ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3543
ObjectID: 3543
ID: 3543
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: შენობა ორსართულიანია და აქვს ნახევრად სარდაფის დონის მესამე სართული, რომელიც ყველა მხრიდან არ ჩანს. თუმცა მარცხენა, გვერდითი მხრიდან ის ქმნის გარკვეულ საყრდენს და საფუძველს მთელი ნაგებობისათვის, რომელიც ამ მხარეს კლდეზეა გადმოკიდებული და იმაზე ბევრად მოცულობითია, ვიდრე მისი სარდაფის დონის, აგურით ნაშენი ნაწილი. ამ მხარეს ზედა ორ სართულს ქმნის გადმოკიდებული, შემინული, ხის შუშაბანდი, რომელიც შენობის ცენტრალური ფასადის მხრიდან, ზედა სართულზე ღია აივნის სახეს იძენს, ქვემოთ კი კვლავინდებურად, შუშაბანდის სახით რჩება. მთლიანობაში, ნაგებობას კუთხის მოხაზულობის გეგმარება აქვს. აივნებსა და შუშაბანდებს მსგავსი, ჭვირული ორნამენტის მოაჯირები, წახნაგოვანი სვეტები და სვეტის თავებთან მარაოსებურად გაშლილი, ასევე ჭვირული ორნამენტები ამკობს. დეკორირებულია შენობის კარნიზის ზოლიც. ნაგებობის კუთხისმიერი მოხაზულობით შექმნილი სივრცე, აგურის ფუნდამენტური ღობითაა შემოსაზღვრული, რომლის ზედა არესაც ლითონის ცხაური განასრულებს. შესაბამისად, ნაგებობა მთლიანად, შეკრულ იერს იძენს. ცენტრალური ფასადის მხრიდან შესასვლელი არის, როგორც ეზოდან, პირველ სართულზე და გარე ზიგზაგისებური კიბით, მეორე სართულზე, ასევე ეზოს გაყოლებაზე არსებულ კედლის არეში დატანებული კარით. კედლის ამ მონაკვეთზე, მეორე სართულის დონეზე მცირე ზომის აივანია `გადმოკიდებული~. უნდა აღინიშნოს, რომ შენობაზე ერთიანი, გრძივი აივნის ზოლის არსებობა და შემდგომ ზუსტად, იგივე სტილისტიკის მცირე რეპლიკების გამეორება, უკვე ნაგებობის სხვადასხვა მხარეს, ზოგადად, ძველი თბილისური აივნიანი სახლების ერთ-ერთი მახასიათებელია. ეს დეტალი ძალიან თვალშისაცემად კრავს და ამთლიანებს ნაგებობის საერთო მხატვრულ სახეს, გარდა იმისა, რომ ფუნქციურად გამართლებულია. შენობის მარჯვენა, გვერდითი ფასადი სადაა და მხოლოდ, ფანჯრებითაა დანაწევრებული. უკანა ფასადის მხრიდან, ნაგებობა ერთსართულიანია, გამომდინარე გარემო-ლანდშაფტური თავისებურებებიდან. ეს კედელიც სადაა. აქ მხოლოდ, ორი ფანჯარა და ერთი შესასვლელი კარია დატანილი. ნაგებობის აივნები და შემინული შუშაბანდები ხისაა და საღებავის ფენითაა დაფარული. დანარჩენი ნაწილები კი ანუ სადაც კედლის მასივი ფიგურირებს, აგურის წყობითაა შექმნილი. მსგავსი ფაქტურული კონტრასტიც, პრაქტიკული მიზნების გარდა, მხატვრულ-ესთეტიკურ მახასიათებლადაც გვევლინება. ნაგებობა, აბანოთუბნის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, სრულად იქნა რესტავრირებული. სტილის საერთო მახასიათებლების შენარჩუნების მიუხედავად, ავთენტურობის ხარისხი არც თუ მაღალია.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3676
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: აბანოს შეს./10
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.81046111
Y: 41.68713068