CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3599
ObjectID: 3599
ID: 3599
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: რთული გეგმის მქონე აგურით ნაშენი საცხოვრებელი სახლი მდებარეობს ძველი თბილისის ისტორიულ უბანში – სოლოლაკში. ნაგებობა მაღალი მხატვრული ღირებულებით გამოირჩევა. აშენებულია 1896 წელს. თავდაპირველად სახლი ორსართულიანი იყო, მესამე სართული 1932 წელსაა დაშენებული. სახლის პატრონი ყოფილა ეველინა ტერ-აკოფოვა, სწორედ მისი ინიციალებია დატანილი სადარბაზოს შესასვლელში, ფერადი მოზაიკის იატაკზე. ნაგებობა წარმოადგენს რენესანსულ-ბაროკული ეკლექტიზმის ნიმუშს. ასათიანის ქუჩისკენ გახსნილი ფასადი უფრო ვრცელია და ცენტრალურ სიმეტრიულ პრინციპზეა აწყობილი. სახლი დგას მძლავრ ცოკოლზე, რომელიც მცირედ რუსტირებულია. შენობის პირველი და მეორე სართული დაფერილია ღიავარდისფრად. სახლის მესამე სართული, ღიანარინჯისფრადაა დაფერილი. შენობის პირველი სართული მკვეთრადაა რუსტირებული. მეორე და მესამე სართული შელესილია. სამივე სართულზე სარკმელთა ღიობებია ჩარიგებული. ქვემოთ თარაზული მარტივი ფორმის სარკმლებია, მეორე სართულზე სქლად მოჩარჩოებულ სარკმლებს მრუდწრეთარგიანი ზედანები აქვს სტილიზებული საჭექი ქვებით, სარკმელთა ზედანებზე სტილიზებულ კრონშტეინებიანი თარო სანდრიკებია შემომდგარი. ფლანგებზე ორ-ორი სარკმელი თხელი პილასტრებით არის შემოსაზღვრული, რომლებიც სრულდება ვოლუტისებრი კაპიტელებით. აივნები ლითონისაა, ჭვირული მოაჯირებით და ასეთივე საყრდენებით. სართულები ერთმანეთისგან გამოყოფილია საფეხუროვანი "ქამრებით". მის ზემოთ კი სტანდარტული პარაპეტია, ნალესობით გამოყვანილი მართკუთხა სახეებით. სახლი გადახურულია ხის ნივნივებზე მოწყობილი თუნუქის ორქანობიანი საბურავით. სახლის მარცხენა კუთხეზე აქცენტირებულია ნახევარწრიული მოცულობა, რომელიც დასრულებულია მრავალწახნაგა ერკერით. ნაგებობას ასათიანის მხრიდან მარცხენა კუთხეში აქვს ერთი სადარბაზო, გალაკტიონის ქუჩიდან კი დამატებით კიდევ ორი სადარბაზოა, ხის მოხარატებული კარით. გალაკტიონის მხრიდან სადარბაზოში შემორჩენილია ამპირის სტილში მოხატული პლაფონი მცენარეული ორნამენტებით და რომაელი მეომრების ფიგურებით. ასევე კარგადაა შემორჩენილი კიბის სხმული დეკორაციული ხასიათის ცხაური. სახლს, ასათიანის მხრიდან, მარჯვენა კუთხეში ეზოში შესასვლელი ნახევარწრიული ფორმის გვირაბია, ლითონის ჭვირულ ცხაურიანი ჭიშკრით. გვირაბის თავზე, ქუჩის მხრიდან ნახევარწრიული სარკმელია გაჭრილი. ეზოს მხრიდან ნაგებობა სახეცვილია, შემინულია ხის ღია აივნები.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4025
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: გალაკტიონ ტაბიძის ქ./24.ასათიანი ლადოს ქ./21
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: 1896 წელი
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;სავაჭრო;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80152779
Y: 41.68983223