{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3571?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3571?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3571?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3571",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3571,
    "ID" : 3571,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "საკვლევი სახლი ორსართულიანია ცოკოლის სართულით, ე.წ. \"ნიკოლოზის\" აგურით ნაშენი და მთავარი ფასადით წინამძღვრიშვილის ქუჩაზე გამოდის. I სართულის დონეზე, გასასვლელ გვირაბში მოჩანს შერეული წყობა, ე.წ. \"ქართული\" აგური და ქვიშაქვა. სახლს აქვს მართკუთხა გეგმა. სახლი გამოირჩევა მაღალი მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულებით. \nშენობის მთავარი ფასადი სიმეტრიულია. იგი შელესილია და მორთულია XIX საუკუნისა და XX საუკუნის დასაწყისისთვის დამახასიათებელი ევროპული არქიტექტურიდან აღებული ნალესი პროფილებით და ორნამენტებით. პილასტრები, საპირეები და სხვა არქიტექტური დეტალები კარგადაა შემორჩენილი და სახლის პირვანდელი იერ-სახის აღქმაში გვეხმარება, მიუხედავად იმისა, რომ დაზიანებულია. ქუჩაზე გამავალი ფასადის ცენტრში რიზალიტია, რომელიც გვირგვინდება მაღალი, თაღოვანი პარაპეტით. იგი შემკულია გირლანდებით. მას ორივე მხარეს გასდევს პარაპეტის ამოშენებული ტუმბოები, რომელთა შორის ლითონის (ფურცლოვანი ლითონი), ამოჭრილი გეომეტრიული ორნამენტები და სხმული, მომცრო ზომის დეტალებია. თავზე მათ ხის პროფილირებული მოაჯირი გასდევს. ფასადს ღიობებს შორის მოქცეული პილასტრები ანაწევრებს. I სართულზე შეწყვილებული, სტილიზებული, კორინთული კაპიტელიანი, ხოლო II სართულზე თითო-თითო, ასევე სტილიზებული, იონური კაპიტელიანი პილასტრია. I და II სართულებზე არის ლითონის ჭედური აივნები. II სართულის აივნების სიღრმე I სართულის აივნებზე მეტია. \nფასადის ცენტრში სადარბაზოს ხის, მაღალი მხატვრული ღირებულიების კარია. სადარბაზოში ორმარშიანი კიბეა ლითონის მოაჯირით. მოჯირზე შემორჩენილია სახლის თანადროული ლითონის სხმული დეტალები. იატაკი მოპირკეთებულია ძველი მოჭიქული შავ-თეთრი ფილებით. ეზოს ფასადი რელიეფის გამო სამსართულიანია. მის მარცხენა მხარეს ნახევარწრიული ერკერია. მხოლოდ III სართულზეა (ერკერის) შემორჩენილი ხის ჭვირული აივანი და მის შიგნით ასევე ნახევარწრიული შუშაბანდი. ფასადის დანარჩენ ნაწილს პირვანდელი სახე დაკარგული აქვს. მარჯვნივ, გვირაბის გვერდით ხის ორმარშიანი კიბეა, რომლითაც II და III სართულებზე ხვდებიან. სახლზე დაშენებულია თანამედროვე მანსარდის სართული. იგი საკმაოდ უსახურია და მის იერ-სახეს არ შეესაბამება. \nდათვალიერების შედეგად, ნათლად ჩანს დეფორმაციები და კონსტრუქციული ბზარები, რომლებიც გამოწვეულია შენობის ხანდაზმულობით და სხვადასხვა გარემოებით. არამდგრადია როგორც შენობის ძირითადი ნაწილი, ასევე ეზოს ფასადების ხის შუშაბანდებიც. მთავარი ფასადის ნალესობის ნაწილი ჩამოყრილია და დაზიანებული. პარაპეტის ნაწილი (ფრონტონები) ამორტიზირებულია. \nზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, შენობა მოითხოვს სერიოზულ გამაგრებებს, საინჟინრო ჩარევებს და სრულ რეაბილიტაციას.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "5245",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "წინამძღვრიშვილი მიხეილის ქ./112",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-20 საუკუნის დასაწყისი",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.79775085,
    "Y" : 41.713190189999999
  }
}