ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3592
ObjectID: 3592
ID: 3592
Name: იურიდიული ფირმა - ბეგიაშვილი და კომპანია
FullName: პედაგოგთა კვალიფიკ. ამაღლების და გადამზ. ინსტიტ.
ComplexName:
Description: აღმაშენებლის გამზირის მოცემულ მონაკვეთზე ეს შენობა ერთ-ერთი გამორჩეულია ნაძერწი პლასტიკის სიუხვით. მისი მხატვრული იერი ექლექტიზმისთვის დამახასიათებელი ფსევდო-სტილთა ნაზავით არის განპირობებული, რომელშიც წამყვანი კლასიცისტურ-ბაროკალური სტილიზაციაა. შენობა, რომლის რესტავრაცია-რეაბილიტაციის სკითხი გაურკვეველი ვადით არის გადაწეული, მნახველის წინაშე საღი განახლებული ქუჩისპირა ფასადითა და ნალესობაჩამოხსნილი, ღიობებამოცლილი, გაშიშვლებული ეზოსპირა, ზურგის ფასადით არის წარმოდგენილი. სახლი გვერდითა ფასადებით მომიჯნავე შენობებს ესაზღვრება. მოსწორებულ რელიეფზე მდგომი და შთამბეჭდავი მასიური პორტიკით გაფორმებული შენობა საკმაოდ ღრმადაა შეწეული გამზირის წითელი ხაზიდან. როგორც ჩანს, თავდაპირველად შენობა კურდონერის ტიპის ეზოთი უნდა გამოსულიყო ყოფილი მიხეილის გამზირზე, როგორც მიმდებარე განაშენიანების სხვა არაერთი შენობა. გეგმარებით კვადარტული ნაგებობა სამსართულიან სახლს წარმოადგენს, ქუჩის ფასადზე მოქცეული ორი სადარბაზო შესასვლელით, რომელთაგან ცენტრალური _ პორტიკის წიაღშია მოქცეული და პარადული, ხის მოჩუქურთმებული კარით კიბის უჯრედით გაფორმებულ მდიდრულ ვესტიბიულში შედის (სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა შენობის შიგნით შესვლა _ მას დაცვის სპეციალური სამსახური იცავს). ქუჩისპირა ფასადზე მესამე ატიკის სართული მოგვიანო ხანაში დამატებული ჩანს. ქვით მოპირკეთებულ ცოკოლზე შემდგარი სახლი სართულებისა და ძირითადი ვერტიკალური ღერძების მიხედვით დიფერენცირებულ არქიტექტურულ გადაწყვეტას გვთავაზობს, რომლის მხატვრული სახის იერარქიული წყობა, თავის მხრივ, მთავარი და მეორადი ლოკაციების მიხედვით ლაგდება. შენობის პორპორციები განივ, ჰორიზონტალურ დანაყოფებზეა მისადაგებული: პირველი და მეორე სართულის გამყოფ დეკორატიულ თაროს მეორე სართულის დამამთავრებელი და მესამე ატიკის სართულის გამმიჯნავი კბილანებიანი კარნიზი ეხმიანება. ორივე სარტყელი მცენარეული ორნამენტით მოჩითულ ფრიზებს მოიცავს, იმ განსხვავებით, რომ კარნიზის ფრიზი ბევრად მდიდრული კომპოზიციისაა. დომინანტური ჟღერადობისაა ფასადის სიმეტრიულ ღერძზე ერთმანეთის თავზე ასხმული პორტიკი _ სადარბაზო კარისა და ღია ტერასა _ ფრონტონიანი აივნის კომპოზიცია. განსაკუთრებით მსუყე ნაძერწი მოტივებით (ფრონტონში ჩასმული კარტუშიანი ყვავილოვანი რელიეფი და ორდერული პილასტრების გლუვ ტანზე მოთავსებული გირლანდები) ივსება ტერასული აივნის კედლები. განსხვავებულია სიმეტრიული ღერძის მარჯვენა და მარცხენა ფრთებში სარკმელშუა ვიწრო სიბრტყეების დამუშავებაც: მარჯვენა მხარეს სარკმლებშუა კედელი ეკლექტური ნახევარკოლონებით ან პილასტრული ორდერით ივსება, ხოლო მარცხენა მხარეს _ ნიშებში ჩასმული მომცრო მაღალი რელიეფის მცენარეული მოტივები და რუსტირებული მოკლე ჰორიზონტალური სარტყლებია. ფასადზე ყველა სარკმელი სწორკუთხაა და პროფილირებულ ჩარჩოში ჩასმული. შენობის კონსტრუქციულ დანაწევრებიდან აღსანიშნავია კარნიზს დაშენებული ატიკის სართული, შენობის მარცხენა მხარეს ეზოში მაღალი გვირაბით გამავალი ჭიშკარი, რომლის თავზეც, მეორე სართული დონეზე ოთახია დამატებული. ეზოსპირი ფასადი ღიობებისგან გამოშიგნული კედლებით, მინაშენებითა და დანაშენებით გაფრთოებულ-გადიდებული კედლებით, მნიშვნელოვნად უნდა იყოს დაშორებული თავდაპირველ სურათს. შენობის ეზო ნაგვითა და ნარჩენებით არის სავსე და მას ისევე, როგორც შენობის მთელ პერიმეტრს, დაცვის სპეციალური სამსახური იცავს. ეზოს დათვალიერება და სარდაფების ნახვა ვერ მოხერხდა. შენობის ავთენტურობა მთავარი ფასადისა და სავარაუდოდ, სადარბაზო ვესტიბიულის სახით ჯერ კიდევ შენარჩუნებულია. ფასადის განახლებისას გამოცვლილია სადრაბაზოთა ხის კარებები, კარ-ფანჯრები. აუცილებელია შენობის ფიზიკური შენარჩუნება და მისი საფასადო მხატვრული გადაწყვეტის დაცვა.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4188
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: აღმაშენებელი დავითის გამზ./180
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საგანმანათლებლო, სამეცნიერო;ადმინისტრაციული>>სხვა;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.78878734
Y: 41.72032414