ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3540
ObjectID: 3540
ID: 3540
Name: პოლიკლინიკა
FullName: პოლიკლინიკა
ComplexName:
Description: შენობა წარმოადგენს სამსართულიან, კუთხის სახლს, რომელიც აგურითაა ნაშენი. პირველი სართული ნახევარსარდაფის ტიპისაა. მთლიანობაში სახლს განსაკუთრებული მხატვრული დეტალების სიუხვე არ გამოარჩევს. მეორე სართული სადაა და მთლიანად ფანჯრების ღიობებითაა დანაწევრებული. ეს არის ექვსი მოზრდილი მართკუთხა ფორმის ფანჯარა, ერთმანეთის მიყოლებით. სარდაფის დონის ნაწილიც ფანჯრების ღიობებითაა დაყოფილი, თუმცა აქ ფასადის მარცხენა კიდეში კარის ჭრილიც ფიგურირებს, რომელიც ნახევრად მიწის დონეში ეშვება. მის გაყოლებაზე კი ოთხი კვადრატული ფორმის ფანჯარაა გადანაწილებული. ეს ნახევრადსარდაფის დონე გარედან ახალი ნალესობითაა დაფარული, რაც ძლიერ კონტრასტს ქმნის შენობის მთელ დანარჩენ იერთან. აქ ყველგან მთავარი აგურის წყობის მხატვრულ კონტექსტში გადატანის ტენდენციაა, რომელიც ამ ნაგებობისთვის წარმმართველია. შესაბამისად აღნიშნული ძლიერი ვიზუალური კონტრასტი, გაჩენილი პირველი სართულის შელესილ და მეორე და მესამე სართულების შეულესავ ნაწილებს შორის ძლიერ საზიანოა. ის ნაგებობის ერთიან მხატვრულ-კომპოზიციურ ინტერპრეტაციას არღვევს და აუთენტურობის დონეს ქვევით სწევს. გამომდინარე იქიდან, რომ ნაგებობა სრულად აგურითაა ნაშენი და არა აქვს არანაირი ნალესობა, ბუნებრივია რაიმე დეკორზე საუბარიც შეუძლებელია. თუმცა მხატვრულ ორნამენტიკას აგურის განსხვავებული წყობის სპეციფიკის ხარჯზე ხვადასხვა დეტალების შექმნა განაპირობებს. ასეთია მეორე მესამე და სართულის ფანჯრების რიგის ქვევით, განივი, ჩაზნექილი, ერთმანეთში ჩაწერილი მართკუთხედების არსებობა და ასეთია მეორე და მესამე სართულების ურთიერთგამმიჯნავ არეზე, ისევე როგორც კარნიზის გაყოლებაზე კბილანისებური ორნამენტიკის არსებობა; რომელიც ასევე აგურის სპეციფიკური წყობის შედეგად მიიღწევა. მესამე სართულის არეს ფანჯრის ღიობების გარდა თავსა და ბოლოში კარის ჭრილი აქვს და მათ წინ პატარა მართკუთხა, ლითონის კონსტრუქციის, ორნამენტული აივნები აქვთ განთავსებული. ჩაჭდევებული მართკუთხა დეკორის ფორმა მეორდება კარნიზის გაყოლებაზე და ასევე მართკუთხა კუთხისმიერი ამოზიდული მოტივები ამკობს მეორე სართულის კუთხის მონაკვეთს, რომელიც შენობის მეორე, ცენტრალურ, გვერდითა ფასადზე გადის. ნაგებობის ეს ნაწილიც ანალოგიური მახასიათებლებით ხასიათდება, თუმცა უკვე ქუჩის გეოგრაფიული სპეციფიკიდან გამომდინარე ამ მხარეს ნაგებობა ორსართულიანია და მხოლოდ ძალიან მცირე მონაკვეთზე ჩანს სარდაფის დონის არსებობა, ერთი პატარა კვადრატული ფანჯრით. ამ მხარესაც მეორე სართულზე შუაში არის ერთი აივანი. ახუნდოვის ქუჩის მხრიდან შენობას აქვს, როგორც სადარბაზოში ორი შესასვლელი, ასევე შიდა ეზოში შესასვლელი. ორივე მათგანი განთავსებულია მარჯვენა უკიდურეს კუთხეში. ამასთან, ეზოში შესასვლელი არის განიერი გვირაბის ტიპის ღიობი.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4987
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ახუნდოვის ქ./13.ფირდოუსის ქ./3
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;ჯანდაცვა და სოცუზრუნველყოფა>>პოლიკლინიკა;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.8129586
Y: 41.68836991