CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3548
ObjectID: 3548
ID: 3548
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: სახლი #33 მსხვილმასშტაბიან ნაგებობას წარმოადგენს, რომელსაც მიკროუბნის მოზრდილი ტერიტორია უკავია. შენობის გეგმა ისეა განვითარებული, რომ მოიცავს ვერცხლის, ნინო და ილია ნაკაშიძეების, იეთიმ გურჯისა და სულთნიშნის ქუჩების მცირე მონაკვეთებს და ფასადებით ოთხივე მათგანზე გადის, ამასთან სახლი დაირთავს ღია ეზოს, რომელიც იეთიმ გურჯის ქუჩის მხირდან არის მოწყობილი. სახლის ნაწილი ე. წ. რუსული აგურით, ნაწილი კი ე. წ. ქართუ;ლი აგურით არის ნაგები. შენობის ფასადები შელესილია, აყრილი ნალესბის ქვეშ მოჩანს ძველი ნალესობისა და ქვიშისფერი საღებავის კვალი. ფასადების გადაწყვეტა მარტივი და იდენტურია. კედლების უმკობ გლუვ სიბრტყეებს ორივე სართულზე სწორკუთხა ფანჯრის ღიობების რიგები ანაწევრებს. სართულები ერთმანეთისგან პროფილირებული სარტყლით არის გამიჯნული. შენობა პროფილირებული კარნიზითა და ლითონის აჟურული პარაპეტით სრულდება. ვერცხლის ქუჩაზე გამავალი ფასადის დაახლოებით ცენტრალურ მონაკვეთში ხის მხატვრულად დამუშავებული სადარბაზო კარია განთავსებული. კარის აყოლებაზე ლითონის აჟურული აივანია გადმოკიდებული.სადარბაზოში კიბის უჯრედია განთავსებული, რომელსაც ლითონის მხატვრულად გაფორმებული მოაჯრიი მიუყვება. ვიწრო და ჩამოჭრილ სახეს ატარებს ვერცხლისა და ნინო და ილია ნკაშიძეების ქუჩების კუთხეზე მიმართული ფასადი. მისი ორივე სართული თითო ღიობს მოიცავს. მეორე სართულის ღიობის წინ ლითონის აჟურული აივანია გადმოკიდებული. ნინო და ილია ნაკაშიძეების ქუჩის მხარეს გამავალი ფასადი მხოლოდ სარკმლების ღიობებით ნაწევრდება. ამ მხრიდან სახლი მცირე ზომის დაბალ მანსარდას დაირთავს, რომელიც ფასადის მთელ სიგრძეზე არ გრძელდება. როგორც უკვე აღინიშნა სახლი იეთიმ გურჯის ქუჩის მხარეს ორი ნახევარფასადით გამოდის, რომელთა შუაშიც ღია ეზოა მოწყობილი. ვიწრო და სიღრმეში განვითარებული ეზო ქუჩისგან ლითონის აჟურული მოაჯირით შემკული გალავნით არის შემოფარგლული. გალავნის ცენტრი ასევე ლითონის კარს უკავია, რომლის აჟურში სახლის თავდაპირველი მფლობელის ინიციალებია ჩაქსოვილი. ვიწრო ეზო ორად იტოტვება, მისი ერთი ტოტი სახლის ვერცხლისა და ნინო და ილიან კაშიძეების ქუჩების მხარეს გამავალ მონაკვეთს ემსახურება, მეორე კი იეთიმ გურჯისა და სულთნიშნის ქუჩებზე გამავალ მონაკვეთს. სახლის ეს უკანასკნელი ნაწილი სამსართულიანია. სახლის ეზოს მხარეს მიმართული ფასადები მნიშვნელოვნად სახეცვლილია. თავდაპირველი ჭვირული აივნების დიდი ნაწილი ან შემინულია, ან ამოშენებულია და ნალესობით არის დაფარული. ჭვირული აივნები მცირედღაა შემორჩენილი. სახლის ერთ-ერთი მონაკვეთიდან ლითონის კიბე იწყება, რომელიც თანდათანობით იტოტვება, დაირთავს მცირე აივნებსა და მარშებს და შედეგად სახლის ყველა მონაკვეთს უკავშირდება. სახლი სულთნიშნის ქუჩაზე ვიწრო სამსართულიანი ფასადით გადის. თითეული სართული სამ-სამ სწორკუთხა ღიობს მოიცავს და ზედა ორი სართულის მარჯვენა კიდეში ლითონის თითო აჟურული აივანია გადმოკიდებული. სახლის სივრცულ-გეგმარებითი სტრუქტურა ურბანული ღირებულების მატარებელია. მართალია ეზოს ფასადს ნაწილობრივ დაკარგული აქვს ავთენტურობა, თუმცა შემორჩენილ დეტალებზე დაყრდნობით შესაძლებელია მისი თავდაპირველი სახის აღდგენა.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4336
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: იეთიმ გურჯის ქ./10.ნაკაშიძე ილიას ქ./33.ნიშნიანიძე შოთას ქ./15
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80427401
Y: 41.69503688