ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 35
ObjectID: 35
ID: 35
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: დამრეცი რელიეფის გამო ნაწილობრივ ორსართულიანი და ნაწილობრივ ერთსართულიანი აგურის საცხოვრებელი სახლი ვაჟა-ფშაველას აღმართის დასაწყისში დგას და ორგანულად ერწყმის რელიეფს. შენობის ლანდშაფტზე მორგებული პროპორცია და მასშტაბი, მიმდებარე დასახლებაში, მის ჰარმონიზებას განსაზღვრავს. ნაგებობას მნიშვნელოვანი როლი აქვს მიმდებარე განაშენიანებასა და ზოგადად, აღმართის მხატვრულ-არქიეტქტურული სახის ფორმირებაში. ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი, ნაშენია ე.წ. „რუსული “ აგურით. ფასადი სწორედ აგურშივე ამოყვანილი დეკორატიული ელემენტებით არის გაფორმებული. ძირითადი ფასადის აქცენტს, საკმაოდ მასიური თაღოვან ღიობში ჩასმული სადარბაზოს კარი წარმოადგენს, რომელიც კომპოზიციის შუა ღერძიდან მარჯვნივ არის წარმოდგენილი, მის თავზე მოთავსებულია ატიკში ჩასმული რკალური ფრონტონი, შუაში წრიული ღიობით. აღწერილი კომპოზიცია, ექსტერიერს, ერთგვარ პომპეზურობას ანიჭებს. მართკუთხა ატიკებია ფასადის განაპირა ნაწილებში მოქცეული. შენობის ფასაადები აგურის წყობით ამოყვანილი დეკორატიული ფრიზებით იმკობა, რაც ფასადის პლასტიკურობას გასნაზღვრავს. კომპოზიციის მარცხენა განაპირა ნაწილში, პილასტრებით რიზალიტის მსგავსი სეგმენტია წარმოქმნილი, საპირისპირო მხარესაც, კუთხეს ასევე პილასტრი განსაზღვრავს. აღსანიშნავია, რომ დამრეცი რელიეფის გამო, სარდაფის სართულში გაჭრილი ღიობები სხვადასხვა ზომის არის. შენობის ამჟამინდელ სახურავის საფარს, თანამედროვე მეტალოკრამიტი წარმოადგენს, თუმცა, სავარაუდოდ, მისი ავთენტური გადახურვა კრამიტი იყო. შენობა მე-20 საუკუნის დასაწყისის, თელავის არქიეტქტურის ერთ-ერთ საინტერესო ნიმუშს წარმოადგენს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2006-02-23
StatusDocNumber: 3/46
RegistryN: 106
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: კახეთი
Municipality: თელავი
Settlement: თელავი
Address: ვაჟა-ფშაველა/5
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: 1917 წ.
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 45.47105806
Y: 41.92042965