{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3560?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3560?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3560?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3560",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3560,
    "ID" : 3560,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "Description" : "შენობა გეგმარებით მარტივი ანფილადის ნაირსახეობას წარმოადგენს, რომელსაც ბანური გადახურვა ჰქონდა. ერთმანეთთან მართი კუთხით მიმართული ორი მკლავი გ-ს მაგვარი მოხაზულობის გეგმას ქმნის, რომლის გრძელი მხარე კლდეზეა დაშენებული, ხოლო მოკლე - წინა მხარესაა განვითარებული და მოშორებულია რელიეფს. ოთახების ერთ რიგს ეზოსკენ აივანი გასდევს. ოთახებს ერთ ღერძზე განლაგებული კარის ღიობები აკავშირებს ერთმანეთთან და ასევე ცალკეულს აქვს კარი აივნისკენ. მესამე სართულზე დამატებითი დამოუკიდებელი შესასვლელია მოწყობილი სადარბაზო-ტალანში აღნიშნული ვიწრო შუკიდან. შენობის ორივე მკლავი ძირითადია, დამხმარე  ფუნქცია ქვედა სართულს ჰქონდა, ხოლო ზედა სართულებში - კუთხის ოთახებს. მიუხედავად გეგმის საერთო რეგულარულობისა შეინიშნება შენობის უკანა კედლის გატეხვა ქუჩა-კიბის მიმდებარე მონაკვეთში, სადაც ბლაგვი კუთხე იქმნება. შენობის ქვედა სართულის იატაკი ნიადაგის დონეზეა და უკანა კედლით კლდესაა მიბჯენილი. თავდაპირველად აქ სამეურნეო დანიშნულების დამხმარე სათავსები უნდა ყოფილიყო და ნახევარსარდაფად შეიძლება ჩაითვლოს. ქვედა სართულის უკანა კედელსა და კლდეს შორის ერთგვარი შახტაა შექმნილი სინესტის საიზოლაციოდ და გასანიავებლად. ასეთივე კორიდორი შესასვლელით გარედან - ყოფილა II სართულის უკანა კედელსა და კლდეს შორის. სახლის ყველა კარის ღიობი სწორკუთხაა; ზოგიერთ მათგანს ზედა ნაწილი შემინული აქვს. აღსანიშნავია, რომ კარის წირთხლის სიბრტყეები არ არის კედლის მიმართ მართი კუთხით მიმართული, არამედ შუასაუკუნეების საერო არქიტექტურაში დამკვიდრებული ტრადიციისამებრ შიგნით განიერდება. რელიეფის თავისებურებიდან გამომდინარე, ყრუ უკანა კედლის გამო ქვედა სართულის ოთახებს ნაკლები სასინათლო ღიობები აქვს, ვიდრე მესამე სართულისას. ყველა ფანჯარა სწორკუთხაა და კარის ღიობების მსგავსად მათი წირთხლებიც შიგნით გაგანიერებულია. რაც შეეხება ზომებს, ისინი განსხვავებულია - სარკმლები დამხმარე სათავსებში და შიდა კიბისკენ უფრო პატარაა. სახლი აგებულია კვადრატული აგურითა და თიხანარევი კირხსნარით. თავდაპირველი ბანური გადახურვა შეცვლილია ორფერდა სახურავით. შიდა კიბის მოსაწყობად კედელში ხის ძელებია დატანებული. სახლის მთავარი ფასადი შელესილია და გამორჩეულად გაფორმებული. აღმოსავლეთის მხარეს, რომელსაც მეზობელი სახლი მჭიდროდ ესაზღვრებოდა - კედელი შეულესავი აგურისაა, ხოლო უკანა და დასავლეთის გვერდითი კედელი დღეს შებათქაშებულია და ღიობების სადა საპირეებით გაფორმებული. მთავარი ფასადის გაფორმების მნიშვნელოვანი დეტალია სწორკუთხა ღიობების დამაგვირგვინებელი ნალესობაში შესრულებული კლასიცისტური თავსართები. II სართულზე დეკორს