CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3538
ObjectID: 3538
ID: 3538
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ნაკაშიძეების ქ. #12 შენობა მიმდებარე განაშენიანებაში თავის სიმაღლით, “მრავალფასადიანობით” და მაღალმხატვრულობით გამოირჩევა. აგურით ნაგები შენობა სამსართულიანია. იმ მონაკვეთში სადაც სახლი მდებარეობს ქუჩა ტეხილს ქმნის. სახლი ორი ფასადით გადის ქუჩაზე. ერთი წახნაგი აგურითაა ამოყვანილი, რომლის პირველი სართულის არე ცემენტითაა შელესილი, მეორე წახნაგი კი ღია აივნით გადის ქუჩის მხარეს. აგურის შეულესავი ფასადი სადადაა გადაწყვეტილი. ყოველი სართული ორი ფანჯრით ნაწევრდება. ფასადი ჰორიზონტალურად ნაწევრდება ფართო ჰორიზონტალური სარტყლებიც, რომლებზეც სწორკუთხა ჩარღმავებებია გამოყვანილი აგურის წყობით. მეორე სართულის მარცხენა კიდეში ხის დაკიდული აივანია მოთავსებული, რომელიც ცუდ ფიზიკურ მდგომარეობაშია და მოგვიანებითაა სახეცვლილი. აივნის მოაჯირები შეფიცრულია. შერჩენილია “ფარდისა” და არქივოლტის მოხარატებული დეტალები. კუთხის ფასადზე პირველ სართულზე კარია მოთავსებული. ზედა სართულებზე კი აივნებია ჩასმული. აივნები გრძელდება შენობის მთელს იმ ნაწილზე, რომელიც ეზოს სიღრმეში ვითარდება. ეზოს სიღრმეში მეორე და მესამე სართულებზე აივნები გადასავლელი ხიდებით უკავშირდება ამავე შენობის ეზოში მდგარ სხვა შენობას. ეს შენობაც სამსართულინია და მხატვრული თვალსაზრისით საინტერესო არ არის. აღსანიშნავია, რომ აივნები ნაწილობრივ სახეცვლილია. პირველი სართული მთლიანად გადაკეთებულია. მეორე სართულის აივანს ნაწილობრივ შენარჩუნებული აქვს მხატვრული დეტალები (მოხარატებული მოაჯირი და ფარდები). მესამე სართულზე აივნის დიდი ნაწილი შუშაბანდადაა ქცეული.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4695
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ნაკაშიძე ილიას ქ./12
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80554729
Y: 41.6950762