CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3605
ObjectID: 3605
ID: 3605
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: აღნიშნულ მისამართზე სამი შენობა დგას. აქედან ერთი - ფასადით იეთიმ გურჯის ქუჩაზე გადის და ორსართულიანია, მეორე ეზოს სიღრმეშია განთავსებული და სამსართულიანია, ხოლო მესამე ერთსართულიანი შენობა ეზოს მარჯვენა მონაკვეთს იკავებს. ფასადით იეთიმ გურჯის ქუჩაზე გამავალი ორსართულიანი სახლი ე. წ. რუსული აგურით არის ნაგები. ფასადი შეულესავი აგურისაა და მის ერთადერთ სამკაულს ფასადის კიდეებში გამოსახული რუსტიკა წარმოადგენს. შენობის ორივე სართული სწორკუთხა ღიობებით ნაწევრდება. პირველი სართულის მარცხენა კიდეში ერთი, ხოლო მარჯვენა კიდეში ორი შეწყვილებული სადარბაზო კარია განთავსებული. სამივე კარი ხისაა, დეკორატიულად დამუშავებული. შეწყვილებულ კარებებს ლითონის აჟურული ცხაურები ამკობს. ფასადის მეორე სართულის მონკავეთში აჟურული ლითონის ორი აივანია გადმოკიდებული. აივნებს შორის ფასადის ერთი მონაკვეთში, რომელიც ფანჯრის ორ ღიობს მოიცავს, კედლის წყობა მოგვიანებით არის შეცვლილი, თუმცა სამშენებლო მასალად კვლავ აგურია გამოყენებული. სახლის მარჯვენა მხარეს აგურის გალავანი გრძელდება, რომელიც ნახევრად გახსნილ ეზოს ქუჩისგან საზღვრავს. გალავნის დაახლოებით შუაწელი ლითონის დიდ ჭიშკარს უკავია. სახლის ეზოს მხარეს მიმართული ფასადის მარცხენა მონაკვეთი აგურის კედელს წარმოადგენს, ხოლო მარცხენა შუშაბანდს, რომელიც ეზოში განთავსებული სახლის შუშაბანდს უერთდება, ამდენად ეს ორი სახლი ერთმანეთზე აივნის სისტემით არის გადაბმული. ეზოში მდებარე ე. წ. ქართული აგურით ნაგებ სამსართულიან სახლს ეზოს ცალი მხარე მთელს სიგრძეზე უკავია. შენობის პირველი სართულის მონაკვეთი შუშაბანდს წარმოადგენს, ხოლო ზედა ორი სართული ნაწილობრივ შემინულია, ნაწილობრივ კი ღია იავნის სახით არის დარჩენილი. მეორე სართულის აივნის მოაჯირი და “ფარდები” ჭვირული დეკორატიული ელემენტებით არის შემკული. მესამე სართულის აივნის (იგი საერთო საფასადე მოცულობიდან ოდნავ წინ არის გამოწეული) მოაჯირი რომბულად გადაჯვარედინებული ხის ჯოხებისგან არის შექმნილი. რომბებში დეკორატიულად დამუშავებული ჯვრებია ჩასმული. მრგვალი სვეტების ზედა ნაწილი მთლიანად შევსებულია მოხარატებული ფარდებით, რომელთაც თაღოვანი ფორმა აქვთ. შესაბამისად აივანიც თაღოვან ფორმას იღებს. აივნის მხატვრულ-არქიტექრურულად ღირებული დეტალები ფასადის ცალკეულ მონაკვეთებში დაკარგულია და აივნის აჟური ყრუ ფიცრით არის შეცვლილი. აივანი არ გრძელდება შენობის მარჯვენა კიდეზე. სახლის ამ მცირე მონაკვეთის კედელი შელესილია და პირველ სართულზე ნახევარსარდაფის ფანჯრით, მეორეზე თაღოვანი, ხოლო მესამეზე სწორკუთხა ფანჯრის ღიობებით ნაწევრდება. ეზოს მარჯვენა მონკავეთი ერთსართულიან სახლს უკავია, რომელიც ფასადით იეთიმ გურჯის ქუჩაზე გადის. სახლის, როგორც ეზოს მხარეს, ასევე ქუჩის მხარეს მიმართული ფასადები შელესილია და სწორეკუთხა კარ-ფანჯრის ღიობებითY ნაწევრდება. აღნიშნული შენობებიდან მხატვრული ღირებულების მატარებელი მხოლოდ ეზოში განთავსებული სამსართულიანი სახლია.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4425
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: იეთიმ გურჯის ქ./6
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: 1890
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80505963
Y: 41.69488799