CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3567
ObjectID: 3567
ID: 3567
Name: კომპოზიტორთა კავშირი
FullName: კომპოზიტორთა კავშირი
ComplexName:
Description: შენობა ორსართულიანია და აგურით არის ნაშენი. გეგმა მართკუდხედთან მიახლოებული კონფიგურაციისაა. მთავარი ფასადი დავით აღმაშენებლის გამზირზე გადის და გამოირჩევა უხვი დეკორითა და მორთულობით. ის შელესილია და ორფერადაა შეღებილი. მთავარი ფასადი სიმეტრიულია ღერძის მიმართ. განაპირა და ცენტრალურ ნაწილებში რიზალიტები აქვს. ცენტრალური რიზალიტი აქცენტირებულია თაღოვანი სადარბაზო კარით (მხატვრულად დამუშავებული) და მის თავზე აჟურული, ჭედური აივანით, რომელზეც ასევე თაღოვანი კარი გამოდის. მისი მიმდებარე საფასადო სიბრტყე დახუნძლულია არქიტექტურული, ნაძერწი და სხმული ელმენტებით (კედლის წინ წამოწეულ კორინთულკაპიტელიანი, კანელურებიანი სვეტები, ცენტრში ქალის თავის სკულპტურული გამოსახულებიანი საჭექი ქვა და სხვა). ცენტრალურ რიზალიტს ამშვენებს სამკუთხა ფრონტონი, რომლის ტიმპანის ცენტრში ადამიანის სახის გამოსახულებაა და გვერდებზე მცენარეული ორნამენტები. I სართულზე სადარბაზოს კარის ორივე მხარეს მართკუთხა ფანჯრებია მრგვალტანიანი ნახევარსვეტებით. ფანჯრების თავზე ორსაფეხუროვანი საჭექი ქვებია დეკორატიული ელემენტებით. მათ თავზე, II სართულზე თაღოვანი ფანჯრებია სამკუთხა ფრონტონებით. გვერდითი რიზალიტების I სართულის დონეზე ღიობებია - მარცხენა მხარეს ფანჯარა და მარჯვნივ - დიდი ხის კარი. II სართულზე სამწახნაგოვანი ერკერებია, ასევე დახუნძლული დეკორატიული ელემენტებითა და პროფილებით, რომელის ქვეშაც დეკორატიული ფრიზი და კრონშტეინებია. მათი სპილენძის სახურავები ნახევარგუმბათისებრი ფორმისაა და კედელზეა მიბჯენილი. რიზალიტებს ასრულებს შუაში გაწყვეტილი, თაღოვანი, ვოლუნტებიანი პარაპეტი, ნაძერწი გირლანდებით. მთავარი ფასადის დანარჩენი ნაწილების ფანჯრები მსგავსია ცენტრალური რიზალიტის ფანჯრების (I სართ-ზე მართკუთხა და II სართ-ზე თაღოვანი). მსგავსია დეკორატიული მორთულობაც, მცირედი განსხვავებებით. მთავარი ფასადი რუსტირებული ლესვითაა დამუშავებული და სართულების მიხედვით ერთმანეთისგან განსხვავებულია. ფასადის კედლის არეები ჰორიზონტალური სარტყლებით ნაწევრდება. შენობას აბოლოებს პროფილირებული, დიდი კარნიზი დეკორატიული კრონშტეინებით. მდიდრულია შენობის ინტერიერიც. ყურადღებას იპყრობს მარმარილოს საფეხურებიანი სამმარშიანი პარადული კიბე, ლითონის ჭედური, აჟურული მოაჯირებით და დიდი ზომის შუქფარანი, რომელიც ჰოლს და მის მიმართ გახნილ შიდა სივრცეს ანათებს. შენობა არქიტექტურული თვალსაზრისით ერთ-ერთი გამორჩეული ღირებულების მქონეა და დიდ როლს თამაშობს დავით აღმაშენებლის გამზირის მხატვრულ-ისტორიული და არქიტექტურული სახის შემქნაში.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4147
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: აღმაშენებელი დავითის გამზ./123
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: ;
CurrentFunction:
საგანმანათლებლო, სამეცნიერო;კულტურა;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79456292
Y: 41.71381536