ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3531
ObjectID: 3531
ID: 3531
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: შენობა ცენტრალური ფასადის მხრიდან სამსართულიანია, თუმცა ის კუთხის სახლია და მისი გვერდითა და უკანა ნაწილები ზედა ქუჩას აუყვება, რომელიც თავის მხრივ აღმართია, შესაბამისად, გვერდითა მხრიდან ნაგებობა უკვე ორსართულიანი სახლის იერს იძენს. აგურის წყობით ამოყვანილი ცენტრალური ფასადი, პირველი სართულის დონეზე გვიანდელი ნალესობის ფენითაა დაფარული. სამივე სართული ძირითადად ფანჯრის ღიობებითაა დანაწევრებული. ასეთია პირველი სართულიც, სადაც ასევე განთავსებულია ვიწრო კარი და მარცხენა კიდეში გარეთ გამოზიდული აივანი-ფანჩატური, რომელიც ნაგებობის იერს მნიშვნელოვანწილად ვნებს. მეორე სართული ასევე ფანჯრების ღიობებითაა დაყოფილი და შუაში არსებული კარის წინ კი მცირე ზომის მართკუთხა აივანია. ზუსტად იგივე გეგმარებას იმეორებს მესამე სართულიც, ოღონდ მარცხენა ერთი ფანჯრის ჭრილი ნაწილობრივ ამოშენებულია მთელს ვერტიკალზე. შესაბამისად მეორე და მესამე სართულების შუა არეზე არსებული აივნები ნაგებობას მკაფიო ცენტრულობას და სიმეტრიული გეგმარების იერს სძენს. მესამე სართულის ფანჯრების ზედა მოჩარჩოებას ვერტიკალური სანდრიკის ტიპის ორნამენტი ამკობს, რომელიც აგურის არაერთგვაროვანი წყობითაა შექმნილი. დეკორის დატვირთვის მქონეა სარკმელების თავზე არსებული მარაოსებურად განშლადი აგურის ორი პარალელური ვერტიკალური წყობით მიღებული ჩანართები, ასევე ფანჯრების ქვედა არეზე განივი ჩაზნექილი მართკუთხედები, რომელთაც ასევე აგურის არათანაბარი წყობა ქმნის. სართულთშორისი არეები კარნიზისებური შვერილი სარტყელებით გამოიყოფა ურთიერთისაგან. შენობის საერთო გეგმარება მკაცრად წახნაგოვანი ხასიათის არ არის. კუთხის მხრიდან ის თანდათანობით მრუდის სახეს იძენს. აქ არსებულ ერთიან, მასიურ აგურის კედლებს მხოლოდ რამდენიმე ფანჯარა ანაწევრებს. მნიშველოვანია ამ კედლების წყობაში ხის ვერტიკალური მთელს სიგრძეზე ჩაყოლებული ძელების არსებობა, რომელიც აგურის წყობას მეტ სიმტკიცეს და კედლის წახნაგოვან მონახაზს კარკასისმიერ საფუძველს უქმნის. ნაგებობის უკანა და წინა არეებს შორის მარჯვენა მხარეს, ზუსტად კუთხეში შენობა იკეთებს ღიობს და იქმნება მცირე ზომის ეზო, რომელშიც გამოდის ხის გარე კიბე, შესასვლელი კარებები და ასევე მეორე სართულის შუაშაბანდები. აღნიშნულ ეზოს აგურის სქელი კედელი შემოსაზღვრავს, მისკენ კი კიბე მიემართება ქუჩიდან. შენობა გარემო-ლანდშაფტთან ნაგებობის მორგება-მისადაგების, ალბათ ერთ-ერთ გამორჩეულ მაგალითს ქმნის.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3891
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ბააზოვი გერცენის ქ./4
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის შუახანი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.81270715
Y: 41.68699451