{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3593?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3593?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3593?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3593",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3593,
    "ID" : 3593,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "საცხოვრებელი სახლი, რომელიც ბოლო წლებში მუნიციპალიტეტის მიერ განახლდა და რესტავრაცია ჩაუტარდა, სამხრეთით ოდნავ დაქანებულ რელიეფზე დგას და მთავარი ჩრდილოეთის ფასადით აღმაშენებლის გამზირს გადაჰყურებს. გეგმარებით კუთხისებრი შენობა ორსართულიანია და აკადემიურად, ორდერით გაწყობილი ფსევდო-კლასიცისტური ფასადითა და თბილისური ტიპის ხის აივნებიანი ეზოს ფასადით არის მნახველის წინაშე წარმოდგენილი. სახლი ძირითადად მოყვითალო-ოქრა და თეთრ მეორად ფერშია გადაწყვეტილი (როგორც წესი, თეთრად შეღებილია დეკორატიული ელემენტები). ორ განაპირა რიზალიტად დანაწევრებული მთავარი ჩრდილოეთის ფასადი საერთო კონფიგურაციით სიმეტრიულია, თუმცა პირველი სართულის დონეზე მასათა გადანაწილება რამდენადმე განსხვავებულია: ერთმანეთთან ახლოს განლაგებული სადარბაზო კარი და ეზოში დაბალი გვირაბით გამავალი ჭიშკარი და მის თავზე დამატებული ნახევარ სართულზე მდებარე ოთახი შენობის მარცხენა ფრთაშია კონცენტრირებული. მთლიანობაში ფასადის დეკორატიული გაფორმება სადა და უპრეტენზიოა. კედლის სიბრტყეთა ნალესობაში გამოყვანილი რუსტი (განსხვავებული ნახატით ზედა და ქვედა სართულებზე) მარტივად პროფილირებულ ჩარჩოებში მოთავსებულ კარ-ფანჯარათა ღიობებს ედება ფონად.  უსამკაულოა რიზალიტების შემომსაზღვრელი კედლის პილასტრები და ოვალური ფრონტონები, სართულშუა თარო, მცირედ შვერილი კარნიზი. მეორე სართულის განმასხვავებელ სამკაულად უნდა მოვიაზროთ სიმეტრიის ღერძზე დატანილი რკინის ჭვირულმოაჯირიანი ღია აივანი და სარკმლების თავზე განლაგებული სწორკუთხა სანდრიკები. \nგვერდითა ფასადები მეზობელი შენობების კორდონერის ტიპის ეზოებისკენ გამოდის და ბოლომდე ყრუ არაა: აღმოსავლეთის ფასადზე შუა, პილასტრული სარტყლის ორსავე მხარეს, მეორე სართულის დონეზე სანდრიკით გაფორმებული სარკმლებია გაჭრილი. შედარებით რთულად არის გადაწყვეტილი დასავლეთის ფასადის კომპოზიცია _ ორი პილასტრული სარტყელი სამ არედ ანაწევრებს ფასადს, ზედა სართულის ცენტრში ორიდან ერთი სარკმელი ამოშენებულია, ხოლო პირველ სართულზე ერთმანეთის მიყოლებით ოთხი მაღალი ვიტრინის ტიპის სარკმელი და ერთი კარია გაჭრილი. \nეზოსპირა ზურგის ფასადი ორივე სართულის დონეზე ხის რიკულებიანი აივნებითა და მოგვიანებით ამოშენებული შუშაბანდებითა და მინაშენ-დაშენებებით არის წარმოდგენილი. სარდაფის სართული დერეფნული ტიპისაა და ერთმანეთის გვერდით ჩამწკრივებულ სათავსოებს მოიცავს (მათი სიმაღლე დაახლ. 2 მეტრია). \nსახლის ფიზიკური მდგომარეობა, განახლებული ფასადებისა და სახურავის მიუხედავად, მძიმეა. ხის კიბით გაფორმებული სადარბაზო შესასვლელის (ადგილობრივის მიერ გარემონტებული)  ჭერში მრავლობითი ბზარები შეინიშნება. შეკეთების მიუხედავად, სახურავიდან პერმანენტულად ჩამოდის წყალი, რომელიც ხის აივნების მიდამოებში ჭერს ჩამონგრევის რეალურ საფრთხეს უქმნის, დაძრული და უკიდურესად მოძველებულია ხის კონსტრუქციები იმავე ეზოს მხარეს. დანაგვიანებული სარდაფები ნესტიანია. ეზოს პერიმეტრი მრავალი პატარა საცხოვრებლი ფართით არის გადატვირთული. განახლებულია ასფალტის საფარი. \nშენობის ავთენტურობა სრულად არ არის შემორჩენილი: ცენტრალურ ქუჩისპირა ფასადზე ისევე, როგორც დასავლეთის გვერდითა ფასადზე, ერთ-ერთი სარკმელი შესავლელ კარად გადაკეთების მიზნით ცოკოლშია ჩაჭრილი; გამოცვლილია სადარბაზო შესასვლელის ხის მოჩუქურთმებული და რკინისცხაურიანი კარი. მნიშვნელოვნად შელახულია ეზოს ფასადის ავთენტურობა (არსებული მინაშენი და დაშენება, კედლებით ამოშენებული რამდენიმე შუშაბანდი), რომელიც დროთა განმავლობაში საცხოვრებელი ფართის გაზრდა-გაფართოების გარდაუვალ სურვილს შეეწირა. აღნიშნულის მიუხედავად, აუცილებელია შენობის ფიზიკური შენარჩუნება და მისი მხატვრული გადაწყვეტის დაცვა.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4186",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "აღმაშენებელი დავითის გამზ./176",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eუახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს",
    "ExactDate" : "მე-20 საუკუნის დასაწყისი",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003e1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;",
    "CurrentFunction" : "\nსაცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003e1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;სავაჭრო;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.789143690000003,
    "Y" : 41.720183970000001
  }
}