ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3547
ObjectID: 3547
ID: 3547
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ორსართულიანი სახლი ნახევარსარდაფით ე. წ. ქართული აგურით არის ნაგები და მთავარი ფასადით ქუჩის მხარეს არის მიმართული. ფასადი შელესილია და მორუხო-მოცისფრო ფერადაა შეღებილი. ფასადის მწირ დეკორს ტრადიციული არქიტექტურული ელემენტები ქმნის. I სართულის საპირეშემოვლებულ და II სართულის მშვილდა თაღებით დასრულებულ ფანჯრის ღიობებს ზედა ნაწილებში საჭექი ქვების იმიტაციები ემატება. ფანჯრების ქუსლების დონეზე ნალესობაში გამოყვანილი პროფილირებული სარტყლები გადის, რომლებიც უწყვეტად გაუყვებიან კედელს. II სართულის მონაკვეთში ფასადის კიდეებსა და ცენტრალურ მონაკვეთში ლითონის აჟურული აივნებია გადმოკიდებული. შენობა მარტივი მართკუთხედებით აღნიშნული პარაპეტით სრულდება, რომელიც შუაწელზე ფრონტონით გვირგვინდება. პარაპეტის ქვეშ კბილანებით შემკული კარნიზია მოთავსებული. კბილენები ცენტრალურ ნაწილში გამსხვილებულია. ამდენად, შენობის ცენტრის აქცენტირება შუა აივნის, კარნიზის მსხვილი კბილანებისა და სამკუთხა ფრონტონის მეშვეობით ხდება. ფასადის მარცხენა კიდეში ხის სადარბაზო კარია მოთავსებული. კარი დეკორატიულად გაფორმებულია, თუმცა მისი ცხაურების შემამკობელი აჟური ამჟამად დაკარგულია. კარის თავზე თაღოვანი ფანჯარაა გაჭრილი. ფასადის ეს მონაკვეთი (მარცხენა კუთხე), მორღვეული იყო და მოგვიანებით ბლოკითა და ახალი აგურით ამოუშენებიათ, თუმცა კედლის აღდგენილი მონაკვეთი თავდაპირველ სახეს იმეორებს. შენობა მარჯვენა მონაკვეთით მეზობელი სახლის (#29) ეზოში გადის, რომელიც მთავარი ფასადის ანალოგიურადაა გადაწყვეტილი, ხოლო მარცხენა კედლით #33-ის ეზოში. კედელი შეულესავია და მასზე გარკვევით იკითხება რამდენიმე სამშენებლო ფენა, რომელიც ე. წ. ქართული და რუსული აგურითა და ბლოკითაა განხორციელებული. სახლის ეს მონაკვეთი ძალიან დაზიანებულია, კედლის ნაწილი მთლიანად ჩამონგრეულია, ნაწილზე კი გამჭოლი ბზარები აღინიშნება. შენობაში მოხვედრა მხოლოდ სადარბაზო კარიდანაა შესაძლებელი. სადარბაზოს მარცხენა მონაკვეთში ლითონის აჟურული მოაჯირით შემკული კიბის უჯრედია მოთავსებული, ხოლო მარცხენა მონაკვეთი შიდა ეზოსკენ მიემართება. ეზოში შესვლამდე კიდევ ერთი ხის კარი უნდა გავიაროთ, რომელიც ეზოსა და სადარბაზოს ერთმანეთისგან მიჯნავს. მცირე ზომის შიდა ეზო ოთხი მხრივ შენობით ისაზღვრება. ამ მხრიდან სახლი ძირითადი მონაკვეთით სამსართულიანია, ხოლო ერთი მონაკვეთით, რომლისკენაც ხის გარედან მიდგმილი კიბე მიემართება ორსართულიანი (ეს უკანასკნელი #29 სახლის ეზოში შუშაბანდით გადის). მეორე სართულის თავზე ხის მოაჯირით მოსაზღვრული ბანია მოწყობილი. იქ მოხვედრა სახლის მარცხენა მონაკვეთის მესამე სართულის აივნიდან არის შესაძლებელი. ეზოს მხრიდან სახლის I სართული ძირითადად მცირე ზომის საყოფაცხოვრებო დანიშნულების ოთახებს უკავია. მეორე და მესამე სართული თავდაპირველად ღია აივნებით იხსნებოდა ეზოს სივრცეში, ამჟამად მათი უმეტესი ნაწილი შემინულია. აივნის შემორჩენილი მონაკვეთზე დაყრდნობით შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ეზოს მხარეს მიმართული ფასადების სახე, რომელიც ასე გამოიყურებოდა: კაპიტელებით დასრულებული წახნაგოვანი სვეტები ყრუდ შეფიცრულ მოაჯირებს დამოუკიდებელ მონაკვეთებად ანაწევრებდა. კაპიტელების ზედა ნაწილებს კი აჟურული “ფარდები” ამკობდა. სახლი #31 საშუალო მხატვრული ღირებულების მატარებელია, თუმცა მას, როგორც კონკრეტული ეპოქის ნიმუშს, ისტორიული ღირებულებაც გააჩნია და არსებით როლს ასრულებს ქუჩის მხატვრულ-ისტორიული სახის შენარჩუნებაში.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4694
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ნაკაშიძე ილიას ქ./31
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80558486
Y: 41.69557947