ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3581
ObjectID: 3581
ID: 3581
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ორსართულიანი შეულესავი აგურის სამკუთხა გეგმარებაში ჩაწერილი საცხოვრებელი სახლის ფასადი ასიმეტრიულია. კომპოზიციის შუა ღერძიდან მარჯვნივ შეკიდულია დიდი ზომის ხის ჭვირული მოაჯირით შემოსაზღვრული და ჩუქურთმებით გაფორმებული, გადახურული აივანი, რომელიც თხელ კონსოლებს ეყრდნობა. მის მარჯვნივ ფანჯარა და სარკმლის ფორმის ნიშაა მოთავსებული, ისინი სადა თაროებით არის შემკული. აივნის მარცხნივ, პილასტრებით გამოყოფილ ორ მართკუთხა არეზე წყვილი სარკმლებია გაჭრილი. პირველი სართული მთლიანად შელესილია, რომელშიც სხვადასხვა ზომის ღიობებია გაჭრილი. შენობა ვერტიკალური მცირე ზომის ნიშებით დანაწევრებული პარაპეტით ბოლოვდება. ნაგებობას ერთი სართული დაშენებული აქვს. სახლს, მარჯვენა მხრიდან ახალი, შუშით აგებული დამატებითი სივრცე ერთვის, მარცხენა მხრიდან კი - მცირე ზომის აგურის შელესილი ნაგებობა. შენობის უკანა ფასადი შელესილია, მასში გაჭრილია რამდენიმე სარკმელი. მას ერთვის ხის კედლებით შემოსაზღვრული მცირე ზომის სივრცე. აღწერილი საცხოვრებელი სახლი ნაწილობრივ სახეცვლილია, თუმცა ინარჩუნებს ტრადიციული თბილისური სახლის იერს, რასაც მის ფასადზე შეკიდული ხის აივანი კარგად განსაზღვრავს. ნაგებობა მიმდებარე განაშენიანების საერთო სურათის შესაქმნელად მნიშვნელოვან ობიექტს წარმოადგენს. მისი ექსტერიერი კი ქუჩის მხატვრულ იერსახეს განსაზღვრავს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4888
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: სულხანიშვილის ქ./9
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის შუახანი, 1867წ.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: სავაჭრო; ფუნქციის გარეშე; საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.8045408
Y: 41.69709842