ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3604
ObjectID: 3604
ID: 3604
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: შენობა ორსართულიანია. მისი ცენტრალური კორპუსის აღწერილობისას იკვეთება მეორე სართულის მონაკვეთი, რომელზეც თავდაპირველი იერ-სახე მეტ-ნაკლებად სრულადაა შემორჩენილი. აქ არის ოთხი ღიობი, აქედან სამი ფანჯარა და ერთი კარი. ამასთან ფანჯრების მოხაზულობა სპეციფიკურია, ისინი ზედა არეზე ნახევარწრიულადაა დაბოლოებული და აქვთ შიდა რთული ჩარჩოსმიერი ნახატი მიბჯენილი თაღების ზედა განაყოფზე მოთავსებული პატარა სფეროს სახით. შენობას ამ მხრიდან აქვს სადა შვერილი კარნიზი, რომლის კიდის მცირტე მონაკვეთი ბოლოვდება რამდენიმე დეკორაციული კრონშტაინით. მეორე სართულზე ამ მხარეს აღნიშნულ ღიობებს წინ ფართე ხის აივნის ზოლი მიუყვება შენობის ნახევარზე, შემდეგ მისგან ზსევე ხის კიბე ეშვება ეზოში. პირველი სართულის გარჩევა პრაქტიკულად შეუძლებელია მის წინ არსებული სხვადასხვა ტიპისა და ფორმის მიცირე ზომის მინაშენების გამო. მათ შენობას ამ მხრიდან ტერასული, ოღონ უსისტემო და ქაოტური ფასადის მქონე ნაგებობის სახე შესძინეს. ამ მინაშენებით შექმნილი ნახევარწრიული არე ჭიშკრითაა დაბოლოებული, რაც შენობის ამ მხარეს იზოლირებულის შთაბეჭდილებას უქმნის. ოღონდ აღნიშნული ვრცელდება მხოლოდ ნაგებობის ამ ცენტრალურ ფასადთან მიმართებაში. არსებობს კიდევ შიდა ეზო, რომლის პირველი სართულის დონეზე არსებულმა მინაშენმა ასევევ ტერასულობის შთაბეჭდილება შექმნა და თითქოს დაფარა ამ მხარის ფასადის იერი. აქ მეორე სართულზე ჯერ კიდევ შენარჩნებულია ძველი ხის აივანი სადა მოაჯირით, ხის სვეტებით, კაპიტელებით, მწირად ორნამენტირებული კარნიზით და იქვე პატარა კრონშტაინებით. ნაგებობის უკანა ფასადი სადაა, აგურის, ყოველგვარი ნალესობის გარეშე. ამ მხრიდან სახურავის ორფერდა გადახურვას შორის არსებულ არეში ორი მცირე ზომის მართკუთხა ფანჯარაა გაჭრილი. შენობა ამ მხარეს ერთსართულიანია, რაც ამ ტერიტორიის ლანდშაფტური მახასიათებლებითაა განპირობებული. რაც შეეხება მეოთხე გვერდითა კედელს, უნდა აღინიშნოს, რომ ის სრულიად სადაა, ყოველგვარი ღიობების გარეშე, თუმცა აქვს შუაში ოდნავ წახნაგოვანი, გადრეკილი ფორმა, რაც ცხადყოფს, რომ ნაგებობა არაა სწორკუთხა გეგმარების. შენობის ფასადის მხარეს სხვადასხვაპერიოდის ნალესობის ფენები აღინიშნება, რაც სავარაუდოდ მინაშენების ქრონოლოგიის მიხედვითაა განპირობებული.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4648
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: მერჩულეს გიორგის ქ./6
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის შუახანი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.81538209
Y: 41.68567601