CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3603
ObjectID: 3603
ID: 3603
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი სარდაფით ლ.ასათიანის ქუჩის მოზრდილ მონაკვეთს იკავებს და ფასადით ამ უკანასკნელის მხარესაა მიქცეული. ფასადი შელესილია. ძირითადი მონაკვეთი ცისფრად, ხოლო არქიტექტურული ელემენტები თეთრად არის დაფერილი. შენობის ცენტრი მსუბუქ რიზალიტს უკავია, რომელიც მას ორ თანაბარ მონაკვეთად ყოფს. რიზალიტის ფარგლებში, I სართულის არეში თაღოვანი სადარბაზო ღიობია მოთავსებული, ხოლო მეორე სართული ლითონის აჟურით შემკულ მრგვალ აივანს უკავია, რომელსაც შენობის გვერდითა მონაკვეთებში მოთავსებული, ასევე ლითონის აჟურული მართკუთხა აივნები ეპასუხება. რიზალიტი ანტიკური სვეტებით ფანგირებული თაღოვანი ფრონტონით სრულდება. ნაგებობის ორივე სართული ერთმანეთის იდენტურადაა გადაწყვეტილი: საპირე შემოვლებული და საჭექი ქვების იმიტაციებით აღნიშნული სწორკუთხა ფანჯრის ღიობები მათ მთელ სიგრძეზე ანაწევრებს, შუაკედლისებს რუსტირებული სვეტები იკავებს. სართულშუა სარტყლები კედლის დონიდან ამოზნექილი მართკუთხედებითაა შემკული. შენობა კბილანებიანი კარნიზით სრულდება, რომლის თავზეც არქიტექტურული ელემენტებით აღნიშნული ქონგურისებრი მოცულობებია აღმართული. ქონგურებს შორის ლითონის ცხაურებია მოთავსებული. ხის სადარბაზო კარი, რომელიც შენობის თანადროულია, პლასტიკურადაა დამუშავებული, ხოლო მის ცხაურებში ლითონის თხელი ბადეა მოთავსებული. ფართო სადარბაზოს კედლები თეთრადაა დაფერილი. იგი შეწყვილებული ანტიკური სვეტებითა და რუსტიკითაა აღნიშნული. კიბის უჯრედი ლითონის აჟურული მოაჯირით იმკობა. სახლი ეზოს ფასადით ახოსპირელის III ჩიხში გადის. ამ მხრიდან მას რუსული “პ”-ს ფორმა აქვს. სახლი ჩიხის მიმართ ორივე სართულზე ხის ღია აივნებით იხსნება. ცენტრალური ფრთის I სართულის აივანი საერთო მასიდან ოდნავ წინაა წამოწეული. აივნების ოთხკუთხა სვეტებს პროფილირებული კაპიტელები ცალკეულ ადგილებში დაკარგული აქვს. მოაჯირების მოხარატებაც აქა-იქ ყრუ შეფიცვრითაა შეცვლილი, თუმცა არქიტექტურულად ღირებული დეტალების უმეტესობა მაინც შენარჩუნებულია. სახლი ეზოს მხრიდანაც ორსართულიანია, ნახევარსარდაფით, თუმცა ცალკეულ მოანკვეთებში მანსარდის სართულზე დამოუკიდებელი ოთახებია დაშენებული. სახლის მარცხენა ფრთაზე (სადაც სახურავზე მოსახვედრი კიბის უჯრედია განთავსებული) მცირეზომის ორსართულიანი ნაგებობაა მიშენებული. სახლი ერთ-ერთ გამორჩეულ არქიტექტურულ ნიმუშს წარმოადგენს და მნიშვნელოვან როლს თამაშობს ლ. ასათიანის მხატვრული სახის შექმნაში.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3807
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ასათიანი ლადოს ქ./15
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80287306
Y: 41.68988817