სამკუთხა ფრონტონების და პროფილირებული თაროს სახე აქვს, რომელიც სადგამებით ეყრდნობა ღიობების კუთხეებს. III სართულზე, ასევე ეზოს მხარეს ღიობების ნახევარწრიული თავსართები ერთიანი ჰორიზონტალური სარტყელითაა გაერთიანებული. მოკლე მკლავისკენ სარკმლის ძირშიც არის გატარებული სადა სარტყელი. შენობის აღმოსავლეთის მხარე შეულესავია, სადაც აგურის წყობით გამოყვანილი ფრონტონებით, ვერტიკალურად დაწყობილი აგურის ზოლებით, შიდა კიბის ხის ძელების მწკრივებით და წყობაში ჰორიზონტალურად ჩაყოლებული მძლავრი ხის კოჭით გვერდითი ფასადის გაფორმების განსხვავებული დიზაინი იქმნება. დასავლეთის, ქუჩა-კიბისა მომიჯნავე კედლისა და უკანა ფასადის გაფორმება სადაა; იგი შელესილია და მარტივი საპირეები და კედლის ნიშა აფორმებს. აივნები ეზოს მხარეს ზედა სართულების მთელ პერიმეტრს გასდევს; ქვედა სართულში კი აივნის ქვეშ სადა, სწორკუთხა ბოძებით შემოსაზღვრული ღია დერეფანი იქმნებოდა, რაც დღეს მხოლოდ მოკლე მკლავისკენაა შენარჩუნებული. II სართულზე სვეტები მრგვალია, ბაზისებით, კაპიტელებითა და სარტყელებით გაფორმებული. III სართულზე სვეტები კუთხეებჩამოთლილია, მოაჯირი შეფიცრულია და მხოლოდ ზედა სართულის გრძელ ნაწილშია რიკულები შერჩენილი. მდებარეობიდან გამომდინარე სახლის ყოველ სართულს დამოუკიდებელი შესასვლელი აქვს ბეთლემის ქუჩა-კიბიდან. ოთახებში მოწყობილი თახჩები და განჯინები კედლების სისქის გამო დიდი ტევადობით გამოირჩევა და ბინის მეტად პრაქტიკული ატრიბუტია. შენობის III სართულის ოთახების ინტერიერი ხის რთულპროფილიანი კარნიზით არის გაფორმებული. ბუხრები, რომელიც სამივე სართულზე მოკლე მკლავის შემადგენელ ოთახებსა და გრძელი მკლავის III სართულის ნაპირა ოთახშია მოწყობილი, განსაკუთრებით საინტერესოდაა გაფორმებული ზედა სართულზე. აღმოსავლეთის მკლავში, ბუხარი მოთავსებულია კედლის ნიშაში. ბუხრის ზემოთ ნალესობაში გამოყვანილია პროფილირებული თარო-კარნიზი და კუთხეებმორკალული მართკუთხედი. ბუხარი გეგმით ნახევარწრიული ფორმისაა და რთული ნახატის შეისრული თაღით იხნება ინტერიერში. თაღის ქვედა ნაპირს ჭრილის რთული ნახატის შესატყვისი ნაჭედი ლითონი აქვს ამოკრული ქვემოდან. დასავლეთის მკლავის ბუხრის გეგმა და ღიობის ფორმა ტრაპეციას უახლოვდება. საბუხრე ნიშის კიდეებში ორ იარუსად განლაგებულ შეწყვილებულ სვეტებზე დეკორატიული თაღია გადაყვანილი, ხოლო შიგნით შექმნილ არეში ნალესობით სამკუთხა ფრონტონი, მრავალკუთხედი, კილიანი დეკორატიული თაღი და ბუხრის ქვემოთ ორნამენტული წნულია გამოყვანილია. ქურა ყოფილა გამართული III სართულის კუთხის ოთახში. მისი ღიობი დღეს ამოშენებულია, დარჩენილია საკვამური, რომელიც შენობის განაპირა კედლის ზემოთ ამოსული საბუხრე საკვამურებისგან განსხვავებით, შუა კედლის ზემოთ ამოდის სხვენზე. ",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "3947",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ბეთლემის აღმ./8",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის შუახანი",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.804296909999998,
    "Y" : 41.689275629999997
  }
}