ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3534
ObjectID: 3534
ID: 3534
Name: აბანოები
FullName: აბანოები
Description: ნაგებობა სპეციფიკური ხასიათისაა თავისი ფუნქციური დანიშნულებიდან გამომდინარე; ის აბანოა და ამისთვის იყო აგებული თვაიდანვე. ნაგებობის ძირითადი ნაწილი ორსართულიანია და ერთიანი, ყრუ, მაღალი, მასიური კედლებისაგან შედგება. მათ მთავარ შემკულობას კედლისსავე სისქეში დატანებული თაღისებური ჩაზნექილი ნიშა-არეები ქმნის. ამ ნაგებობის მხატვრულად ყველაზე დატვირთულ ნაწილს მისი გადახურვა წარმოადგენს. აქ თავმოყრილია დიდი და მცირე ზომის, გუმბათის ტიპის თუ ჰორიზონტალურად განთავსებული, ნახევარცილინდრული ფორმის უამრავი გადახურვა, რომელთაც თავის მხრივ, შუაგულში კიდევ ყველა მხრიდან გახსნილი მცირე ზომის `ქუდები~ ხურავს. აქ არ არის დეტაილი, რომელის არსებობაც ფუნციური აუცილებლობით არ იყოს განპირობებული, თუმცა მათი უჩვეულო ფორმები, ამ ფორმების ურთიერთშეთანხმება-მიმართება, საკუთრივ არქიტექტურის სპეციფიკურობა და მკაფიოდ გამოხატული აღმოსავლური ხასიათი, ნაგებობას განსაკუთრებულ ხიბლს სძენს. მნიშვნელოვანი დატვირთვა ენიჭება საშენ მასალას. აბანო აგურითაა ნაშენი, გამოყენებულია მისი როგორც ვერტიკალური, ასევე სიბრტყობრივი წყობის ხერხი. მსგავსი მონაცვლეობა საშუალებას იძლევა ნებისმიერო წრიული თუ მომრგვალებული ფორმის შესაქმნელად, ასევე მხატვრულ-დეკორაციული ეფექტის მქონეცაა. ამ დატვირთვის მქონეა დუღაბის ფენაც. აგურებს შორის არსებული დუღაბის ფენა, რომელიც კონტურის დატვირთვას იძენს ერთ-ერთი მთავარი ფაქტურული მახასიათებელი ხდება აბანოების არქიტექტურისთვის. ამასთან თითოეული გუმბათის ტიპის გადახურვა უამრავ ნაირგვარ, სხვადასხვა ფორმისა და მოყვანილობის ცალკეულ დეტალზე გადადის. სანამ უშუალოდ კედლის მასივს შეერწყმება საფეხურებად, თაღებად და ნახევართაღებად, ფუძისმიერ კვადრატებად და კუთხის ფორმის შვერილებად იშლება. ცენტრალური შესასვლელიდან კიბე ქვევით ეშვება, სადაც დიდი დარბაზები და შედარებით უფრო მცირე სხვადასხვა ფორმის ოთახებია განთავსებული.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3669
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: აბანოს ქ./2.გრიშაშვილი იოსების ქ./7
Period: შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს.>>გვიანი შუა საუკუნეები _ მე-16-მე-18 სს.
ExactDate: მე-18 საუკუნის დასაწყისი
InitialFunction: კომუნალური მეურნეობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურეობის>>აბანო;
CurrentFunction: კომუნალური მეურნეობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურეობის>>აბანო;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.81103346
Y: 41.68811346