CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3556
ObjectID: 3556
ID: 3556
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: სამსართულიანი აგურით ნაშენი და მოპირკეთებული საცხოვრებელი სახლი ორი ქუჩის გადაკვეთაზე დგას და მათ შემაკავშირებელ არქიტექტურულ რგოლს წარმოადგენს. რუსული П-ს გეგმის მქონე ნაგებობა მე-20 საუკნის დასაწყის მიეკუთვნება, მის გაფორმებაში მოდერნის სტილის ელემენტებია გამოყენებული. არსებობს ცნობა იმის შესახებ, რომ სახლი ეკუთვნოდა ქურთ ვაჭარს, ვინმე ბადაგოვს, რასაც ფასადზე შემორჩენილი რუსული ინიციალები А და Б ადასტურებს. მოსახლეობაში შემორჩენილი ზეპირი გადმოცემის მიხედვით, ბადაგოვისთვის სახლი გასაბჭოების მერე ჩამოურთმევიათ, აქ ხალხი შეუსახლებიათ, თავად მფლობელი კი ირანში გაქცეულა. შენობის პირველი სართული სახეცვლილია. აქ განთავსებული მაღაზიების გამო. უცვლელადაა შენარჩუნებული სადარბაზო წინამძღვრიშვილის მხარეს. გამოცვლილია მხოლოდ კარი, ინტერიერში კი შემორჩა ქვის ფერადი ორნამენტული იატაკი, ქვის კიბეები და ლითონის მოაჯირი. შენობის ფასადის მხატვრულ სახეს დეკორატიული თაროებით და პორფილირებული საპირეებით გაფორმებული სარკმელების რიტმული განლაგება, მცენარეული ორნამენტის ფესტონები ქმნის. მძლავრ აქცენტებს წარმოადგენს კუთხეებში მოცემული პილასტრების მამკობი ქალის ჰორელიეფური თავები. შენობას 8 აივანი აქვს, 6 წინამძღვრიშვილისკემ მიმართულ ფასადზე, 2 კი მარჯანიშვილისაზე. აქედან ერთი, სადარბაზოს თავზე მოცემული რკინა-ბეტონისაა, დანარჩენები ლითონის. დეკორატიულ გაფორმებაში თავის როლს თამაშობს აგურისა და რუხი მოპირკეთების გადათამაშება. ნაგებობას მარჯანიშვილის ფასადის მხრიდან ფლიგელი აქვს მიშენებული. ამავე მხრიდანაა ეზოს ჭიშკარი, რომელიც თავდაპირველი სახით შემორჩა და მისი რკინისავე მცენარეული ორნამენტი. ეზოს მხრიდან ნაგებობას თითქმის უცვლელად აქვს შენარჩუნებული ხის შუშაბადი ხისავე ელემენტებით: სვეტები, კრონშტაინები. ასევე, აღსანიშნავია ლითონის ხვეული კიბე და აგურის დეკოტარიული წყობა. ნაგებობას აქვს სარდაფი. საბჭოთა პერიოდში სარდაფებში 50 ოჯახი იყო შესახლებული. დღესდღეობით, სარდაფი არც თავდაპირველი დანიშნულებით გამოიყენება, რადგან, როგორც მოსახლეობის მიერ აღინიშნა, სანიაღვრეების მოუწესრიგებლობის გამო სარდაფში დგება წყალი. ზოგადი შეფასებით, ნაგებობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აღსანიშნავია, მხოლოდ ადამიანის მიერ მიყენებული დაზიანება: მესამე სართულზე სარკმლის ქვემოთ ორნამნეტული ნიში გამონგრეულია გამათბობლის მილი გასათავსებლად. ასევე, მარჯანიშვილის ფასადზე მაღაზიების განთავსება, ამთი რკინის ჟალუზები აზინაებს ფასადს და ცვლის მის იერსახეს. შენობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქალაქის ისტორიულ-არქიტექტურულ განაშენიანებაში.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4611
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: მარჯანიშვილი კოტეს I შეს./33.წინამძღვრიშვილი მიხეილის ქ./90 ბ
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 ს-ის დასაწყისი.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction:
სავაჭრო;
ფუნქციის გარეშე;საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79964554
Y: 41.71040154