CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3535
ObjectID: 3535
ID: 3535
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ნაგებობა ორსართულიანია, ნაშენია ძველი აგურით. შენობას მეორე სართულზე დიდი გადმოკიდებული, ძველი თბილისური ყაიდის აივნი ამკობს. ნაგებობის იერი მეტ-ნაკლებადაა შენარჩუნებული ცენტრალური ფასადის მხრიდან. რაც შეეხება მის მარცხენა გვერდითა მხარეს, შენობაჩამონგრებულია და ძლიერაა დაზიანებული. პირველ სართულზე მთავარ, ფასადზე აღინიშნება სამი ღიობი: ორი კარი კიდეებზე და მათ შორის ერთი ფანჯარა. ამასთან, სამივე მათგანის თავზე მონიშნულია ტიმპანის ტიპის დაბოლოება. შენობის ამ ნაწილში ნალესობის ფენა ძლიერაა დაზიანებული და მისი დიდი არეებია ჩამოცვენილი. მეორე სართულის შვერილი აივნის ძირითად არეს სვეტებით დანაწევრებული ხუთნაწილიანი სივრცე ქმნის. მოაჯირები აღნიშნული ტიპის სახლებისათვის ჩვეული ნახატის მქონე ჭვირული ორნამენტითაა შემკული. ასევე მაქმანისებური მარაოს ტიპის ხის ორნამენტია განთავსებული ამ სვეტების ზედა დაბოლოებებში, სვეტისთავის ორივე მხარეს. აქ არსებული ნახევარწრიული დაბოლოების მქონე სარკმელების ირგვლივ შემოყოლებული პროფილირებული საპირეები ასევე სარკმლებს შორის არსებულ პილასტრების ტიპის შვერილებს ეყრდნობა. კარნიზი, რომელიც სრულიად სადაა და ასევე ხისაა, აივნის იატაკის მსგავსად, რომელიც კრონშტაინის ფუნქციის მქონე ხის სადა ჯოხებით მიბჯენილია ნაგებობის პირველ სართულს. აღნიშნული კრონშტაინები გვიანდელია და განთავსებულია მანმადე არსებული, ნაგებობისათვის ორგანული ნაწილების ნაცვლად, უკვე წმინდა კონსტრუქციული აუცილებლობიდან გამომდინარე. ნაგებობის მარჯვენა, გვერდითა ფასადი სულიად სადაა, ზედ რამდენიმე მცირე ზომის ფანჯრით. სწორედ ამ ძირითად ნაწილს შენობისას ხურავს ორფერდა სახურავი და სწორედ ეს სამკუთხა მონახაზი მკაფიოდ და ნათლად იკითხება გვერდიდან აღნიშნული ფასადის მხრიდან. აქ ნალესობის ფენა პირველი სართულის დონეზე ძალიანაა დაზიანებული და კედლის არე თითქმის მთლიანად გაშიშვლებულია. რაც შეეხება შენობის უკანა მხარეს, ამ მხრიდან შენობის გეგმარება ტერასული ხასიათისაა. მარცხენა კიდეში, მეორე სართულის დონეზე აღინიშნება ხის მცირე ზომის ძველი მინაშენი, რომელიც ასევე ხის კიბით ეშვება ეზოში. ამ მხრიდან ძალიან დაზიანებულია ფანჯრები, ჩამოცვენილია ნალესობა, რაც ძველი კედლების ხის კონსტრუქციას ააშკარავებს და არაერთი შეკეთების კვალი ემჩნევა გადახურვას. ნაგებობა თავდაპირველად კრამიტით იყო დახურული. ამას შემორჩენილი ფრაგმენტებიც მოწმობს, თუმცა ამჟამად ბევრია შემდგომი თუნუქის გადაკეთებების კვალიც. უაკანა ეზოს მხრიდან ნაგებობის ცენტრალურ კორპუსზე ერთი სამერცხლური, ცენტრში და საკვამურებია განთავსებული. ძალიან მძიმეა შენობის მარცხენა მონაკვეთის დაზიანებები. სრულადაა ჩამონგრეული შენობის ამ მხარის განაპირა კედელი და დაზიანებულია. აღნიშნულ მახარეს არსებული ყველა ნაწილი. ეს დაზიანება იმდენად მძიმეა, რომ მას თავისუფლად შეუძლია გადაიყოლიოს ნაგებობის დანარჩენი ნაწილები, ასევე ამ მხარესაა დაწყებული კედლების შლის პროცესი. ამის თანდათანობრივი გაგრძელება გამოიწვევს ნაგებობის ჩამოშლას, მით უფრო რომ ძლიერაა დაზიანებული დარჩენილი კედლის არეები საფუძვლის მონაკვეთებში. ნაგებობ ათავისი ხასიათით, იმდენად თვითმყოფადი და სახასიათოა, რომ ვფიქრობ მსგავსი ნაგებობის გადარჩენა ძალიან მნიშვნელოვანია. შენობას აქვს მართკუთხა მოხაზულობის ეზო.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5188
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ხუციშვილის ქ./11
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის შუახანი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.81551169
Y: 41.68605902