ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3559
ObjectID: 3559
ID: 3559
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: სახლი N4, რომელიც მთავარი ფასადით დადიანის ქუჩაზე, ხოლო უკანა ფასადით კოტე აფხაზის I ჩიხში გადის, გეგმით სწორკუთხა, სიღრმეში განვითარებულ შენობას წარმოადგენს. სახლი სამსართულიანია, სარდაფით. დადიანის ქუჩის მხარეს მიმართული ფასადი შელესილია და ქვიშისფრადაა დაფერილი. იგი მხატვრული დეტალებით ზომიერადაა გაფორმებული. სართულებს შორის პროფილირებული სარტყლები გადის, მეორე და მესამე სართულის ფანჯრების ღიობებს გარს ბრტყელი საპირეები ევლება. ფანჯრები პროფილირებული ჰორიზონტალური თავსართებით სრულდება, რომლებიც თავის მხრივ პლასტიკურად ნაძერწ, ფოთლოვანი ორნამენტით შემკულ კრონშტეინებს ეყრდნობა. ფასადის კიდეები მსუბუქი რიზალიტებითაა აღნიშნული. რიზალიტი მეორე სართულზე ჰორიზონტალური ხაზებით დაღარული პილასტრებით, ხოლო მესამე სართულზე გლუვზედაპირიანი ორმაგი პილასტრებითაა აღნიშნული. შენობა მაღალი პარაპეტით სრულდება, რომელიც პროფილირებული, შვერილი სარტყლებითა და პლასტიკურად ნაძერწი არქიტექტურული ელემენტებითაა შემკული. ფასადის ცენტრალურ ღერძს ერთმანეთის თავზე გადმოკიდებული ლითონის აჟურული აივნები ქმნის. სადარბაზო კარი ფასადის მარცხენა კიდეშია გაჭრილი. კარის ღიობს სამი მხრიდან (შუამდე) პროფილირებული საპირე ევლება, ხოლო კარის ცხაურები აჟურული ლითონითაა შემკული. შიდა ეზოში მოხვედრა კოტე აფხაზის I ჩიხიდანაა შესაძლებელი. სახლი N4 ეზოს მეზობელ სახლ N6-თან იზიარებს. შენობის ამ მხარეს გამომავალი ფასადი ღია აივნებითაა გახსნილი, რომლებიც ერთმანეთს რიკულებიანი მოაჯირით შემკული ხის კიბით უკავშირდება. აივნის მოაჯირები მოხარატებული იყო, ამჟამად ჭვირული დეკორატიული ელემენტების დიდი ნაწილი დაკარგულია, ხოლო აივნის ცალკეული მონაკვეთები (მაგ. მესამე სართულზე) შუშაბანდებადაა გადაკეთებული. სარდაფში მოხვედრა ეზოდანაა შესაძლებელი. სარდაფი თაღებით გახსნილ სივრცეს წარმოადგენდა, რომლებიც ამჟამად კედლებითაა ამოშენებული. სახლი N4 მხატვრული თვალსაზრისით გამორჩეულ ნიმუშს წარმოადგენს. არქიტექტურულად ღირებული დეტალებითაა შემკული, როგორც ქუჩის მხარეს გამავალი ფასადი, ასევე შენობის ეზოს მხარეს მოქცეული მონაკვეთი.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4120
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: დადიანი შალვას ქ./4
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: სავაჭრო;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80223273
Y: 41.6926413