{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3557?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3557?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3557?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3557",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3557,
    "ID" : 3557,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "Description" : "ყოფილი სამონასტრო შენობა თავისი ფუნქციიდან გამომდინარე საცხოვრებელი სახლებისგან სრულიად განსხვავებული სივრცულ-გეგმარებითი გადაწყვეტით გამოირჩევა. ერთმანეთის პარალელურად განვითარებული სენაკების ორი გრძელი რიგი თაღოვანი კორიდორით არის დაკავშირებული. რადგან უკანა რიგის შენობა ეკლესიის დასავლეთ კედელთანვე იწყება, ხოლო ქარაფის ნაპირის გასწვრივ მდგარი ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთითაა ჩაწეული და წინ ეზოს იქცევს, მათი თავი და ბოლო აცდენილია. რელიეფიდან გამომდინარე ეს ორი რიგი ვერტიკალურ დაგეგმარებაშიც ერთი სართულითაა აცდენილი. შენობა უკანა კედლით სხვადასხვა მონაკვეთში უშუალოდ კლდესთან არის შერწყმული და თხრილი, ან გვირაბი გამოყოფს მისგან. მნიშვნელოვანია და თავდაპირველი გადაწყვეტის დაცულობით გამოირჩევა, ერთმანეთის პარალელურად განვითარებული სარდაფის სათავსები ნახევარწრიული (ასევე ნახევარწრიული საბჯენი თაღებით) და სამცენტრიანთაღოვანი კამაროვანი გადახურვებით. სარდაფის სათავსების ნაწილი შეულესავი აგურისაა. საყურადღებოა საბჯენთაღებიანი, ცილინდრულკამაროვანი ტალანი, რომელიც შენობის სხვადასხვა ნაწილების დამაკავშირებელი ადრეული შიდასაკომუნიკაციო ქსელის მნიშვნელოვანი კვანძია. ეს ქსელი აკავშირებდა ეზოს დონეზე განთავსებულ სათავსებს ზედა ორ დონესთან. ზედა, მესამე დონესთან დამაკავშირებელი ორი კიბის უჯრედი ასევე მოღწეულია დღემდე, თუმცა ფუნქციის დაკარგვის გამო გაუქმებულია. დღეს ფუნქციონირებს სართულშუა კავშირის გვიანდელი ქსელი. საინტერესოა უკანა რიგის დამასრულებელი, გეგმით კვადრატული აბანო. მოცულობა მიწაშია ჩამჯდარი და მხოლოდ დამოუკიდებელი გადახურვაა ოდნავ ამოზიდული. აბანო შიგნით შეულესავი აგურისაა და მსგავსად შენობის სხვა ნაწილებში დატოვებული შიშველი წყობისა, კარგად ავლენს მშენებლის ბრწყინვალე ოსტატობას. კედლების შემომყოლი ნაოთხალი თაღების კუთხეებში გამოყვანილი ტრომპები ფიგურული წყობითაა შესრულებული, სათავსის დამასრულებელი სფერული კამარა - აგურის რიგების რადიალური წყობით. კამარის ცენტრში კვადრატული ფორმის სასინათლო ხვრელია დატოვებული. კარის ღიობები სხვადასხვა ფორმისა და ზომისაა; ძირითადად არის სწორკუთხა კარები; არის თაღოვანი, ასევე მშვილდათაღოვანი ღიობებიც. ფანჯრის ღიობები სხვადასხვა ფორმისა და ზომისაა; ძირითადად არის სწორკუთხა კარ-ფანჯრები; არის მაღალი და დაბალი თაღოვანი, ასევე მშვილდათაღოვანი ფანჯრები. აღსანიშნავია, რომ ასეთ მასშტაბურ ნაგებობაში სამშენებლო მასალა ერთგვაროვანია, იგი მთლიანად ძველი, კვადრატული აგურითაა აშენებული. რაც შეეხება იატაკს, იგი ოთახებში ხისაა, ხოლო კორიდორებში ორი ფერის ფილებით არის მოგებული. შეულესავი აგურის ჩრდილოეთის ფასადის II სართულის კედლის სიბრტყე პილასტრებითაა დაყოფილი. ფანჯრებს ქვეშ და პარაპეტზე ჩაწეული სიბრტყეებია. ჩრდილოეთის ფასადზე II სართულის ფანჯრები აგურის ერთი რიგით შექმნილ თაროს ეყრდნობა, გვერდებს წინ გამოწეული წყობის ვიწრო ჩარჩო ასდევს, ხოლო ზევით ვერტიკალური წყობის შუბლია. აღმოსავლეთ ფასადზე დარჩენილია აივნის მრგვალი სვეტები დაჩარხული მრგვალი ბაზისებითა და კაპიტელებით. მოაჯირი პროფილირებული ფიცრის დაფებისაა. შენობას აქვს მძლავრი, თლილი ქვის საფეხურებიანი კიბეები, რომელიც თაღოვან ტალანთან და სარდაფთან აკავშირებს, ხოლო უკანა ეზოში ასასვლელად ხის კიბეებია მოწყობილი. შენობას ფასადზე აქვს ორივე მხრიდან საფეხუროვანი პროფილით გამოყოფილი პარაპეტი, რომელსაც ერთნაირი ინტერვალით გასდევს ერთი ზომის ჩაწეული სიბრტყეები. ინტერიერში შემოდის ეკლესიის დასავლეთი ფასადის აგურის წყობით და ნალესობით გამოყვანილი პილასტრი, შეწყვილებული ლილვები, რთულპრო­ფილიანი ფრონტონი და ამოსენებული სარკმელი. შენობაში არის სხვადასხვა ზომისა და ფორმის განჯინები, თახჩები და ნიშები, კარნიზი სადაა, არის ბუხარი და კედლის ღუმელი. მონასტრის შენობა კლდოვანი ქარაფის პირას დგას და რელიეფის მკვეთრი ვარდნა წინა ეზოს ტერასას ბუნებრივად ზღუდავს. მას ლითონის სადა, აჟურული მესერიც გასდევს. უკანა მხარეს ერთ ნაწილში, რელიეფსა და შენობას შორის \"ეზო-ჭა\" იქმნება. შენობის უკან, სამხრეთით, ეზო შემოიფარგლებოდა გალავნით, რომელიც დღემდეა შემორჩენილი. ამ ტერიტორიის ერთ-ერთ ტერასაზე იკითხება ნაგებობის კვალი, რომელიც გადმოცემით წყლის ავზი იყო და ეკუთვნოდა მონასტერს. ბეთლემის აღმართი N3 გამორჩეული ღირებულების მქონე ნაგებობაა, რასაც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მისი თავდაპირველი სამონასტრო ფუნქცია და შენობის საკმაოდ კარგად დაცული ადრეული ნაწილები.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "3943",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ბეთლემის აღმ./3",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის დასაწყისი",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.80365999,
    "Y" : 41.689170480000001
  }
}