{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3565?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3565?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3565?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3565",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3565,
    "ID" : 3565,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "საკვლევი სახლი სამსართულიანია. იგი აგურით არის ნაშენი და მთავარი ფასადით წინამძღვრიშვილის ქუჩაზე გამოდის. შენობა გეგმით არის ლათინური ასო L-ის მოყვანილობის. მთავარ ფასადზე სართულები პროფილირებული კარნიზებით არის გამოყოფილი. ასევე პროფილირებული სარტყლები გასდევს ფანჯრის ძირებს. ფასადის კომპოზიცია სიმეტრიულია ღერძის მიმართ. მას ანაწევრებს ღიობების რიტმი და სამად ჰყოფს რიზალიტი, რომელიც მის ცენტრშია განთავსებული. ფასადის კიდეებში პილასტრებია სამივე სართულზე. შენობის ფასადი დეკორატიული ლესვითაა გაფორმებული. პირველი სართული მთლიანად რუსტირებულია; II სართულს განივი, ბრტყელი ზოლები გასდევს, ხოლო III სართულის საფასადო სიბრტყე დაღარულია. პირველი სართულზე ღიობები სადაა, საპირეების გარეშე და თავზე, ცენტრში ლესვაში გამოყვანილი სომებით. მეორე სართულზე ღიობებს გვერდებზე პილასტრები და თავზე სწორკუთხოვანი სანდრიკები აქვთ. მათ რიტმს ქვემოდან მართკუთხა კონვერტები მიუვება. მესამე სართულზე სარკმლებს საპირეები და მშვილდისებური სანდრიკები აქვთ. \nშენობას მთავარ ფასადზე მხოლოდ ერთი ლითონის აივანი აქვს, რომელიც მეორე სართულის ცენტრშია მოქცეული და გაფორმებულია ლითონის ნაჭედი ელემენტებით. ფასადს რივე კიდეში აქვს პილასტრები. I და II სართულებზე ისევეა დამუშავებული, როგორც თავად კედელი, ხოლო III-ზე კანელურებიანია. \nფასადის მარჯვენა კიდეში, პირველ სართულზე სადარბაზოში შესასვლელი კარია ლითონის წინფრით (შენობის თანადროული). ძველი კარი შეცვლილია თანამედროვე რკინის, უსახური კარით. \nშენობას მაცხენა მხრიდან პირველი სართულის სიმაღლის აგურის კედელი აგრძელებს, რომელსაც ცენტრში ეზოში შესასვლელი რკინის უბრალო ჭიშკარი აქვს. \nგვერდითი ფასადი შენობის მთავარი ფასადის მსგავსია. დამუშავება იგივეა, რაც ქუჩის ფასადზე, აქვს ერთი ლითონის აივანი და სამი კარი. პირველ სართულზე გამოდის სარდაფის დაბალი ღიობები. ეზოში ერთი მიშენებაა. სახლი ამჟამად მიტოვებულია. \nნაგებობის ფიზიკური მდგომარეობა ზოგადი შეფასებით არის ცუდი. საინჟინრო კვლევის შემდგომ ზუსტად განისაზღვრება შენობის მდგრადობის ხარისხი. \nსახლი წარმოადგენს წინამძღვრიშვილის ქუჩის ღირებულ ნიმუშს, რომელსაც არსებითი წვლილი შეაქვს ქუჩის მხატვრულ-ისტორიული სახის ჩამოყალიბებაში.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "5250",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "წინამძღვრიშვილი მიხეილის ქ./126",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eუახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს",
    "ExactDate" : "მე-20 საუკუნის დასაწყისი",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.796579540000003,
    "Y" : 41.714610649999997
  }
}