ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3606
ObjectID: 3606
ID: 3606
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: განვითარებული, ინდივიდუალური გეგმარების მქონე მრავალბინიანი სახლი XIX ს-ის I ნახევარში გავრცელებული თბილისური საცხოვრებლისა და ეზოს სხვადასხვა ტიპების გადამუშავება-შერწყმის შედეგია. ბეთლემის აღმართიდან სახლს აქვს სადარბაზო. ძირითადი საცხოვრებელი ფართი ორმაგი ანფილადის სახით არის გადაწყვეტილი, დამხმარე სათავსები და რამდენიმე საცხოვრებელი ოთახის მწკრივი მარტივ ანფილადს ქმნის, ზოგად ხაზებში Γ-ს მაგვარი მოხაზულობა აქვს. შიდა პერიმეტრს ეზოსკენ აივნები შემოუყვება. შენობის ორ მკლავს შორის ღრმა და ვრცელი აივნის უბეა შუაში სვეტებით; მის წინ, აივნებს შორის დატოვებული ვიწრო ჭრილი მინიატურულ სინათლის-ჭას ქმნის. საინტერესო მხატვრულად დამუშავული ამ ორიგინალური კომპოზიციის უპირველესი ფუნქციაა შენობის სიღრმეში მდებარე ოთახების განათება და განიავება. სარდაფის სართულში ჭერი სათავსების ნაწილში ბრტყელია, ნაწილში ერთი ფენა აგურით გადაყვანილი კამაროვანი გადახურვით,რომლის სარკმლებს საინტერესოდ გადაწყვეტილი სინათლის ჭები უკავშირდება. აღსანიშნავია ასევე კლდის ფრაგმენტების შემოჭრა ინტერიერში. კარის და ფანჯრის ყველა ღიობი სწორკუთხაა, გარდა ასათიანის ჩიხისკენ ფასადზე გამომავალი ფანჯრების ქვედა რიგისა სამივე სართულზე, სადაც ღიობი მშვილდათაღოვანია. ბეთლემის აღმართისკენ შენობის ქვემოთა ნაწილი სადარბაზომდე მართკუთხა აგურით არის აშენებული, ხოლო სახლის ზემო ნაწილი ასათიანის ჩიხისკენ განვითარებულ მკლავთან ერთად - კვადრატული, ე.წ. ქართული აგურით არის ნაშენი. ამავე ნაწილის შეულესავ უკანა კედელში ჩართულია ხის სარტყლების ანტისეისმური კონსტრუქცია. ხისაა ეზოსკენ აივნების კონსტრუქციული ნაწილები და დეკორი. ფასადის შეკიდული აივნების კონსტრუქციებისა და დეკორისთვის ლითონია გამოყენებული. საფასადო კედელი შეულესავი აგურისაა. ორდერის ელემენტები - კედლის პილასტრები, ბაზისები, კაპიტელები და ფასადის დამასრულებელი პარაპეტი აგურის წყობით არის გამოყვანილი, რაც ანაწევრებს კედლის სიბრტყეს და გამომსახველობას მატებს. სხვადასხვა ზომის ხის კოჭებისგან შემდგარი ანტისეისმური კონსტრუქცია შენობის შეულესავი აგურის უკანა კედელს განსხვავებულ სახეს აძლევს. შეულესავი აგურისაა ასათიანის მხარეს შენობის გვერდითი კედელიც. ეზოსკენ, აივნის სიღრმეში მოქცეული კედლები შელესილია და სადა. საინტერესოა სადარბაზოს კარის გაფორმება: ზედა, შუშიანი ღიობის ჭრილი ფიგურულია; მისი ცხაურის მოტივი საფასადო აივნების მოაჯირს ეპასუხება. ფასადზე სხვადასხვა ზომის ორი შეკიდული აივანია ლითონის აჟურული მოაჯირებითა და ფიგურული კრონშტეინებით. ეზოსკენ აივნები მთელ შიდა პერიმეტრს შემოუყვება. კუთხეებჩამოკვეთილი ხის სვეტები დახვეწილად არის დამუშავებული. აივნების კონსტრუქცია არქიტრავულია. კაპიტელზე ჩამოყრდნობილი აჟურული სამკუთხა ფიგურები სვეტთაშორის მალებში დაბალთაღიან ღიობს შემოწერს. აივნის მოაჯირებიც აჟურულია, შუშაბანდებად გადაკეთებულ ნაწილებში - დახურული. დამხმარე მკლავის აივნებზე მოაჯირები ყრუდ არის შეფიცრული. სახლს საერთო პარადული კიბეები სადარბაზოს უჯრედში აქვს; იგი განიერი ხის საფეხურებისგან შედგება. შენობის პერიმეტრში მოქცეული დამხმარე კიბის უჯრედი ეზოს მხარეს განვითარებული მკლავის კიდურა ნაწილშია. სართულებს შორის კიბის ერთიანი მარშები ერთმანეთის პარალელურადაა გამართული. მისი მოაჯირები სადააა. მოკლე-მოკლე კიბის მარშები მოწყობილია ეზოდან I სართულის ბინებში ასასვლელად. შენობის ფასადს პარაპეტი ასრულებს. იგი ფასადის გადაწყვეტის ერთიან სქემაშია ჩართული და კედლის პილასტრების დამასრულებელ სწორკუთხედებს შორის მოთავსებული ჩაწეული გრძელი სიბრტყეებით არის გაფორმებული. ღრმა განჯინები ძირითადად დამხმარე სათავსებშია მოწყობილი. II და III სართულის საცხოვრებელ ოთახებში ნალესობით პროფილირებული კარნიზებია გამოყვანილი. შენობის ორი მკლავის ურთიერთმიმართება განსაზღვრავს კვადრატს მიახლოებული ეზოს ფორმას. მიწაში ჩაჭრილი გრძელი თხრილი, რომელიც ბეთლემის აღმართისკენ მიუყვება შენობის ფასადს, I სართულის ოთახების უკეთ განიავებისა და განათებისთვისაა მოწყობილი. თხრილს ტროტუარისაგან მიჯნავს აჟურული ფრიზებით დასრულებული დიაგონალურად ნაქსოვი ლითონის ბადეები. ასათიანის ჩიხის მხრიდან ეზოს შესასვლელი ლითონის აჟურული ჭიშკრით არის გაფორმებული. იგი აგურით ნაშენ, შელესილ ბოძებს შორის ჩართულ აჟურულ ცხაურიან ღობეს ასრულებს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3945
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ასათიანი ლადოს I შეს./3.ბეთლემის აღმ./4
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის შუახანი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80428422
Y: 41.68953469