CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3591
ObjectID: 3591
ID: 3591
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ორსართულიანი სახლი სარდაფით სულთნიშნის ქუჩისა და შესახვევის კუთხეში დგას და მთავარი ფასადით შესახვევის მხარესაა მიქცეული. მსხვილმასშტაბიანი შენობა აგურითაა ნაგები და შელესილია. ფასადები ცისფრად არის შეღებილი. შენობის მხატვრულ დომინანტს სულთნიშნის შესახვევის მხარეს დაკიდული აივანი წარმოადგენს. ფართო ხის აივანი ხუთმალიანია. მზიდი სვეტები მრგვალი და მასიურია. მოაჯირი ბალასინიანია. აივანი ჩამოყრდნობილია ყრუ კონსოლებზე. კონსოლები დაკბილულია და წინა პირზე გეომეტრიული ფიგურებითაა გაფორმებული. ამჟამად აივნის მარცხენა მონაკვეთი შუშაბანდაა ქცეული. ფასადი ძლიერ იერცვლილი კლასიცისტური მოტივებითაა გაფორმებული. აივნის ორივე მხარეს ორმაგი თაღოვანი სარკმლებია მოთავსებული. ნალესობაში გამოყვანილი თაღებს არშიასავით გაუყვება დენტიკულები. ორმაგი სარკმლები ზედა ნაწილში რელიეფური აჟურული გირჩებითაა შემკული. სარკმლების ქვეშ კი მცირე ზომის ვარდულები და რომბისებური ფიგურებია თავმოყრილი. განსაკუთრებით აღსანიშნავია მცირე ზომის მაცხოვრის რელიეფური გამოსახულებები. ფასადზე მაცხოვრის გამოსახულებების დატანა შესაძლოა შენობის სურფ-ნიშნის ეკლესიასთან სიახლოვით იყოს განპირობებული. სარკმელთა ქვედა რიგი პირველ სართულზე ნაკლებ იმპოზანტურია. სწორკუთხა სარკმლებს ბრტყელი საპირეები შემოწერთ. ზოგიერთ სარკმელზე ძველი ლითონის ცხაურებია შერჩენილი. სარდაფის სართულში გაჭრილია განივი სარკმლები, რომლებიც ლითონის რომბული ცხაურებითაა მოზღუდული. სარდაფებში შემორჩენილია თაღოვანი ნიშები. სულთნიშნის ქუჩის მხარეს მიმართული ფასადი ვიწროა. იგი საკმაოდ სადაა გაფორმებული. მეორე სართული სადა ნახევარწიული სარკმელებით ნაწევრდება. ამ სართულს ამკობს ლითონის აჟურული აივანი ლითონისავე მხატვრულად დამუშავებული მოდულიონებით. პირველი სართულზე გაჭრილია ყოველგვარ სამკაულს მოკლებული სწორკუთხა მოყვანილობის სარკმლები. სარდაფის არე კი ისევეა გადაწყვეტილი როგორც შესახვევის მხარეს მიმართულ ფასადზე. შენობა მაღალი პარაპეტით სრულდება, რომელზეც პილასტრისმაგვარი გლუვი შვერილებია დატანილი. შენობას აქვს შიდა ეზო, სადაც მოხვედრა შესახვევის მხრიდან არის შესაძლებელი. ფასადის განაპირა მონაკვეთში ნახევარწიული ალაყაფის კარია. ეზო მცირე ზომისაა, აქ დამატებულია გვიანდელი საბჭოთა პერიოდის მინაშენები. (მოსახლეობის თქმით ეზოში განთავსებული იყო სადგომები მოსამსახურეებისთვის და საჯინიბო). ამჟამად ეზოს ფასადს პირვანდელი სახე დაკარგული აქვს. კიბის უჯრედი და აივნები მთლიანად შეცლილია XX საუკუნის შუა ხანებში. ძირითადი აივნის ზოგიერთი მონაკვეთი კი მაცხოვრებლებმა საცხოვრებელ ფართად აქციეს. სულთიშნის შესახვევი #4/10 შენობა კალა უბნის ერთ-ერთი საკვანძო ნაგებობაა _ ურბანული დაგეგმარებით, გაბარიტებითა და ფასადების გაფორმებით. (იხ. ასევე ბარათი 0407217. ეს ერთი ნაგებობაა).
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3746
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: სულთნიშნის შეს./4
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80447465
Y: 41.69464179