ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3596
ObjectID: 3596
ID: 3596
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ნაგებობა ორსართულიანია და ძველი თბილისური სახლის იერის მქონეა. მისი ფასადი არ არის სწორხაზოვანი, ნაგებობაც ზიგზაგისებური მონახაზისაა. იგულისხმება, რომ შენობის ერთი ნაწილი უფრო წინაა წამოწეული ვიდრე მეორე. აღნიშნულ დატეხილ ზოლს მიუყვება მეორე სართულზე აივანიც და ყოველივე განსაკუთრებული მხატვრული ეფექტის მქონეა. ნაგებობის მხატვრულ თავისებურებას მის მიერ ირგვლივ არსებული სივრცის ორგანიზებაც განაპირობებს. მნიშვნელოვანია, რომ ამ შენობის ერთ მხარეს კიბე-ქუჩა, მეორე მხარეს კი ასევე ზედა სახლისაკენ მიმავალი კიბე მიუყვება. პირველი სართული სადაა და მხოლოდ კარებისა და ფანჯრების ღიობებითაა დანაწევრებული. ანალოგიურადაა დაყოფილი მეორე სართულიც თუმცა აქ არსებული აივანი ის ძირითადი სამშვენისია, როემლიც არა მხოლოდ შენობის ამ ნაწილს, არამედ მთლიანად სახლს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს. ჭვირული ორნამენტითაა შემკული მოაჯირები წახნაგოვან სვეტებსშორის არეში, რომელთა ზედა კიდეებსაც მაქმანისებური, თაღის ფორმის მქონე ფრაგმენტები ავსებს. აქ გამოყენებულია ძირითადად მცენარეული მოტივები, თუმცა გეომეტრიული ელემენტებიც მრავლადაა. დეკორირებულია შენობის კარნიზის არეც, მცირე ზომის კბილანისებურად დანაწევრებული კრონშტაინის ფორმისა და ტიპის დეტალებით. გვერდითა, მარჯვენა ფასადი ასევე სადაა და მხოლოდ რამდენიმე ფანჯარაა ზედ დატანილი. სრულად ყრუ, სადა კედელი მიუყვება შენობას უკანა მხრიდან, თუმცა აქ ამ კედლის სიმაღლე ერთი სართულის დონესაც კი ვერ აღწევს. ამის მიზეზი აღნიშნული ტერიტორიის გეოგრაფიული თავისებურებებია, რის გამოც ეს უკანა კედელი შემდგომში უკვე ღობის სახეს იძენს და მის სიღრმეში არსებული შენობის ფორმას ააშკარავებს. ნაგებობის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, ასევე იმის გამი, რომ მისი წინა ფასადი იმდენად ძლიერი ვიზუალური დომინანტის დატვირთვის მქონეა, მეორე პლანზე ინაცვლებს ეზოს შიგნით არსებული ამ შენობის მეორე შედარებით მცირე ნაწილი. ამ სახლს ისევე როგორც ბევრ სხვა საცხოვრებელ შენობას ძველ თბილისში შიდა ეზო აქვს, ამჯერად მისი ეზოს სივრცე მთლიანად ნაშენი ღობითა და ლითონის მოაჯირებითაა შემოკავებული. ნაგებობის ძირითადი ნაწილის მოპირდაპირე მხარეს იგივი სტილისა და ყაიდის, შედარებით უფრო პატარა შენობა დგას, რომელიც იმავე მხატვრული მახასიათებლების მქონეა, რაც ცენტრალურ კორპუსს გამოარჩევს. გადასახურ მასალად გამუყენებულია კრამიტი. შენობა სრულადაა განახლებული აბანოს ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3675
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: აბანოს ქ./31
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის შუახანი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.81058666
Y: 41.68764749