CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3555
ObjectID: 3555
ID: 3555
Name: სამთავრობო რეზიდენცია
FullName: სამთავრობო რეზიდენცია/ორბელიანთა სახლი
Description: ორსართულიანი შენობის საფასადე მორთულობა ევროპულ ხუროთმოძღვრულ სტილს ემყარება. ის ადაპტირებულია და ორბელიანის ქუჩის მხრიდან მიშენებული აქვს თანამედროვე ნაგებობა. შენობა ათონელის ქუჩის სიღრმეში დგას. წინა მხარეს რკინის ცხაურებიანი ღობით შემოსაზღვრული ეზო-ბაღი ერთვის. საფასადე კომპოზიცია ასიმეტრიული, ეკლექტური და პომპეზურია. სიმეტრია ფასადის მხოლოდ ცალკეულ მონაკვეთებზე ჩნდება. ცენტრში, ორივე სართულზე, მოთავსებულია თაღოვანი ლოჯია, რომელსაც პარადული, ერთმანეთისკენ მიმართული მორკალული კიბე ერთვის. ტერასებს რიკულებიანი ბალუსტრადა და სვეტები საზღვრავს. პირველი სართულის ლოჯიას წრიული გეგმის მქონე იონიური სვეტები ამკობს. მეორე სართულის ტერასა სამი არათანაბარი ზომის თაღით არის წარმოდგენილი. ცენტრალური თაღი, მის ორსავ მხარეს განლაგებულ თაღებთან შედარებით, დიდია. მათ რკალს, ცენტრში მოთავსებული პროფილირებული საჭექი ქვა ერთვის. თაღები სვეტების გვერდითა წახნაგებზე განლაგებულ კრონშტაინებს ეყრდნობა. სვეტების ტანებზე კორინთული პილასტრის გამოსახულებებია დატანილი, რომლებსაც პროფილირებული ანტაბლემენტი ეყრდნობა. მსგავსი ხერხი, თაღებს თითქოს მართკუთხა მოხაზულობის ნიშებში მოაქცევს, რომლებიც გირლანდებითა და მცენარეული გამოსახულებებით არის გაფორმებული. კაპიტელებს შორის თითო-თითო გრძელი, ჰორიზონტალურად განლაგებული რუსტია, რომელზეც მცენარეული კომპოზიციაა დატანილი. ორივე სართულის ლოჯია ღრმაა და მასზე სამ-სამი ღიობი გამოდის. პირველ სართულზე ისინი მაღალი, ვიწრო, ნატიფი, სადა საპირეებით შემოსაზღვრული ჭრილებით არის წარმოდგენილი, რომლებსაც ტიმპანები აბოლოებს. მეორე სართულზე სწორკუთხოვანი ღიობებია განლაგებული. მათ მასიური კლასიცისტური თარო და მის ქვეშ, ცენტრში მოქცეული პროფილირებული საჭექი ქვა ამკობს. ის დეკორატიული კრონშტაინის ფუნქციასაც ითავსებს. პირველი სართულის ტერასის სწორკუთხოვან სურათს თითქოს მეორე სართულის მართკუთხა სარკმლების მოხაზულობა იმეორებს, მეორე სართულის თაღების ფორმას კი, პირველი სართულის ტიმპანიანი ღიობები. ორ სართულს შორის, აღნიშნული გადაძახილი კომპოზიციას გაწონასწორებულს ხდის. ნაგებობის განაპირა ფლიგელები წინ არის გამოწეული. მათგან მარცხენას მომრგვალებული კუთხეები აქვს, მარჯვენა - სწორკუთხოვანია, რაც კონტრასტს ქმნის. მარცხენა ნაწილი სიმეტრიულია. ორივე სართულზე სამ-სამი სარკმელია გაჭრილი. ისინი ფასადის რუსტირებულ კიდეებს შორის არის მოქცეული. პირველი სართულის ტიმპანიანი ფანჯრების მორთულობა მეორე სართულის ტერასის გამაფორმებელ კომპოზიციას იმეორებს, იმ განსხვავებით, რომ ტიმპანის შემომსაზღვრელი თაღები