CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3562
ObjectID: 3562
ID: 3562
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: გეგმით რუსული “ გ “-ს ფორმის შენობა ორი მხრიდან საზღვრავს მცირე ზომის მართკუთხა ფორმის შიდა ეზოს. შენობა მთავარი ფასადით დადიანის ქუჩაზე გადის, ხოლო უკანა ფასადით კოტე აფხაზის I ჩიხში. დადიანის ქუჩაზე გამავალი ფასადი ორსართულიანია, ნახევარსარდაფით. ფასადი შელესილია. კედლის არე ქვიშისფრადაა დაფერილი, ხოლო ყველა დეკორატიული ელემენტი თეთრად. ნახევარსარდაფის არე მეტლახითაა მოპირკეთებული. ფასადი არქიტექტურული ელემენტებით ზომიერადაა დატვირთული. პირველი სართულის კედლის არეს ღრმა ჰორიზონტალური ღარები ფარავს. ფანჯრებისა და კარის ღიობებს გარს ბრტყელი საპირეები ევლება, რომელთა ზემოთაც, მცირეოდენი ინტერვალით თარო-თავსართებია მოთავსებული. სართულებს ერთმანეთისაგან პროფილირებული სარტყელი გამოყოფს. მეორე სართულს ოთხი პილასტრი ანაწევრებს (აქედან ორი კიდურა გლუვ ზედაპირიანია, ორი კი კანელურებით დაღარული). პილასტრები პლასტიკურად ნაძერწი ვარდულებითა და ფოთლებით შემკული კაპიტელებით სრულდება. ფანჯრების ღიობებს გარს ოთხი მხრივ პროფილირებული საპირეები ევლება. კიდურა ფანჯრები ნახევარწრიული ფრონტონებით სრულდება. სართულის ცენტრალურ არეს ლითონის აჟურული აივანი იკავებს. შენობა მაღალი პარაპეტით სრულდება, რომელიც პროფილირებული სარტყლითა და პლასტიკურად ნაძერწი არქიტექტურული ელემენტებითაა შემკული. პარაპეტი ცენტრალურ ნაწილში მცირე ზომის კუთხოვანი (დაზიანების გამო მისი ფორმა შეცვლილია) ფრონტონი ასრულებს, რომლის შუა ნაწილი წრიული ღიობითაა აღნიშნული. სადარბაზოს კარი პირველი სართულის არეში, ფასადის მარჯვენა კიდეშია განთავსებული. კარის ცხაურები აჟურული ლითონითაა შემკული. სახლის სადარბაზოში რიკულებით შემკული ხის კიბეა მოთავსებული. მოაჯირის უმეტესი ნაწილი მორღვეულია. შიდა ეზოში მოხვედრა კოტე აფხაზის I ჩიხის მხრიდანაა შესაძლებელი. სახლი N6 მცირე ზომის ეზოს მეზობელ სახლთან (დადიანის N4) იზიარებს. ეს უკანასკნელი ფასადით ასევე დადიანის ქუჩაზე გადის. ეზოს მხრიდან სახლი სამსართულიანია. I სართული შუშაბანდს წარმოადგენს, ხოლო მეორე და მესამე სართულები ხის ღია აივნებითაა გახსნილი (აივნების მოზრდილი ნაწილები შემინულია), რომელთა მოაჯირებიც ჭვირული დეკორატიული ელემენტებითაა შემკული, ხოლო სვეტები პროფილირებული კაპიტელებით სრულდება. სვეტების “ფარდები” მოაჯირების მსგავსად აჟურულია. მოაჯირების ნაწილი შეცვლილია. ხის აივნებს თავდაპირველად ერთმანეთთან ხის დახვეული კიბე აკავშირებდა, რომელიც ამჟამად ცუდ ფიზიკურ მდგომარეობაშია. სახლის მეორე სართულის შუშაბანდის წინ დაახლოებით 10-15 წლის წინათ ტერასები მიამატეს. მათი იატაკები შეფიცრულია, ხოლო მოაჯირები ლითონის. კიბეები, რომლებიც ტერასებისაკან მიემართებიან, ასევე ლითონისაა. მცირეოდენი გადაკეთებებისა და დაზიანებების მიუხედავად შენობას თავდაპირველი სახე შენარჩუნებული აქვს. სახლი N6 მხატვრული თვალსაზრისით გამორჩეულ ნიმუშს წარმოადგენს. არქიტექტურულად ღირებული დეტალებითაა შემკული, როგორც ქუჩის მხარეს გამავალი ფასადი, ასევე შენობის ეზოს მხარეს მოქცეული მონაკვეთი. შენობა აიგო 1889 წელს. სახლის მფლობელები იყვნენ ვინმე სოფია და ეგორ ჩაიგეშტოვები, ხოლო მშენებელი ყოფილი ბაქოელი არქიტექტორი თ. პორფიროვი. იქ მაცხოვრებელთა გადმოცემით ამ სახლში ცხოვრობდა პოლიტიკური მოღვაწე ნოე რამიშვილი.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4121
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: დადიანი შალვას ქ./6
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული, 1889წ.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction:
კომუნალური მეურნეობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურეობის>>კვების ობიექტი>>კაფე, ბარი;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80224616
Y: 41.69254815