{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3569?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3569?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3569?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3569",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3569,
    "ID" : 3569,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი ",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "ორსართულიანი, გეგმარებაში არასწორი მართკუთხედის ფორმის ნაგებობა, რომლის ცენტრალური ფასადის მთლიანად ხის შემინული შუშაბანდი ქმნის. გარკვეული ცვლილებების და დაზიანებების მიუხედავად ნაგებობის საერთო მხატვრულ-სტილისტური მახასიათებლები შენარჩუნებულია. ცენტრალური ფასადის მხარეს მას არა აქვს სწორხაზოვანი გეგმარებითი კონტური. ის შუა არეზე ოდნავ შეზნექილია, რაც ნაგებობას ერთი შეხედვით თითქოს სამ თითქმის თანაბარი ზომის ნაწილად ყოფს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული შეზნექილი არეების კიდეების მორბილება მომრგვალებისათვის სართულთშორისი გამყოფი ზოლის კიდეებში მორკალვის ხერხი და შესაბამისი ნახატის მიხედვით ამოყვენილი უკვე მეორე სართულის შუშაბანდის კედლების ფორმებია. აღნიშნულის შედეგად შუა არე მთლიანად რკალისებურად შეზნექილი მონაკვეთის სახეს იძენს, რაც გარე არქიტექტურულ ფორმებს თვალშისაცემ დენადობას ანიჭებს. ამასთან, აღსანიშნავია ნაგებობის ზედაპირის ერთიანი დაქსელვის სისტემა. ეს სურათი შუშაბანდის მრავალრიცხოვანი კარ-ფანჯრების ხის ჩარჩოების ჰორიზონტალური და ვერტიკალური კვეთების შედეგად მიიღება, მით უფრო, რომ გამოყენებული დაკვადრატების პრინციპი არაერთგვაროვანია და ასიმეტრიის ელემენტებსაც მოიცავს. შუშაბანდის ძირითად მონაკვეთებს ურთიერთისაგან ხის სვეტები ყოფს. მათ ზედა დაბოლოებებში ჭვირული ორნამენტით შექმნილი მაქმანისებური მოტივებია გამოყენებული, მარაოსებურად გაშლილი ფორმის, ამ დეტალების ურთიერთბმა შუა მონაკვეთში თაღისებურ მონახაზს ქმნის და ამ არეზე არსებულ ფანჯრებს ჩუქურთმისმიერი მოჩარჩოებით კრავს. ასევე ორნამენტირებულია ხის აივნის არეები, რომლებიც ამ შუშაბანდების შემთხვევაში კედლის ერთიანი ზედაპირის შემადგენელ ნაწილად აღიქმება. მეორე სართული პირველთან შედარებით ოდნავ გამოწეულია, რაც საშუალებას ქმნის სართულშორის გაყოლებაზე მცირე ზომის დეკორაციული კრონშტაინების რიგის არსებობისთვის. ნაგებობა ოდნავ შემაღლებულ, აგურის წყობით შექმნილ ბაქანზე დგას. მის შუაგულში, შეზნექილი არის წინ არსებულ, ამაღლებული მონაკვეთისკენ, სამსაფეხურიანი მცირე ზომის კიბე მიემართება. შენობაში შესასვლელები აღნიშნული შეღრმავების ორივე გვერდითა არეზეა განთავსებული შიდა მხრიდან. აქაც თანადროული ხის  დახვეული კიბეებია შემორჩენილი, ისინი სადარბაზოშია განთავსებული და მეორე სართულზე ადის, თუმცა ამჟამინდელი მათი მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ თითქმის აღარ არის ხმარებაში. \nორნამენტიკისა და შემკულობის თვალსაზრისით პირველი სართული ბევრად უფრო სადაა. აქ არ არის გამოყენებული არც ჭვირული და არც მაქმანისებური ორნამენტიკა, რაც ასევე ძლიერი კონტრასტის ეფექტის მატარებელია, და ზედა სართულის მხატვრულ-ვიზუალური ჰაეროვნების ხაზგასმას ისახავს მიზნად. \nდაზიანებების მიუხედავად ნაგებობის ცენტრალური ფასადის მხატვრულ-სტილისტური მახასიათებლები იმდენად სპეციფიკურ არქიტექტურულ ელემენტებს ააშკარავებს, რომ თამამად შეიძლება აღნიშნული ნაგებობა, მკაფიო მაღალმხატვრული ღირებულებით გამორჩეული შენობების კატეგორიას განვაკუთვნოთ. \nმკვეთრად სადაა შენობის გვერდითა ფასადები. მარცხენა გვერდითა ფასადი ფანჯრის ღიობებითაა დანაწევრებული. პირველი სართულის დონეზე არის მართალია ძლიერ დაზიანებული, მაგრამ ნალესობის კვალი, რომლის უკანაც ქვის წყობის ფრაგმენტები მოჩანს. მეორე სართულის დონე კი ნალესობის გარეშეა და აგურის წყობითაა ამოყვანილი. ასევე აგურის არაერთგვაროვანი წყობის შედეგადაა მიღებული მხატვრული დეკორი სარკმელების ირგვლივ და კარნიზის გასწვრივ. ასევე სადაა შენობის უკანა ფასადი, რომელზეც მხოლოდ რამდენიმე სარკმელია განთავსებული, თუმცა შენობაში შესასვლელი, რომელიც ამჯერად აქტიურ ხმარებაშია სწორედ ამ მხრიდანაა გაკეთებული ამჟამად, და ის, გვიანდელი ლითონის კიბის სახითაა ნაგებობაზე მიდგმული. \nნაგებობას აღენიშნება ძალიან ძლიერი ფუნდამენტური დაზიანებები. დახეთქილია კედლები, ჩამოცვენილია ნალესობისა და ბათქაშის ფენა, დაძრულია საძირკველი. შენობას აქვს მოზრდილი თითქმის კვადრატული ფორმის ეზო და წინ სიგრძივი დაბალი მინაშენი.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4261",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "დეკაბრისტების ქ./3.დეკაბრისტების მოედ./3",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eუახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს",
    "ExactDate" : "1910 წ. ",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.819392829999998,
    "Y" : 41.684537599999999
  }
}