წყვილ პილასტრებს ეყრდნობა. მეორე სართულის სარკმლები მართკუთხა ფორმისაა. სადა საპირეებით შემოწერილი ღიობები, პროფილირებულ კრონშტაინებს დაყრდნობილი რკალური ფრონტონით ბოლოვდება. მისი მოხაზულობა პირველი სართულის ტიმპანების სურათს ეხმიანება და ერთიან გაწონასწორებულ კომპოზიციას ქმნის. შენობის მარჯვენა ფლიგელში, რიზალიტში, ორ ნახევარსვეტსა და მათზე დაყრდნობილ რკალურ ფრონტონს შორის ნახევარვარდულის ფორმის ტიმპანიანი, სარკმლებითა და ორნამენტებით გაფორმებული, ხის ორფრთიანი კარია მოთავსებული. კარი ეზოს რამდენიმე საფეხურით უკავშირდება. ღიობის დეკორი, მეორე სართულის ლოჯიის თაღების მორთულობის ანალოგიურია. რიზალიტს მეორე სართულზე შეწყვილებული, კორინთულკაპიტელიანი პილასტრები შემოსაზღვრავს, რომელთა შორისაც ერთი, სწორკუთხა, სადა ჩარჩოთი შემოსაზღვრული სარკმელია. ის სამკუთხა ფრონტონით ბოლოვდება. რიზალიტს კოშკურა აგვირგვინებს, რომელის კომპოზიციას ვოლუტებმიბჯენილ პილასტრებზე დაყრდნობილი თაღი და მათ შორის მოქცეული მცირე ზომის სარკმელი ქმნის. რიზალიტის მარჯვნივ, მეორე სართულის განაპირა ნაწილში, რკალური ფრონტონით დაგვირგვინებული ერთი ფანჯარაა. პირველ სართულზე კი ლოჯიის თაღების ანალოგიური შემკულობით გაფორმებული სარკმლებია გაჭრილი. ფასადს პროფილირებული კრონშტაინებით დანაწევრებული ფრიზი ერთვის. სარკმლებქვეშ გავლებული ფრიზები მსუბუქი რუსტებით არის დანაწევრებული. შენობას მაღალი სახურავი აგვირგვინებს. ორბელიანის ქუჩის მხრიდან, ნაგებობა, თანამედროვეა. აქ წარმოდგენილია მაღალი, ბეტონით ნაშენი ფლიგელი, რომელიც ვიწრო სარკმლებით არათანაბრად არის დანაწევრებული. მას ერთვის შედარებით დაბალი, ასევე ბეტონის კედელი, რომელშიც შენობაში შესასვლელი შუშის ვიტრინისებური ღიობი და ეზოს ჭიშკარია მოთავსებული. ორივე შესასვლელს, ტროსებზე დაკიდებული, ერთიანი გადახურვა ერთვის. ორ ქუჩას შორის მოქცეული აღწერილი ნაგებობა, ორ სხვადასხვა მხარეს, განსხვავებული ფასადებით არის მიმართული. თავდაპირველი და თანამედროვე ექსტერიერის კონტრასტი ერთდროულად არ აღიქმება. ათონელის ქუჩისკენ მიმართული შენობა მიმდებარე განაშენიაებაში მნიშვნელოვანია. მის ფასადზე, სხვადასხვა კომპოზიციების ერთმანეთთან მგავსება და გადაძახილი მას გაწონასწორებულსა და ერთიანს ხდის. რენესანსული თუ ცალკეული ხუროთმოძღვრული ელემენტებით შემკული ნაგებობა, კომპოზიციის გადაწეყვეტით პომპეზური და რეპრეზენტატულია.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3730
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ათონელის ქ./25.ორბელიანის ვ. ქ./
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული, 1880წ.
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: ადმინისტრაციული;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80288147
Y: 41.69945221