{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3584?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3584?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3584?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3584",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3584,
    "ID" : 3584,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "ეს ახლი გეგმარებით მართკუთხა ფორმის, ორსართულაინი ნაგებობაა, რომლის ორივე გვერდითა ფასადი მომიჯნავე შენობებს ეყრდნობა და შესაბამისად, მათზე მსჯელობა შეუძლებელია. უკანა ფასადი სრულად ჩანს, წინა კი გორგასლის ქუჩაზე გამავალი ერთ-ერთი ეზოს სიღრმეში გადის და მისი ნაწილობრივ მოხილვა ასევე შესაძლებელია. აშკარაა, რომ ეს ნაგებობა ქალაქის ამ ნწილის ერთიანი ურბანული ქსოვილის შემადგენელი მნიშვნელოვანი ელემენტია. \nსახლის უკანა ფასადი ფანჯრების რიგითაა დანაწევრებული, როგორც პირველ, ასევე მეორე სართულზე. ეს არის შვიდი ღიობი მეორე სართულზე, რომელთაგან შუა კარია, თუმცა მის წინ სავარაუდო აივანი, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს კარი ფუნქციას კარგავს, დღეს აღარ არსებობს. ფანჯრებს შორის არსებული კედლის არეები სარკმლის ზედა ზღვარის გასწვრივ ოდნავ შვერილი კაპიტელის ტიპის ფრაგმენტით ბოლოვდება, რაც მას პილასტრის შთაბეჭდილებას სძენს. ეს განცდა კიდევ უფრო ძლიერდება, საკუთრივ ფანჯრის ზედა მოჩარჩოების სპეციფიკიდან გამომდინარე. აქ წრიული ფორმის, პროფილირებული მოჩარჩოება გადადის, რომლის ბოლოები სწორედ აღნიშნულ სარკმელთშორის კაპიტელებს ეყრდნობა. ამ მომრგვალებულ არესა და ფანჯარას შორის არსებული მონაკვეთი კი საერთო ზედაპირიდან ჩაღრმავებულია და ტიმპანის იერს იძენს. ქვედა სართულის ფანჯრებს სადა მართკუთხა ფორმა აქვთ, ზოგიერთ მათგანს სწორი სანდრიკის ტიპის დეტაილი განასრულებს. ნაგებობის ამ მხარეს აღინიშნება, როგორც ნალესობის ასევე საღებავის ფენა. \nწინა ცენტრალურ ფასადს რაც შეეხება, ის დიდი, განიერი აივნებითა და შემინული შუშაბანდებითაა შევსებული. აქ გამოყენებულია და შემორჩენილია ხის სვეტები, სადა, ხისავე კაპიტელებით, კარნიზის ზოლი და აივნის სიღრმეში არსებული ფანჯრების გარე მოჩარჩოებები, რაც უკანა ფასადის იგივე თემასთან მნიშვნელოვან მთლიანობას ქმნის. ამ მხარეს ნაგებობას ძველი თბილისური სახლებისთვის ჩვეული იერი სრულად აქვს შენარჩუნებული.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4328",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "გორგასალი ვახტანგის ქ./21",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის დასასრული",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.816698670000001,
    "Y" : 41.687893109999997
  }
}