი დეტალებითაა შემკული. სარკმელების თავზე მარაოსებურად გაშლილი ვერტიკალური წყობის აგურებით მიღებული მოჩარჩოების მრუდი და მის ზევით არსებული სწორი სანდრიკის ტიპის დეტალია განთავსებული. ანალოგიური მრუდი ქმნის ქვედა, სარდაფის დონის, სართულების ზედა მონახაზსაც. ამ მხრიდან დიდი შესასვლელია შიდა ეზოში, სადაც მეორე სართულის დონეზე შემორჩენილია ძველი აივნების ნაშთები. იგულისხმება ხის სვეტები, რომლებიც ამჟამად უკვე ბეტონით ამოყვანილ კედელშია ჩაყოლებული, ასევე ხის კარნიზის დეტალები, შუშაბანდის ფრაგმენტები და ძველი ხის კიბე. ეზო სამი მხრიდანაა შეკრული ნაგებობით და აქედან ერთ-ერთს ძველი წყობის ქვის რამდენიმესაფეხურიანი კიბე აუყვება. რაც შეეხება ნაგებობის დანარჩენ ნაწილებს დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მათი აბსოლიტური უმეტესობა გვიანი გადაკეთებების შედეგად ძლიერ სახეცვლილია. აქ ამჟამადაც მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, რაც სავარაუდოდ დარჩენილ ნაწილსაც სრულად იმსხვერპლებს. აღნიშნული მახასიათებლებიდან გამომდინარე, ნაგებობას ძეგლის სტატუსი აღარ უნდა შეუნარჩუნდეს.
StatusName: ობიექტი სტატუსის გარეშე
RegistryN:
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: გორგასალი ვახტანგის ქ./25
Period:
ExactDate:
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.81729917
Y: 41.68808995