ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3564
ObjectID: 3564
ID: 3564
Name: ათეშგა
FullName: ათეშგა – ცეცხლის ტაძარი
Description: ათეშგა თბილისის ერთ-ერთი უძველესი ნაგებობაა. მისი ენტაზისიანი კოშკურა მოცულობა ნახევარსფერული გუმბათით, თბილისის თითქმის ყველა საარქივო გრაფიკულ გამოსახულებაზეა აღბეჭდილი. იგი დღესაც კარგად მოჩანს სხვადასხვა ადგილიდან. ათეშგა მდებარეობს კალას უბნის ზედა ნაწილში, ნარიყალას ციხის ქვეშ. ეს არის ცეცხლთაყვანისმცემელთა ტაძარი და მას ძველქართულად არტოშანს უწოდებდნენ. იგი კოშკურა ნაგებობაა, ზოროასტრული ცეცხლის ტაძრებისათვის დამახასიათებელი ტრადიციული გეგმარებითა და სტრუქტურით. გეგმით ნაგებობა თითქმის ზუსტი კვადრატია (8.5X8.2მ), ინტერიერში მოწყობილი იყო ერთიანი სივრცე კედლის თაღებით და ტრომპებზე გადაყვანილი ნახევარსფერული გუმბათით. ტრომპების ძირზე დარბაზის კედლებს შემოფარგლავდა თარო ლავგარდანი. ამჟამად ჩამოქცეული გუმბათი შემორჩენილი იყო ჯერ კიდევ XXს-ის დასაწყისში. ტაძარი აგებულია საშუალო ზომის ქართული აგურით (25X25X5სმ) კირის ხსნარეზე. საფასადო კედლები იყო შეულესავი, ხოლო ინტერიერი შელესილი გაჟით. განიერი კედლები ამოყვანილია დამრეც კლდოვან საფუძველზე და ჩრდილოეთისკენ აგურის წყობის მაღალ საყრდენ კედელზეა შემომდგარი. კლდოვან ზედაპირთან აგურის წყობა ფლეთილი ქვის რამდენიმე რიგით არის დაკავშირებული. დღეს კოშკურა ტაძარი მხოლოდ სამი საფასადო კედლით გამოდის ღია სივრცეში. სამხრეთიდან მას საცხოვრებელი სახლი ემიჯნება. აღმოსავლეთი ფასადი, საიდანაც ამჟამად კედლის თაღში მოქცეული ერთადერთი შესასვლელია მოწყობილი, მოსახლის ეზოშია მოქცეული. ჩრდილოეთი ფასადის ასწვრივ ამ ეზოსკენ აგურისა და ქვის წყობის მრავალსაფეხურიანი კიბე ადის. თავდაპირველი ფუნქციის დაკარგვის შემდეგ ნაგებობა რამდენჯერმეა გადაკეთებული. ერთ ხანს აქ მეჩეთი იყო მოწყობილი, რის გამოც ინტერიერის სამხრეთ კედელში თაღოვანი მიჰრაბი იყო გამართული. ნახევარწრიული თაღები შეისრულით შეიცვალა. სავარაუდოა, რომ თავდაპირველად კოშკურა ნაგებობა ოთხივე მხრიდან თაღებით იყო გახსნილი. შემდეგ თაღები ამოშენდა და ნაგებობამ წიბოებზე და ფასადების ცენტრში რიზალიტები შეიძინა, რომლებზეც გადაყვანილი იყო წყვილ-წყვილი თაღები. ინტერიერის იატაკში შემორჩენილი კონსტრუქცია კი, აქ ადრე წარმართული ტაძრის - საკერპოს არსებობის ვარაუდის შესაძლებლობასაც იძლეოა. XXს-ის განმავლობაში დაიწყო ათეშგას შესწავლა და რამდენჯერმე გაიზომა, თუმცა მისი აღდგენა და კონსერვაცია მხოლოდ 2008 წელს მოხდა. აღდგა აღმოსავლეთის ორლუნეტიანი შესასვლელი და საფასადო ნახევარწრიული ნიშები. შეკეთდა და გადაეწყო დაზიანებული კედლები, ჩატარდა არქეოლოგიური კვლევა, იატაკზე მოეწყო ფიცარნაგი, ხოლო ზევით მოეწყო თანამედროვე მასალისგან დამზადებული მსუბუქი გადახურვა.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4054
CategoryName: ეროვნული
CategoryDocDate: 2017-02-22
CategoryDocNumber: 100
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: გომის ქ./3
Period: შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს.>>ადრე შუა საუკუნეები მე-4-მე-9სს
DateRangeFrom: მე-6
DateRangeTo: მე -7 სს
InitialFunction: რელიგიური, რიტუალური>>ცეცხლის ტაძარი, ათეშგა;
CurrentFunction: რელიგიური, რიტუალური>>ცეცხლის ტაძარი, ათეშგა;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80559376
Y: 41.68885326