CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3579
ObjectID: 3579
ID: 3579
Name: ფოლკლორის მუზეუმი
FullName: ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი
Description: ერთსართულიანი გრძელი, მასიური ტიპის ნაგებობა, რომელიც აგურითაა ნაშენი და ეს ამ შენობის ერთ-ერთი მთავარი მხატვრული მახასიათებელიცაა. ნაგებობის მთავარი გრძივი ფასადი მთლიანად ფანჯრებითაა დანაწევრებული. ეს არის ერთნაირი ზომის, მსგავს მანძილზე განთავსებული ურთიერთისაგან, მართკუთხა ფორმის სარკმელები, ლითონის დეკორირებული დამცავი ცხაურებით გარედან, რომლებიც მკაფიო რიტმულობის განცდას ქმნის ფასადის გეგმარებით სტრუქტურაში. ამ ცენტრალურ ფასადის შუაში განთავსებულია შესასვლელი კარი. ის თავისთავად ვიზუალური და აზრობრივი აქცენტის ფუნქციას კისრულობს ამ შემთხვევაში, თუმცა ეს განცდა არქიტექტურული მახასიათებლებით კიდევ უფროა გაძლიერებული. კარის თავზე არსებული კედლის მონაკვეთი სხვასთან შედარებით სამკუთხედისებურადაა ამაღლებული და მონახაზში ორფერდა გადახურვის კონტურის მქონეა, კვადრატული ფორმის მოცულობით არის დაბოლოებული, მისი გვედითა დაშვებული ნაწილები კი პარაპეტის ზოლს უერთდება და ერთიან ხაზში გადანაწილდება. მარჯვენა გევრდითა ფასადის ერთი ნაწილი, ნაგებობის საერთო სტილისტიკას სრულად იმეორებს. ის საკმაოდ ვიწროა და მხოლოდ ოთხი ღიობით ნაწევრდება. კიდეებში თითო-თითო ფანჯარა და შუაშო ორი კარი, რომელთაგან ერთი ამჟამად გაუქმებული და ამოშენებულია. მისი გაგრძელება კი მკვეთრად განსხვავდება შენობის დანარჩენი მონაკვეთებისაგან ის, ოდნავ სიღრმეში შეწეულია და ნალესობის ფენითაა დაფარული, რაც შენობის ერთიანი აგურისეული წყობის ფაქტურულობასთან შედარებით ძლიერ კონტრასტს ქმნის. ასეთივეა შენობის მარცხენა გვერდითა ფასადი, რომელიც პრაქტიკულად სრულად ყრუა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ცენტრალური ფასადის მხრიდან ის მინაშენის შთაბეჭდილებას ტოვებს. შენობის ზედაპირი უხვადაა დეკორირებული და ეს ძირითადად აგურის წყობის არაერთგვაროვნებით და თითოეული მათგანის განთავსების კუთხის ცვალებადობითაა მიღწეული. ამის ხარჯზე შენობას ამკობს ზიგზაგისებური არშიები, კაპიტელებისა და კრონშტაინების ასოციაციის მქონე ფრაგმენტები, კბილანისებური დეტალები, სარკმელებს შორის პილასტრისებური ამოზიდულობები. პარაპეტის ზოლზე თითქმის რელიეფური დეკორაციული მოტივები და ა.შ. თითოეული სარკმელის ზედა არე აგურის რამდენიმე ფენის ვერტიალური წყობის შედეგადაა მიღებული, შესაბამისად მას ოდნავ მორკალული ფორმაც ახასიათებს. სარკმელის ქვედა არეებში კი შეღრმავებებია შექმნილი - კვადრატული გარშემოწერილობის. მნიშვნელოვანია, რომ აქ ორი შეფერილობის აგურია გამოყენებული. ერთი მოწითალო, რომლითაც პრაქტიკულად მთლიანადაა შენობა აგებული და დეტალების უმეტესობაზეც, სწორედ ისაა გამოყენებული; და მეორე ოდნავ მოყვითალო, როელსაც სწორედ გარკვეული მხატვრული დანიშნულების ელემენტების გამოკვეთის მიზნით ექცევა განსაკუთრებული ყურადღება.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4881
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: სოლოლაკის ქ./11
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი
InitialFunction: კულტურა>>მუზეუმი;
CurrentFunction: კულტურა>>მუზეუმი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80536231
Y: 41.68792479