ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3539
ObjectID: 3539
ID: 3539
Name: კარის ეკლესია
FullName: კარის წმ. გიორგის ეკლესია
Description: ამჟამად რესტავრირებული, საშუალო ზომის დარბაზული ეკლესია დგას ქუჩის პირას. აგებულია ქართული აგურით. ფასადების ქვედა ფენა კი აგურის ჩანართებიანი საშუალო ზომის უხეშად გათლილი ქვებით. XIX ს-ის პირველ ნახევარში აღმოსავლეთ ფრონტონზე დაადგეს ცრუ გუმბათი, დასავლეთისაზე კი მცირე სამრეკლო. გააგანიერეს სარკმლები და გაჭრეს ახალი კარი სამხრეთიდან. გადაკეთებულია შიდა სივრცეც. შეილესა და დაიფარა კედლის მხატვრობით. ეკლესია მოხატული იყო თბილისელი მხატვრების გეგელიძეების მიერ. გარეთ გამოვლინდა დავით ანტონის ძე გეგელიძის საფლავი მემორიალური წარწერით. დარბაზის კამარა ოდნავ შეისრულია. ეყრდნობა ერთ წყვილ შეკიდულ პილასტრზე გადაყვანილ შეისრულ თაღს და ასეთივე ფორმის სატრიუმფო და დასავლეთი კედლის თაღებს. ნახევარწრიული აბსიდი გამოყოფილია ერთსაფეხურიანი შემაღლებით და მომრგვალებული ამბიონით. ცენტრში გაჭრილია თაღოვანი სარკმელი. სარკმლის ქვეშ მართკუთხა ნიშაა. ორი წყვილი მართკუთხა ნიშაა აბსიდის გვერდებზეც. აბსიდს ძირზე დაუყვება 15 სმ. სიმაღლის საფეხური. მსგავსი საფეხური შემოფარგლავს დარბაზის კედლების ძირსაც. დარბაზის სამხრეთ კედელის ცენტრში თაღოვანი შესასვლელი იყო, გარედან აგურის წყობით ამოშენებული. რესტავრაციის დროს აღდგა სამხრეთი კედლის ორი თაღოვანი სარკმელი. თაღოვანია დასავლეთი სარკმელიც. წირთხლები თავდაპირველი ფორმისაა, ზემოთ კი, მარაოსებური თაღი აქვს. რესტავრირებულ ეკლესიაში კიდევ ორი შესასვლელია. შეისრულ თაღიანი თავდაპირველი კარი დასავლეთი კედლის ცენტრში და რესტავრაციის შემდეგ დამატებული ასეთივე ტიპის კარი სამხრეთით, დასავლეთ კუთხესთან. პლატონ იოსელიანის გადმოცემით ამ მიდამოებში იდგა მთავარანგელოზთა ეკლესია რომელიც დანგრეულა თემურ ლენგის თბილისში ლაშქრობისას XIVს-ის დასასრულს. XVII ს-ის შუა ხანებში ამ ადგილას როსტომ მეფეს დაუწყია წმ. გიორგის სახელობის კარის ეკლესიის მშენებლობა რომელიც დასრულებულა ვახტანგ VI ძმის სიმონ ბატონიშვილის დროს, 1710 წელს. სავარაუდოდ როსტომ მეფის დროს ეკლესიის კედლები ნახევრამდე ამოიყვანეს უხეშად გათლილი ქვებით, შემდეგ კი სიმონ ბატონიშვილის დროს დასრულდა აგურის წყობით. იგი უნდა ყოფილიყო მცირე ზომის ეკლესია ერთადერთი შესასვლელით დასავლეთიდან. გრძივ ფასადებზე ექნებოდა შიგნითკენ გაგანიერებული ორი წყვილი ვიწრო სარკმელი და თითო ასეთივე სარკმელი დასავლეთ და აღმოსავლეთი მხრიდან. სამხრეთი კუთხის კარი XIX ს-ში უნდა იყოს დამატებული, რადგან დასავლეთიდან ეკლესიას 1840 წელს სახლი მიადგეს, როგორც აღნიშნული აქვს პლატონ იოსელიანს. ოდნავ ადრე უნდა ყოფილიყო დამატებული სამხრეთის შუა კარი. ჰქონდა აგურის წყობის დაკბილული ლავგარდანი. დასავლეთ შესასვლელთან მოწყობილია ჩასასვლელი აგურის კამარით გადახურულ კრიპტაში. არქეოლოგიური გათხრების შედეგად ეკლესიის ირგვლივ გამოვლინდა 7 მეტრზე მეტი სიღრმის კულტურული ფენა - სხვადასხვა პერიოდის ნაგებობათა ნაშთები და სამარხები. არქეოლოგიური მასალის უძველესი ნაწილი IV-V თარიღდება. ამგვარად, ეკლესიაში ხუთი სამშენებლო პერიოდი განირჩევა: I - ადრეული ხანის შემორჩენილია მხოლოდ საძირკველებში; II - როსტომ მეფის დროინდელი - ეკლესიის ქვედა ნაწილი - XVIIს; III - სიმონ ბატონიშვილის ხანის - ეკლესიის მთლიანი კორპუსი - XVIIIს; IV - ცრუგუმბათი, სამრეკლო, კარ-სარკმელთა გადაკეთება - XIXს; V - რესტავრაცია და ნაწილობრივ თავდაპირველი სახით აღდგენა - 1990-იანი წწ. რესტავრაციის დროს (არქიტექტორ-რესტავრატორი რ. ცხადაძე, ხელოვნებათმცოდნე გ. ჭანიშვილი) ეკლესიის დასავლეთით აშენდა აგურის წყობის სამრეკლო.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5070
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: შავთელის ქ./4
Period: შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს.>>გვიანი შუა საუკუნეები _ მე-16-მე-18 სს.
ExactDate: მე-18 საუკუნის დასაწყისი
InitialFunction: რელიგიური, რიტუალური>>საეკლესიო ნაგებობა>>უგუმბათო ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები>>დარბაზული ეკლესია;
CurrentFunction: რელიგიური, რიტუალური>>საეკლესიო ნაგებობა>>უგუმბათო ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები>>დარბაზული ეკლესია;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.8064946
Y: 41.69464961